„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1571-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 080240000.05.001.020571
1571-VIIIმს-Xმპ
24/05/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
080240000.05.001.020571
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებული პირი, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონის 62 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომ − სპეციალური წოდება) მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“−„ვ6“ ქვეპუნქტები:

„ვ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს და იყენებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღს;

2) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს. ეს წესი დგინდება აგრეთვე სხვა, შესაბამისი ნორმატიული აქტებით;

3) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას;

4) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ავტომანქანით, საწვავითა და სხვა შეღავათით უზრუნველყოფის წესს;

5) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობით სარგებლობისთვის ხარჯების ანაზღაურების წესს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში ასრულებს;     

6) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობისთვის ქმნის სათათბირო ორგანოებს და ადგენს მათი საქმიანობის წესს;“.

3. 62 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს შორის უფლებამოსილებების განაწილებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის წესები დგინდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს.“;

ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ.“.

6. მე-20 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე;“. 

7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა), 35-ე მუხლითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.“.

8. 23-ე და 24-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სტატუსი, თანამდებობაზე დანიშვნა და მოვალეობები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები არ უნდა იყოს, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იქნენ სისხლის სამართლის სფეროსა და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პირის სტაჟიორ-გამომძიებლად დანიშვნის შემთხვევაზე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პირი სტაჟიორ-გამომძიებლად ინიშნება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.

6. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკონკურსოდ გადაყვანა, რაც გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა უფლებამოსილებების ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას (ჰორიზონტალური გადაყვანა).

7. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ჰორიზონტალური გადაყვანა.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანის გარდა, სამსახურებრივი გადაყვანის სხვა შემთხვევები განისაზღვრება ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით. იმავე ნორმატიული აქტით განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) სამსახურებრივი გადაყვანის შემთხვევები.  

9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.

10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.

11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.

12. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესს ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

13. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მუხლი 24. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.

2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მისი/მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241−243 მუხლები:

„მუხლი 241. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.

2. დისციპლინური გადაცდომის კატეგორიებია:

ა) მსუბუქი გადაცდომა;

ბ) საშუალო გადაცდომა;

გ) მძიმე გადაცდომა.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ:

ა) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად ან საშუალო გადაცდომად;

გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დარღვევა ფასდება მძიმე გადაცდომად;

დ) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე გადაცდომად;

ე) დანაშაულის ჩადენა, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ფასდება მძიმე გადაცდომად.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლებში დასაკისრებელი დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;

დ) თანამდებობრივი დაქვეითება;

ე) სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;

ვ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ:

ა) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ფასდება მსუბუქ გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა ფასდება მსუბუქ გადაცდომად ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება შენიშვნა, საყვედური ან თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;

გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დარღვევა ფასდება მძიმე გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება საყვედური, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით, თანამდებობრივი დაქვეითება, სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება საყვედური, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით, თანამდებობრივი დაქვეითება, სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) დანაშაულის ჩადენა, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ფასდება მძიმე გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. 

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ მისთვის დისციპლინური სახდელის დადებიდან 1 წელი გავიდა და მას ახალი დისციპლინური სახდელი არ შეეფარდა.

7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 წელი გავიდა.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი უნდა დაეკისროს.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას შესაძლებელია დაეკისროს ბოლოს შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი.

10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ ერთი ან ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური სახდელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააუქმოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

12. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ თანამდებობრივი დაქვეითების ან სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების გამოყენების შემთხვევაში სახდელის მოხდის ვადის გასვლა არ იწვევს სახდელის დაკისრებამდე არსებული თანამდებობრივი მდგომარეობის ან სპეციალური წოდების აღდგენას.

13. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლის მიმართ, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი, არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 243 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებისა.  

14. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი:

ა) მას არ ენიჭება მორიგი სპეციალური წოდება;

ბ) მას არ ეძლევა სახელფასო დანამატი;

გ) იგი არ წინაურდება.

15. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულების შეჩერებას.

16. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.   

მუხლი 242. დისციპლინური წარმოება

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს.

2. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ.

3. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია:

ა) შესამოწმებელი ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, აგრეთვე ამავე მიზნით მოიწვიოს ნებისმიერი სხვა პირი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომელს/პირს განუმარტოს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;

გ) გამოითხოვოს საკითხის შესასწავლად საჭირო ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია;

დ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი და მისგან კონსულტაცია მიიღოს;

ე) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შესახებ;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

4. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარედგინება.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური წარმოების წესი დგინდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.  

მუხლი 243. წახალისების ღონისძიებები

  სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი წახალისების ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა;

ზ) უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე წარდგენა;

თ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.“.

10. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იღებს:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს;

გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს, თუ მას სპეციალური წოდება აქვს;

დ) წელთა ნამსახურობის დანამატს, თუ მას სპეციალური წოდება აქვს;

ე) საკლასო დანამატს, თუ მას სპეციალური წოდება არ აქვს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საკლასო დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

მუხლი 26. სპეციალური წოდებები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„მუხლი 261. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ კორესპონდენციის განხილვისა და მოქალაქეთა მიღების პროცედურები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.

2. დანაშაულის შესახებ განცხადება და საჩივარი დაუყოვნებლივ განიხილება.“.

12. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლები

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ 2022 წლის 1 მარტიდან განისაზღვროს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის გამო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 მაისი 2022 წ.

N1571-VIIIმს-Xმპ