დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.023452 |
|
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 38-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისას, თუ მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება სახელმწიფო, მშენებლობის ნებართვის მფლობელ/მაძიებელ სამინისტროს ან/და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას არ აქვს ვალდებულება, სააგენტოში წარადგინოს მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 2. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისას, თუ მიწის ნაკვეთი/ნაკვეთები საჯარო რეესტრის ამონაწერში არ არის სახელმწიფო სახელზე დარეგისტრირებული და სანებართვო პირობებში განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა, მშენებლობის ნებართვის მფლობელ სამინისტროს ან/და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც სააგენტოში წარადგენს მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების მესაკუთრეებთან გაფორმებულ შეთანხმებას მიწის ნაკვეთზე/ნაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების განხორცილებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები