„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016623
57/04
10/05/2022
ვებგვერდი, 11/05/2022
220020000.18.011.016623
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №57/04

2022 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დამატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) ფულადი გასაცემელი – კანონმდებლობით განსაზღვრული უვადო ფულადი გასაცემელი, მათ შორის, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებისმიერი სხვა გასაცემელი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. ფულად გასაცემელში არ შედის ფულადი სახის სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობა.“.

2. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. საცალო რისკის პოზიციები

1. რისკის პოზიციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უნდა შეიწონოს 75% რისკის წონით.

2. ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ ბანკში და ბანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან;

ბ) მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს ბანკის სასარგებლოდ ან ბანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის;

გ) სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული დასაშვები ნორმები;

დ) სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04  ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად.“.

3. 62-ე მუხლს მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) 35% რისკის წონა რისკის პოზიციებისათვის, რომელთა დაფარვის წყარო არის ფულადი გასაცემლები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი