დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1578-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 130000000.05.001.020570 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა 1. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით მოსამსახურის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. მოსამსახურის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1-წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მოსამსახურის გადაყვანა დასაშვებია, თუ მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემდეგ მოსამსახურე ბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი ინიშნება მის შესაბამის, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე. თუ აღნიშნული მოსამსახურე უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გადაყვანის გარდა, მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 24 მაისი 2022 წ. N1578-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები