დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10-51 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.101.016988 |
|
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.101.016587) და დადგენილების:
1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა (დანართი №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა); 2. პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; 3. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ გ) ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია: ა) თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად; ბ) თემატურ რუკაზე მონიშნულ „A“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად; ასევე, დასაშვებია დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში დემონტაჟის განხორციელების პირობით; გ) გარდა „A1“ (ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის) და „A“ (განაშენიანების რეგულირების გეგმების) ტერიტორიებისა სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შესაბამისად. ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია: დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე: ა) „A“ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა.ა) ტერიტორიის სამშენებლო განვითარება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული არეალების ფარგლებში, სარეკრეაციო ზონა 2-ისა (რზ-2) ან/და სარეკრეაციო ზონა 3-ის (რზ-3) რეგლამენტების შესაბამისად; ა.ბ) ლისის ტბის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი კვლევით დადგენილ ხევის არეალში, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება განხორციელდება საპროექტო არეალში არსებული სხვა მიწის ნაკვეთების გადაგეგმარების საშუალებით; ხოლო, წარმოქმნილი დაურეგისტრირებელი ტერიტორია გამოიყოფა ცალკე საკადასტრო ერთეულად, შემდეგში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით; ა.გ) საპროექტო მიწის ნაკვეთების დაყოფისას მინიმალურ ფართობად განისაზღვრება 1000 კვ.მ; ა.დ) მშენებლობის ნებართვის ეტაპზე უნდა მოეწყოს წყალარინების საინჟინრო ქსელი და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ იქნეს შესაბამის უწყებასთან შეთანხმებული, საყოფაცხოვრებო წყალარინების (კანალიზაციის) ცენტრალურ ქსელზე დაერთებისა და ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; ასევე, ყველა სახის შენობა-ნაგებობის განთავსება ან/და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მიერთებული იყოს ცენტრალურ სანიაღვრე სისტემასთან; ა.ე) ღობის მოწყობა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მისი ყრუ ნაწილი არ აღემატებოდეს გრუნტის ზედაპირიდან 0.4 მეტრს; ა.ვ) ტერიტორიაზე დაუშვებელია წყლის ჭაბურღილების მოწყობა, რათა დაცულ იქნეს წყლის ბალანსი ლისის ტბის წყალშემკრები აუზის ფარგლებს შიგნით; ბ) გარდა „A“ არეალისა, სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისად. აგრეთვე დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები