„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023457
246
16/05/2022
ვებგვერდი, 17/05/2022
300160070.10.003.023457
„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2018, 300160070.10.003.020640) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სააგენტო − სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსინერაციის საწარმო უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს და იმართოს ისე, რომ ინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი აირების ტემპერატურა წვის ღუმელის შიდა კედელთან ან წვის კამერის სხვა, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ წერტილში წვის ღუმელში ჰაერის ბოლო მიწოდების შემდეგ, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში კონტროლირებად, ერთგვაროვან და ყველაზე არასასურველ პირობებშიც კი მინიმუმ 850°C-ს აღწევდეს. ისეთი სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის შემთხვევაში, რომლებშიც ჰალოგენირებული ორგანული ნივთიერებების (ქლორზე გადაანგარიშებით) შემცველობა 1%-ს აღემატება, ტემპერატურამ, სულ მცირე,  ორი წამის განმავლობაში 1 100°C-ს უნდა მიაღწიოს დიოქსინებისა და ფურანების წარმოქმნის მინიმუმამდე დასაყვანად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თანაინსინერაციის საწარმოები უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს, აშენდეს და იმართოს ისეთნაირად, რომ თანაინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი აირების ტემპერატურა წვის ღუმელის შიდა კედელთან ან წვის კამერის სხვა, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ წერტილში წვის ღუმელში ჰაერის ბოლო მიწოდების შემდეგ, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში კონტროლირებად, ერთგვაროვან და ყველაზე არასასურველ პირობებშიც კი  მინიმუმ 850°C-ს აღწევდეს. ისეთი სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის შემთხვევაში, რომლებშიც ჰალოგენირებული ორგანული ნივთიერებების (ქლორზე გადაანგარიშებით) შემცველობა 1%-ს აღემატება, ტემპერატურამ, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში 1,100°C-ს უნდა მიაღწიოს დიოქსინებისა და ფურანების წარმოქმნის მინიმუმამდე დასაყვანად.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სტატისტიკური მიზნებისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე სამინისტროს ან სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ანგარიშების წარდგენა.“.

4. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ემისიის უწყვეტი მონიტორინგისთვის ნიმუშების აღების ან გაზომვების ადგილები განისაზღვრება  სააგენტოს მიერ.“.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დიოქსინებისა და ფურანების გაზომვა, სულ მცირე, ექვს თვეში ერთხელ. ამასთან, ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველი 12 თვის მანძილზე გაზომვები უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ.  სააგენტო ადგენს პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების ან სხვა დამაბინძურებლების გაზომვის პერიოდებს მათი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შემდგომ.“.

6. 22- მუხლისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუცილებელია გაზომვების შედეგების დაფიქსირება, დამუშავება და  სააგენტოში იმ სახით წარდგენა, რომელიც სააგენტოს მისცემს შესაძლებლობას, დაადგინოს საწარმოს ექსპლუატაციის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

გ) იმ შემთხვევაში, თუ გაზომვების შედეგად გამოვლინდება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს  სააგენტოს.“.

7. II დანართის („ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ზღვრული მნიშვნელობები“) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნახშირბადის მონოქსიდი − გაფრქვევებში (გარდა საწარმოს ამუშავებისა და დახურვის ეტაპებზე) ნახშირბადის მონოქსიდის (CO) კონცენტრაციები არ უნდა აღემატებოდეს ემისიის შემდეგ ზღვრულ მნიშვნელობებს:

ა) 50 მგ 1 მ3 გაფრქვევაში − საშუალო დღიური სიდიდე;

ბ) 100 მგ 1 მ3 გაფრქვევაში − საშუალო 30 წთ-იანი სიდიდე;

გ) 150 მგ 1 მ3 გაფრქვევაში − საშუალო ათწუთიანი სიდიდე.

ინსინერაციის ისეთი საწარმოებისათვის, რომლებიც ფსევდოგათხევადებული შრის ტექნოლოგიას იყენებენ, სააგენტო უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი იმ შემთხვევაში, თუ ნახშირბადის მონოქსიდის ემისიის ზღვრული სიდიდე 100 მგ/მ3 საშუალო ერთსაათიან სიდიდეს არ აღემატება.“.

8. V დანართის („ემისიის მონიტორინგი“) მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საექსპლუატაციო პარამეტრების უწყვეტი გაზომვა: ტემპერატურა წვის ღუმელის შიდა კედელთან ან წვის ღუმელის სხვა, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა წერტილში, ჟანგბადის კონცენტრაცია, წნევა, ტემპერატურა და წყლის ორთქლის შემცველობა გაფრქვევებში;“;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სააგენტო უფლებამოსილია:

ე.ა) ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოებს არ მოსთხოვოს HCl-ის, HF-ისა და SO2-ის კონცენტრაციების უწყვეტი გაზომვების ჩატარება და დაავალდებულოს პერიოდული გაზომვების განხორციელება ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე.ბ) უწყვეტი გაზომვების ნაცვლად, NOx-ის ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პერიოდული გაზომვების განხორციელების უფლება მისცეს ინსინერაციის ან თანაინსინერაციის ისეთ არსებულ საწარმოს, რომლის ნომინალური სიმძლავრე საათში 6 ტონაზე ნაკლებია, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ოპერატორი დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების ხარისხის, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და ემისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაამტკიცებს, რომ NOx-ის ემისია არანაირ პირობებში არ გადააჭარბებს ემისიის დადგენილ ზღვრულ სიდიდეებს;

ვ) სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს 2 წელიწადში ერთხელ მძიმე ლითონებისა და წელიწადში ერთხელ დიოქსინებისა და ფურანების გაზომვა, შემდეგ შემთხვევებში:

ვ.ა) თუ ნებისმიერ პირობებში ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის შედეგად წარმოქმნილი ემისია ემისიის ზღვრული მნიშვნელობების 50%-ზე ნაკლებია;

ვ.ბ) თუ ინსინერაციას ან თანაინსინერაციას დაქვემდებარებული ნარჩენები შედგება მხოლოდ არასახიფათო ნარჩენების განსაზღვრული დახარისხებული წვადი ფრაქციებისგან, რომლებიც არ არის რეციკლირებადი, გააჩნია განსაზღვრული თვისებები და აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ვ.გ) თუ დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების ხარისხისა და ემისიის მონიტორინგის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატორს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნებისმიერ პირობებში მძიმე ლითონების, ფურანებისა და დიოქსინების ემისია შესაბამისი ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებზე მნიშვნელოვნად დაბალია;“;

გ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ბ) როდესაც ნარჩენების ინსინერაცია ან თანაინსინერაცია ხდება ჟანგბადით გამდიდრებულ გარემოში, შედეგების სტანდარტიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს  სააგენტოს მიერ ცალკეული შემთხვევებისა და პირობების გათვალისწინებით განსაზღვრული ჟანგბადის შემცველობაზე;“.

9. VII დანართის („ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შეფასება“) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ბ) ნებისმიერ 24-საათიან პერიოდში დაფიქსირებული საშუალო  10-წუთიანი მაჩვენებლების, სულ მცირე, 95% ან იმავე პერიოდში დაფიქსირებული ყველა საშუალო 30 წთ-იანი მაჩვენებლები არ აღემატება დანართ II-ით განსაზღვრულ ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს; ნარჩენების ინსინერაციის ისეთი საწარმოების შემთხვევაში, სადაც ინსინერაციის შედეგად მიღებული აირების ტემპერატურა, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში 1100°C-ს აღწევს, სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს საშუალო 10-წუთიანი სიდიდეების შეფასების 7-დღიანი პერიოდი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი