„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6/33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016531
6/33
06/06/2022
ვებგვერდი, 07/06/2022
010250020.35.111.016531
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/33

2022 წლის 6 ივნისი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების,  სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 21/04/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016513) კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა




დანართი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების,  სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესი

ეს წესი განსაზღვრავს  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის  (კულტურული ღონისძიებები – პროგრამული კოდი 05 02 02) შესაბამისად,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების,  სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების  მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესს.

თავი I

განათლების მუშაკების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა  და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების  დაჯილდოება

მუხლი 1 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის განათლების მუშაკებზე:

ა) საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო  მასწავლებლებზე;

ბ) საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ  მასწავლებლებზე;

გ) სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებზე;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის წლის საუკეთესო  მასწავლებლებზე;

ე) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგებზე;

ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგებზე.

მუხლი 2

1. საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო  და დამსახურებული  საჯარო ან კერძო სკოლის   მასწავლებელი გამოვლინდეს საჯარო/კერძო სკოლის დირექციის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ქალაქ ფოთის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარდგინებით.

2. საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებული  მასწავლებელი  გამოვლინდება,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მინიჭებული წოდების გათვალისწინებით.

3. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლების წარდგინება განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის  სამსახურის მიერ.

მუხლი 3

პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის წლის საუკეთესო  მასწავლებლები გამოვლინდეს პროფესიული კოლეჯის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარდგინების საფუძველზე.

მუხლი 4

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო და დამსახურებული აღმზრდელ პედაგოგები გამოვლინდეს ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარდგინებით.

მუხლი 5

განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ:

ა) საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო  მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;

ბ) საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ  მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;

გ)  სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის წლის საუკეთესო  მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;

ე) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;

ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დამსახურებული აღმზრდელ-პედაგოგებზე,  არაუმეტეს – 500 ლარისა.

მუხლი 6

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის წარჩინებულ მოსწავლეებზე, წელიწადში ერთხელ  არაუმეტეს – 300 ლარისა.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულ პირზე წელიწადში ერთხელ  არაუმეტეს – 300 ლარისა.

მუხლი 7

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის წარჩინებული  მოსწავლეები გამოვლინდეს საჯარო/კერძო სკოლის დირექციის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ წარჩინებული მოსწავლე უნდა იყოს ოქროს მედლის კანდიდატი.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულები გამოვლინდეს, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის წარჩინებული მოსწავლეების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულების წარდგინება განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ.

თავი II

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების დაჯილდოება

მუხლი 8

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა  და  ხელოვნების დამსახურებულ მუშაკებზე, რომელთაც აქვთ სხვადასხვა  მიღწევა კულტურისა და ხელოვნების სფეროში,კერძოდ:

ა) კულტურისა და ხელოვნების სფეროში საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული (გრან-პრი, პირველი, მეორე, მესამე ადგილი);

ბ) საქართველოს სახელმწიფო უწყებების,  მათ შორის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ან სამინისტროს დაფუძნებულ სახელოვნებო სსიპ-ების მიერ გამოცხადებულ ან მათ მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულ საყოველთაოდ აღიარებულ კულტურისა და ხელოვნების სფეროში  ჩატარებულ კონკურსებში, ფესტივალებში და სხვა ღონისძიებებში გამარჯვებული (გრან-პრი, საპრიზო პირველი, მეორე, მესამე ადგილი).

მუხლი 9

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა  და  ხელოვნების   მუშაკებზე, რომელთაც აქვთ  საიუბილეო თარიღი, კერძოდ:

ა) ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაბადებიდან 50 წლის შესრულების და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 ლარისა;

ბ) ღვაწლმოსილ მოღვაწეთა კულტურისა და ხელოვნების სფეროში საქმიანობიდან 30 წლის შესრულების და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 ლარისა.

 მუხლი 10

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებიც დაჯილდოვდნენ  საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ღვაწლის, ღირსების  ან დამსახურების წოდებით.

მუხლი 11

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეებზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს არაუმეტეს 500 ლარისა.  

მუხლი 12

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამსახურებული საზოგადო მოღვაწეები გამოვლინდეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარდგინებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს წოდების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მუხლი 13

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა  და  ხელოვნების დამსახურებული მუშაკები გამოვლინდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის დასაბუთებულ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს კულტურისა და ხელოვნების სფეროში სხვადასხვა მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა და  ხელოვნების მუშაკებზე, რომელთაც აქვთ  საიუბილეო თარიღი გამოვლინდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

მუხლი 14

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა  და  ხელოვნების დამსახურებულ მუშაკებზე  წელიდადში ერთხელ არაუმეტეს – 500 ლარისა.

 

თავი III

სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების დაჯილდოვება

მუხლი 15

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს სხვადასხვა ღონისძიებებში, კერძოდ: საერთაშორისო  და საქართველოს მასშტაბით,  საქართველოს სახელმწიფო უწყებების,  მათ მიერ დაფუძნებულ  სსიპ-ების მიერ გამოცხადებულ ან მათ მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულ საყოველთაოდ აღიარებულ და ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-30 წლამდე ახალგაზრდებზე.

მუხლი 16

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულ ახალგაზრდებზე არაუმეტეს 300 ლარისა.

თავი IV

გადაწყვეტილების მიღების წესი

მუხლი 17

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა  და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო)მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალურ წახალისებასთან დაკავშირებულ და აღნიშნული წესით დაურეგულირებელ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.