დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-1 |
დოკუმენტის მიმღები | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი |
მიღების თარიღი | 18/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.44.064.016016 |
|
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.44.064.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) აკრედიტაციის შენარჩუნება – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, აკრედიტირებული შშო-ს ყოველწლიური შეფასება, არაგეგმური შეფასება, იმის დასადგენად, განაგრძობს თუ არა ის აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებას, გარდა პირველადი და განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევისა.“; ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) აკრედიტაციის შეჩერება – აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის სფეროს დროებით, სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება, რა დროსაც შშო-ს უფლება არ აქვს თავის საქმიანობისას გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო შეჩერებულ აკრედიტაციის სფეროში.“; გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) დაინტერესებული მხარე – ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომლებსაც გააჩნიათ პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი აკრედიტაციასთან ან შშო-სთან.“; დ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) მიუკერძოებლობა – აკრედიტაციის ცენტრის ან შშო-ს მიერ საქმიანობის ობიექტურად წარმართვა, მათ შორის, ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა ან/და შესაძლო რისკების იმ დონემდე შემცირება, რომ გავლენა ვერ მოახდინოს აკრედიტაციის ცენტრის ან შშო-ს საქმიანობაზე.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეფასება აკრედიტაციისათვის (მათ შორის, შშო-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება ან/და დისტანციური შეფასება);“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა თანდართული დოკუმენტი წარმოდგენილია სრულად, მათ შორის, განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი შშო-ს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ და წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულება, რომ შშო არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განმცხადებლის მხრიდან განაცხადის შეფასების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე არასწორი ან/და ყალბი ინფორმაციის წარდგენის ან მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულების აღმოჩენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი შეწყვეტს დაწყებულ შეფასების პროცესს, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში შშო-ს არ უბრუნდება გადახდილი საფასური.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-5 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განმცხადებელს შეუძლია ცალ-ცალკე გადაიხადოს აკრედიტაციის სამუშაოების პირველი და მე-2 ეტაპის საფასური (განაცხადის განხილვა და ადგილზე შეფასება/დისტანციური შეფასება).“; ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. თუ აკრედიტაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, შშო-ს მხრიდან გამოვლინდა შესაძლო თაღლითობის ფაქტი, ან შშო-ს წარმოდგენილი აქვს ყალბი ინფორმაცია ან მალავს ინფორმაციას, აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, აკრედიტაციაზე განაცხადის განხილვა და აკრედიტაციის პროცესი წყდება დაუყოვნებლივ და შშო-ს არ უბრუნდება გადახდილი საფასური. ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრში განაცხადის ხელახალი შეტანა ხდება განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ და ეს განაცხადი განიხილება, როგორც პირველადი აკრედიტაციის განაცხადი და მისი განხილვის პროცესში ასევე მხედველობაში მიიღება წინა განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის შესაბამისი საფუძვლები.“; გ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „141. განმცხადებელი უფლებამოსილია აკრედიტაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვაზე. ამ შემთხვევაში, შშო-ს არ უბრუნდება ხელშეკრულების საფუძველზე აკრედიტაციის ცენტრის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის გადახდილი საფასური.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-7 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრედიტაციის ციკლის პროგრამა უნდა მომზადდეს იმგვარად, რომ აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს შშო-ს საქმიანობის და მასში ჩართული მთელი პერსონალის შეფასება.“; ბ) მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის დადასტურება განხორციელებული საქმიანობის შეფასების გზით (ვერტიკალური აუდიტი);“; გ) მე-13 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ვალიდაციის აუდიტი – შშო-ს მიერ შემუშავებული და დანერგილი დოკუმენტების ვალიდურობის შეფასება;“. 6. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მნიშვნელოვანი შეუსაბამობის ფარგლებში შშო-ს საქმიანობის შეჩერებასთნ დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს აკრედიტაციის კომიტეტს, თუ არსებობს რისკი, რომ გამოვლენილი შეუსაბამობის მაკორექტირებელი ღონისძიების თაობაზე ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულების აკრედიტაციის ცენტრში წარმოდგენამდე შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს შშო-ს მომხამერებელს ან/და აკრედიტაციისადმი ნდობას. ამასთან, ამ პუნქტში მოცემული გარემოების არსებობის შემთხვევაში, შშო უფლებამოსილია თავად მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს მნიშვნელოვანი შეუსაბამოსი ფარგლებში საქმიანობის შეჩერების თაობაზე. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აკრედიტაციის კომიტეტის მიერ შშო-ს საქმიანობის შეჩერება შესაძლებელია არაუმეტეს 1 თვის ვადით, კერძოდ, აკრედიტაციის ცენტრისთვის მისაღები მაკორექტირებელი ღონისძიების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების აკრედიტაციის ცენტრისთვის წარდგენამდე. ამ პერიოდის განმავლობაში შშო-მ უნდა დაასრულოს აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება ამ პუნქტით დადგენილ შესაბამის ვადაში და აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასება, მათ შორის, დამატებითი ვიზიტის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ შშო არ განახორციელებს დადგენილ ვადაში მაკორექტირებელ ღონისძიებებს ან მისი მიზეზით ვერ განხორციელდება შეფასება დამატებითი ვიზიტის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, მაშინ შშო-ს შეუჩერდება/ გაუუქმდება აკრედიტაცია ან შეუმცირდება აკრედიტაცია.“. 7. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. როგორც პირველადი/განმეორებითი შეფასების დროს, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების პერიოდში აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან განხორციელებული შეფასება მოიცავს დოკუმენტების გადახედვას, ადგილზე შეფასებას ან შესაბამის შემთხვევაში – დისტანციურ შეფასებას, განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების გადამოწმებას და ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების გადახედვას. აკრედიტაციის შენარჩუნება იგეგმება, ხორციელდება და ანგარიშის მომზადება ხდება ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც აკრედიტაციის მინიჭებისათვის პირველადი შეფასების დროს. პირველადი აკრედიტაციის მინიჭებისაგან განსხვავებით არ ხორციელდება წინასწარი შეფასების შეთავაზება.“. 8. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-13 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზნით, ადგილზე შეფასების განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება აკრედიტებულ შშო-ს. ამასთან, შშო-ს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზნით, ადგილზე შეფასება შესაძლოა განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. არაგეგმური შეფასების ანგარიში განსახილველად გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის, აკრედიტაციის აღდგენის, შეჩერების, გაუქმების ან აკრედიტაციის შემცირების თაობაზე.“. 9. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თუ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც უნდა გატარებულიყო აკრედიტაციის შენარჩუნების დროს გამოვლენილ შეუსაბამობებზე, არ იქნა წარმოდგენილი აკრედიტაციის ცენტრში წინამდებარე საკ 1.1:2020-ით დადგენილ ვადაში ან თუ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები ჩაითვალა არასაკმარისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განხორციელებული/განსახორციელებელი მაკორექტირებელი ღონისძიება ეხება შშო-ს საქმიანობას არააკრედიტებულ სფეროში აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების გზით. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;“; ბ) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) თუ აკრედიტაციის ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ შშო-მ თანამშრომლად მიიღო პირი, რომლის მიმართ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული პირი ჩართული იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში, მათ შორის, ყალბი ინსპექტირების, აუდიტის, გამოცდის, კალიბრაციის ანგარიშების მომზადებაში ან მათ შეცვლაში, გაზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში, რეალური ჩანაწერების გარეშე დოკუმენტების მომზადებაში, როგორც მენეჯერი, გადაწყვეტილების მიმღები, შემფასებელი, გამომცდელი, დოკუმენტის შემდგენი ან დოკუმენტის მიმღები/დამამოწმებელი შშო-ს შესაბამისობის შეფასების ქმედებებთან დაკავშირებით;“; გ) მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ შშო-ს საქმიანობისას გამოვლინდა შესაძლო თაღლითური ქმედება ან/და დადგინდება, რომ შშო განზრახ ამზადებს ცრუ ჩანაწერს/ანგარიშებს/ოქმებს/სერტიფიკატს ან/და განხორციელებული აქვს ისეთი გაუფრთხილებელი ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი; გ) თუ შშო მიზანმიმართულად არ აწვდის ინფორმაციას აკრედიტაციის ცენტრს ან მალავს შესაბამის ინფორმაციას ან აწვდის ყალბ ინფორმაციას; დ) თუ დადგინდება, რომ შშო განზრახ არღვევს აკრედიტაციის წესებს ან/და აკრედიტაციის ცენტრთან დადებულ „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ მოთხოვნებს;“; დ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თუ დადგინდა, რომ შშო საქმიანობისას იყენებს/გამოიყენა აკრედიტაციის სიმბოლო არააკრედიტებულ სფეროში;“. 10. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შშო, რომლის აკრედიტაცია არის შეჩერებული, უფლებამოსილია აკრედიტაციის ცენტრს მიმართოს შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენის მიზნით წინამდებარე საკ 1.1:2020-ში დადგენილ შესაბამის ვადაში და შესაბამისი პირობების დაცვით, ხოლო, თუ ასეთი ვადა არ არის მითითებული წინამდებარე საკ 1.1:2020-ის შესაბამის მუხლში, ამ შემთხვევაში, შშო-მ აკრედიტაციის ცენტრს უნდა მიმართოს შეჩერებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება/დასაბუთება, რომ აღარ არსებობს აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი. შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენა ხორციელდება წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-13 მუხლის შესაბამისად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შშო-ს აკრედიტაციის განაცხადთან მიმართებაში, რომლის აკრედიტაცია არ გაუქმებულა ან არ შემცირებულა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული 6-თვიანი ლოდინის პერიოდი.“. 11. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-18 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომიტეტის სხდომა იმართება კომიტეტის სხდომის მოწვევის გზით. აქვე, თუ საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი საკითხის მოწვეულ სხდომაზე განხილვა, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია კომიტეტის წევრთა გამოკითხვის გზითაც, რა დროსაც საკითხი, შესაბამისი პოზიციის დასაფიქსირებლად ეგზავნება კომიტეტის ყველა მუდმივ წევრს ელ-ფოსტაზე.“; ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიიღოს გადაწყვეტილებები შეფასების (მათ შორის, არაგეგმური) ანგარიშების განხილვის საფუძველზე, მათ შორის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების ან აკრედიტაციის შემცირების, აკრედიტაციის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენისა და შშო-ს საქმიანობის დროებით შეჩერების თაობაზე;“; გ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) გენერალური დირექტორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე უფლებამოსილია საქმეში აღმოჩენილი უზუსტობის ან/და შეუსაბამობის ან/და საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საკითხი უკან დაუბრუნოს აკრედიტაციის კომიტეტს და ჯგუფის ხელმძღვანელს ან/და არსებული წესის შესაბამისად, დასვას საკითხი ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის მოწვევის თაობაზე;“. 12. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) აკრედიტებული შშო-ს მიერ, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. მათ შორის: ვ.ა) ცვლილებები, რომელიც უკავშირდება შშო-ს იურიდიულ, კომერციულ, ორგანიზაციულ ან საკუთრების საკითხებს; ვ.ბ) ცვლილებები დაკავშირებული შშო-ს ხელმძღვანელობასან ან/და ძირითად პერსონალთან თაობაზე; ვ.გ) ცვლილებები შშო-ს ძირითად პოლიტიკაში და პროცედურებში; ვ.დ) ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია შშო-ს ფაქტობრივი მისამართის, მისი სტატუსის და რესურსების (პერსონალი, მოწყობილობა და ა.შ) საკითხებთან; ვ.ე) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკავშირდება შშო-ს აკრედიტაციის სფეროს; ვ.ვ) ცვლილებები დაკავშირებული შშო-ს წარმომადგენლობასთან და შშო-ს ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ საქმიანობასთან; ვ.ზ) შშო-ს ლოკაციასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის შეფასებით, შშო-ს საქმიანობის რისკიდან გამომდინარე, შესაძლებელია გახდეს არაგემიური შეფასების საგანი; ვ.თ) სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აკრედიტებული შშო-ს მიერ აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებაზე.“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) შშო-მ, აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს მას შესაბამისი საქმიანობის ჩანაწერები, მათ შორის, ვიდეო, მატერიალური ან/და სხვა სახის ჩანაწერები;“. 13. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:
14. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.2:2020 – „წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. საგამოცდო ლაბორატორია, რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია მოქნილ სფეროში, ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა მინიჭებული აკრედიტაციისა და მოქნილი აკრედიტაციის სფეროს შესახებ, მათ შორის, საგამოცდო ლაბორატორიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებით ან სხვა შესაბამისი ფორმით.“. 15. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.3:2020 – „წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. სამედიცინო ლაბორატორია, რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია მოქნილ სფეროში, ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა მინიჭებული აკრედიტაციისა და მოქნილი აკრედიტაციის სფეროს შესახებ, მათ შორის, სამედიცინო ლაბორატორიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებით ან სხვა შესაბამისი ფორმით.“. 16. საკ 1.6:2020 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“: ა) სათაური ჩამოყალიბდეს და ასევე, აისახოს ბრძანების დასაწყისში ჩამოთვლილ „საკ 1.6:2020“-ს სრულ სახელწოდებაში შემდეგი რედაქციით: „საკ 1.6:2020 – წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2019-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“; ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წინამდებარე წესები და პროცედურები ადგენს აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნებს მენეჯმენტის სისტემის აუდიტისა და სერტიფიკაციის ორგანოების – სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2019 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და სერტიფიკაციას“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად.“; გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებულმა შშო-მ საქმიანობა უნდა წარმართოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2019 მოთხოვნების შესაბამისად.“; დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და შშო-სთან შეთანხმებული შემფასებელთა ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით, ახორციელებს შშო-ს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტების ანალიზს, მათ შორის, წარმოდგენილი მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტაციის შეფასება ხორციელდება სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2019 სტანდარტთან შესაბამისობაზე.“. 17. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.9:2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესის მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრედიტებულმა შშო-მ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო იმ დოკუმენტებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია აკრედიტებულ მომსახურებასთან, როგორიცაა დაკალიბრების სერტიფიკატები, გამოცდის ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ინსპექტირების ოქმები/სერტიფიკატები/ანგარიშები.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აკრედიტებული შშო-ს მიერ გაცემულ სერტიფიკატებზე, ანგარიშებსა და გამოცდის ოქმებზე, ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებზე, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ აკრედიტებულ შედეგებთან ერთად ასახავენ არააკრედიტებულ შედეგებს, ასეთი შედეგების გასწვრივ უნდა იყოს გაკეთებული მითითება/შენიშვნა/ „ამ შედეგებზე არ ვრცელდება აკრედიტაცია“.“.
|
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები