„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.023480
269
25/05/2022
ვებგვერდი, 27/05/2022
010110020.10.003.023480
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №269

2022 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. დაევალოს ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ – ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. ეთხოვოთ ამ დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების  რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამის ფარგლებში იჯარით გასაცემი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შერჩევაში დახმარება.“.

2. დადგენილებას მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. ეთხოვოთ ამ დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს − მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინონ პროგრამის ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან შეჯერებული ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში იჯარით  გადაცემული იმ სათიბ-საძოვრების შესახებ, რომელთა გამოყენებაც ვერ ხერხდება ობიექტურ გარემოებათა გამო, არსებული გარემოებების მითითებით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელების უწყებათაშორის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული − მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო), ხოლო უშუალო კოორდინაციას − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;

ბ) მე-7 მუხლის: 

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. პოტენციურ ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით  წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ან/და საძოვრის  მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამავე პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.“;

ბ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. თუ ბენეფიციარი ვერ მოახერხებს/ახერხებს იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული სათიბის ან/და საძოვრის გამოყენებას, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საბჭოსა და სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში,  ბენეფიციართან შეთანხმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ან/და საძოვრის ჩანაცვლების ან/და კორექტირების საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენას   პროგრამით განსაზღვრული ფართობების ფარგლებში. სათიბის ან/და საძოვრის ჩანაცვლების მიზნით ჩასანაცვლებელი ნაკვეთების საბჭოში წარდგენის ვადად ბენეფიციარს განესაზღვროს სათიბ-საძოვრების იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვე.“;  

ბ.გ) მე-10-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას ან/და საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტყეს, მათი ტყითსარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება ამ პროგრამით, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებითა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.  

11. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ან/და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომელიც საკითხის ინიციირებას ახდენს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინაშე. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარსა/ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი მიმართავს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.“;

ბ.დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას საპრივატიზებო თანხა შეადგენს რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების 25%-ს, რომლის გადახდა ხდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით: პირველ წელს – 0,5%, მე-2 წელს – 1.5%, მე-3 წელს – 4%, მე-4 წელს – 7%, მე-5 წელს – 12%, მე-6 წელს – 18%, მე-7 წელს – 25% და მე-8 წელს – 32%.“;

გ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირობების დასადასტურებლად პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენის ფორმასა და ვადას განსაზღვრავს სააგენტო. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქონებ(ებ)ის გადაცემისთვის სააგენტოში წარდგენილი იქნება ერთზე მეტი განაცხადი, პოტენციური ბენეფიციარისთვის პრიორიტეტის მინიჭების წესსა და პირობებს განსაზღვრავს და შეიმუშავებს სააგენტო.“;

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები

1. ამ პროგრამის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში:

ა.ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;

ა.ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

ა.გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ბ) კოოპერატივმა, რომელთანაც 2020 წლის პირველი იანვრის შემდგომ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმდა/გაფორმდება ხელშეკრულება სათიბ-საძოვრების იჯარით გადაცემაზე, უზრუნველყოს ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაორმაგება  ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან 7 წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს როგორც ხელშეკრულების, ისე სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის სარგებლობის პირობებს.

3. რძის გადამამუშავებელი საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობებს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.“.

მუხლი 2
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში აშენებული/ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოები გადაეცემათ ისეთ პოტენციურ ბენეფიციარებს, რომლებსაც პროგრამით არ გადასცემიათ სათიბ-საძოვრები, უფლება აქვთ, მოითხოვონ სათიბ-საძოვრების გადაცემა პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მუხლი 3
იმ ბენეფიციარებს, რომელთაც პროგრამის ფარგლებში უკვე გადაცემული აქვთ პროგრამის დანართ №3-ით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მაგრამ არ განხორციელებულა/განხორციელდება მათთვის სათიბ-საძოვრების გადაცემა და შეუწყდებათ ხელშეკრულება, უკვე გადაცემული აღჭურვილობები დარჩეთ საკუთრებაში.
მუხლი 4
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი, რომელთანაც გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვერ მოახერხებს/ახერხებს იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული სათიბის ან/და საძოვრის გამოყენებას, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის − მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოსა და ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, ბენეფიციართან შეთანხმებით, უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ან/და საძოვრის ჩანაცვლების ან/და კორექტირების შესაძლებლობის დადგენას   პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში. სათიბის ან/და საძოვრის ჩანაცვლების მიზნით, პროგრამის ბენეფიციარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულში − მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოში ჩასანაცვლებელი ნაკვეთების წარდგენის ვადად განესაზღვროს ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 12 თვე.
მუხლი 5
იმ კოოპერატივებმა, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე და რომლებიც სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართავენ შესაბამისი თხოვნით, უზრუნველყონ ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაორმაგება არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა და გათავისუფლდნენ,  პროგრამის ფარგლებში, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით კოოპერატივების მიერ ნაკისრი, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნტებით (ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული, ყოველწლიურად ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის  არანაკლებ 10%-ით  გაზრდის ვალდებულებისაგან, ასევე ამ ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.
მუხლი 6
დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოზე.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი