„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 მარტის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.018174
66/ნ
07/06/2022
ვებგვერდი, 08/06/2022
430070000.22.022.018174
„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 მარტის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №66/ნ

2022 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 მარტის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 მარტის №20/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 11/03/2016, 430070000.22.022.017093) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა

საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 და 131 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობით.";

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების წესი და ვადები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

ბ) იმ საჯარო სკოლის რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი