დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 300 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.10.003.023512 |
|
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების განსაზღვრის წესი“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლოდ, კონტრაჰენტთა მიერ გადასახდელი ანაზღაურების ოდენობას. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა, თუ ამავე წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. 3. ეს წესი არ ვრცელდება: ა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 493 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლაზე/გაუქმებაზე; ბ) საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლაზე /გაუქმებაზე, თუკი ქონების პრივატიზება განხორციელებულია საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ. 4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლოდ, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, მოითხოვოს კონტრაჰენტის მხრიდან ამ წესით განსაზღვრულზე მეტი ოდენობის ანაზღაურების გადახდა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანაზღაურება − „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურება, რომელიც შეიძლება, მოეთხოვოს კონტრაქტორს საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლოდ; ბ) ინვესტირებული თანხა − კონტრაჰენტის მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების/საკუთრებაში გადაცემის მიზნით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის შესრულების მიზნით ინვესტირებული თანხა/განხორციელებული დანახარჯი; გ) პირობა − საინვესტიციო ვალდებულება, ასევე საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის იმგვარი პირობა, რომლის შესასრულებლად აუცილებელია ინვესტიციის განხორციელება/დანახარჯის გაწევა; დ) პირობის შეცვლა − საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შესრულების ვადის გაზრდა; ე) პირობის გაუქმება − საინვესტიციო ვალდებულების გაუქმება სანაცვლოდ შესასრულებელი სხვა პირობის განსაზღვრის გარეშე; ვ) საბაზრო ღირებულება − სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულება, რომელიც დადგენილია ამავე ქონების პრივატიზების დროისათვის საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არსებული დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ გაცემული დასკვნით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − პირობის შეცვლის/გაუქმების დროისათვის გაცემული დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ გაცემული დასკვნით; ზ) საინვესტიციო ვალდებულება − კონტრაჰენტის მიერ შესაბამისი თანხობრივი მოცულობის ინვესტიციის განხორციელების/დანახარჯის გაწევის ვალდებულება. მუხლი 3. პირობის გაუქმებისას გადასახდელი ანაზღაურება 1. პირობის გაუქმებისას კონტრაჰენტის მიერ გადასახდელი ანაზღაურება განისაზღვროს საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის საფასურსა და ინვესტირებული თანხის 20%-ის ჯამისა და ქონების საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის ოდენობით. 2. იმ შემთხვევაში, თუკი პირობის გაუქმება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობის შესრულების ვადის გაზრდა ხორციელდება ერთდროულად, კონტრაჰენტის მიერ გადასახდელი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის ან ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, რომელიც უფრო მეტია. მუხლი 4. პირობის შესრულების ვადის გაზრდა 1. პირობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადის (გარდა საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის საფასურის გადახდის ვადისა) გაზრდის შემთხვევაში, პირობის შესასრულებლად განსაზღვრული ყოველი დამატებითი, მათ შორის, არასრული თვისათვის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) თუ პრივატიზებული/საკუთრებაში გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის ერთი მეთორმეტედი ოდენობით; ბ) თუ პრივატიზებული/საკუთრებაში გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 500 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე, ქონების საბაზრო ღირებულების 3%-ის ერთი მეთორმეტედი ოდენობით; გ) თუ პრივატიზებული/საკუთრებაში გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 1 000 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე, ქონების საბაზრო ღირებულების 2%-ის ერთი მეთორმეტედი ოდენობით; დ) თუ პრივატიზებული/საკუთრებაში გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ის ერთი მეთორმეტედი ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ხუთმაგი ოდენობით საინვესტიციო ვალდებულების მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდა შესაძლოა, არ იქნეს მოთხოვნილი. მუხლი 5. ანაზღაურების განსაზღვრა პრივატიზებული/საკუთრებაში გადაცემული სახელმწიფო ქონების ნაწილის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებისას თუკი პირობის შეცვლისას/გაუქმებისას კონტრაჰენტის მიერ სახელმწიფოსთვის დაბრუნებულია/დასაბრუნებელია პრივატიზებული/ საკუთრებაში გადაცემული სახელმწიფო ქონების ნაწილი, სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულება გამოითვლება სახელმწიფოსათვის დაბრუნებული/დასაბრუნებელი ქონების ღირებულების გარეშე.
|
დოკუმენტის კომენტარები