საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 18/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016089
017
18/05/2022
ვებგვერდი, 19/05/2022
110060080.70.082.016089
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №017

2022 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და მე-60  მუხლების შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს თანდართული დებულება.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო  საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო – საპრეტენზიო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი დროებითი სათათბირო ორგანო.

2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

3. საბჭოს საქმიანობა წარიმართება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით.

4. საბჭო ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე.

მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილებები

საბჭო განიხილავს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის საფუძველზე მიღებული შეფასების შედეგების თაობაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა საჩივრებს. 

მუხლი 3. საბჭოს შექმნის წესი და შემადგენლობა

1. საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და  საბჭოს მდივარი.

2. საბჭოს შემადგენლობა   განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.

მუხლი 4. საჩივრის წარდგენა

1. პროკურორი ან/და პროკურატურის გამომძიებელი შეფასების შედეგების გაცნობიდან 10 დღის ვადაში   უფლებამოსილია  საჩივრით მიმართოს საბჭოს.

2. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია საბჭოს ელექტრონული ფოსტის rate@pog.gov.ge მეშვეობით.

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ.

2. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს  საჩივრები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება  საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საბჭო უფლებამოსილია, გამოითხოვოს და შეისწავლოს ის მასალები, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა საჩივრის ავტორის კომპეტენციის ზღვარი.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან.

5. საბჭო საჩივარს განიხილავს და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს; ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს.

6. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილნი არიან ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწრონ საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის სხდომებს.

7. საბჭოს გადაწყვეტილება, ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს მდივანი და   ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე  საბჭოს წევრები.

8. საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს –კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში.


საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე