საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 13/11/2002
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.559
  • Word
287
06/11/2002
სსმ, 111, 13/11/2002
220.090.000.10.008.005.559
საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.559

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 287

2002 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლისა და ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების � საკრედიტო კავშირების შესახებ� საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობა განისაზღვროს:

ა) საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის სოფელში ჩამოყალიბებული კავშირისათვის არანაკლებ 10 კაცის ოდენობით;

ბ) მაღალმთიანი რეგიონის გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიაზე განაშენიანებულ სოფელში, ასევე საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ჩამოყალიბებული კავშირისათვის არანაკლებ 50 კაცის ოდენობით.

2. ამ ბრძანების მოთხოვნები ვრცელდება როგორც მოქმედ, ისე 2002 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შექმნილ საკრედიტო კავშირებზე. ამასთან, მოქმედ საკრედიტო კავშირს, რომლის წევრთა რაოდენობაც ნაკლებია ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტით განსაზღვრულ წევრთა მინიმალურ ოდენობაზე, უფლება აქვს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი წლის განმავლობაში თავის წევრთა რაოდენობა შეუსაბამოს განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას.

3. საკრედიტო კავშირების მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს (მ. ტეფნაძე).

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე