„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 08/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.017591
176
03/06/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
010240030.22.033.017591
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №176

2022 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო.“;

ბ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო.“.

2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. საფინანსო სამმართველო

საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტის შედგენა და საბიუჯეტო  დეპარტამენტში წარდგენა;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების სახაზინო სამსახურში წარდგენა რეგისტრაციისთვის;

თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;

ი) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;

კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ფინანსური ანგარიშის (ბალანსი) შედგენა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ლ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;

მ) ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით „ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტისთვის“ დადგენილი ფუნქციების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია და შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ო)  კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.“.

3. VI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

„მუხლი 201. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით სახაზინო ოპერაციების განხორციელების და თანმდევი ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა და წარმართვა;

გ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისზე (rs.ge) ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების სრულყოფილი აღრიცხვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დაცვით, გადახდების განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საფუძველზე ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში (eTreasury) ვალდებულებების დარეგისტრირება, ხელშეკრულებების  გადახდის გრაფიკების შედგენა  და შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის დარეგისტრირება;

ვ) სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის შესაბამისი ანაზღაურების, სამივლინებო (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ) თანხების აღრიცხვა და გაცემა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;

ზ) გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების (rs.ge) განაცემთა ინფორმაციის  წარდგენა, კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) ძირითადი აქტივების და მატერიალური მარაგების მოძრაობის (შემოსავალი/გასავალი) პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების  (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან შედარება) და სხვადასხვა მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა;

ი) საწყობში არსებული და, ასევე, ექსპლუატაციაში მყოფი არაფინანსური აქტივების (ინფორმაცია „FMG“ პროგრამიდან) ბუღალტრულ მონაცემებთან (ინფორმაცია „ORIS“ პროგრამიდან) შედარება; ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შედეგების ბუღალტრულად ასახვა;

კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა-გადმოცემის  პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების  (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან) მომზადება და მათ სააღრიცხვო და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება (აღნიშნული პროცესის სწორი ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული მონაცემების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარება);

ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების შედგენა და სახაზინო სამსახურში წარდგენა;

მ) სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებების ვადების ან სხვა დარღვევებისას (ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე) პირგასამტეხლოს დარიცხვა, შეტყობინების გაგზავნა;

ნ) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე (იჯარით გაცემული ფართები) დეპოზიტზე შემოსული თანხების ბიუჯეტში გადატანა;

ო) ყოველთვიური და წლიური ანგარიშგების მომზადება და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში წარდგენა;

პ) კვარტალური და წლიური  საჯარო ინფორმაციის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადება.“.

4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო

მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მომავალი წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების განსაზღვრა;

გ) ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი ფისკალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დაგეგმვა;

დ) ფისკალური ინიციატივების დეტალური ანალიზი;

ე) დაგეგმილი ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრების ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა;

ვ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ზ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი და განსახილველად მომზადება;

თ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ;

კ) რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;

ლ) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზი;

მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;

ნ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების კომპოზიციის განსაზღვრის კოორდინაცია როგორც მოკლე, ასევე საშუალოვადიანი პერიოდისათვის;

ო) ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის დამუშავების კოორდინაცია და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

პ) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების, ფინანსური ბაზრების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ჟ) ყოველთვიური ეკონომიკური ანალიტიკური პუბლიკაციის მომზადება და სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა.“.

5. X თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

„მუხლი 361. მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო

მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) არსებულ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მოდელებთან მუშაობა  და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალურ მოდელების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; 

გ) საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი მაკროეკონომიკური და ფისკალური მოდელების შემუშავებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 

დ) ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდებით სრულყოფის უზრუნველყოფა;

ე) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა  მაკროეკონომიკური პროგნოზებით;

ვ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადება;

ზ) სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგების შეფასება მაკროეკონომიკური სტრეს-ტესტების საშუალებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 8 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი