დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1576-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.020569 |
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძებნაში პირთა დახმარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“. 2. მე-17 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მესაკუთრის (თუ დასტურდება ამ მობილურ საკომუნიკაციო აღჭურვილობაზე მისი საკუთრების უფლება) განცხადების საფუძველზე აღნიშნული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით მისი ძებნისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ინიციირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით პოლიცია უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირებისა და მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. იმავე მიზნით პოლიცია უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) და მისი შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. პოლიციის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 8. მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების, სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიღების შემდეგ პოლიცია უზრუნველყოფს სატელეფონო ნომრის მფლობელის დადგენას, ამ კანონით დადგენილი წესით მის პოლიციაში მოწვევასა და გამოკითხვას, აგრეთვე სათანადო საფუძვლების არსებობისას მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის განმცხადებლისთვის გადაცემას. მოცემულ შემთხვევაში სატელეფონო ნომრის მფლობელის პოლიციაში გამოცხადება სავალდებულოა.“. 3. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით. 3. პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 4. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ პოლიციაში გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი: „მუხლი 391. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციელის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა 1. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და პოლიციელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება პოლიციელის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით პოლიციელის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. პოლიციელის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1-წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პოლიციელის გადაყვანა დასაშვებია, თუ პოლიციელს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემდეგ პოლიციელი ბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი ინიშნება მის შესაბამის, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე. თუ აღნიშნული პოლიციელი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციელის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გადაყვანის გარდა, პოლიციელის სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 24 მაისი 2022 წ. N1576-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები