დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №41 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016495 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №41 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2021, №190020020.35.159.016481) და
|
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში“
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 46330,7ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7844,4 ათასი ლარის ოდენობით. თანხა ათას ლარებში“
|
5.
მე-7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 28275,1ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-8. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 26784,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 27347,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 568,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
|
9.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცხრილი და „ა“, „ა.ბ“, „ბ“ „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება“
„ა.ბ.) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია“
ბ) წყლის სისტემების განვითარება
ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია
ბ.დ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია
|
10.
მე-13 მუხლის მეოთხე პუნქტის ცხრილი და „ბ“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) კულტურის სფეროს განვითარება
ბ.ა) კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
ბ.გ) რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (050204)
|
11.
მე-13 მუხლის მეხუთე პუნქტის ცხრილი და „ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სოციალური დაცვა
ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
|
12.
მე-13 მუხლის მეექვსე პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (კოდი 0100)“
|
13.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
|
|
დოკუმენტის კომენტარები