“საკრედიტო კავშირების მიმართ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

  • Word
“საკრედიტო კავშირების მიმართ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 11/10/2002
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.527
  • Word
258
08/10/2002
სსმ, 101, 11/10/2002
220.090.000.10.008.005.527
“საკრედიტო კავშირების მიმართ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.527

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება �258

2002 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საკრედიტო კავშირების მიმართ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

�საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე �არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების � საკრედიტო კავშირების შესახებ� საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საკრედიტო კავშირების მდგრადობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საკრედიტო კავშირების მიმართ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის შესახებ.

2. საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა ყველა მოქმედმა და ასევე ახლად შექმნილმა საკრედიტო კავშირმა ეროვნულ ბანკში ლიცენზიის მისაღებად განცხადების წარდგენამდე უზრუნველყოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის ფორმირება 50 ლარის და წევრთა რაოდენობის ნამრავლის ოდენობით, ხოლო მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობა ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში არანაკლებ საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნის ოდენობით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველომ უზრუნველყოს საკრედიტო კავშირების მიერ აღნიშნული დებულების და ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

დებულება საკრედიტო კავშირების მიმართ კაპიტალის მინიმალური მოთხოვნის შესახებ

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კაპიტალი არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის ძირითადი ელემენტი, რადგან იგი მას აძლევს საბანკო საქმიანობის განხორციელების, მისი სტაბილური ზრდის, მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების, ასევე ზარალის განეიტრალების შესაძლებლობას.

2. კაპიტალის მნიშვნელობის გათვალისწინებით და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი მათ პერიოდულად განუსაზღვრავს საზედამხედველო კაპიტალს, განაღდებული საწესდებო კაპიტალისა და მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობის სახით.

3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მენეჯმენტისა და მისი საქმიანობისადმი საზედამხედველო სამსახურის უპირველესი მიზანია, შესაბამისად, დაწესებულების გადახდისუნარიანობისთვის საკმარისი საზედამხედველო კაპიტალის შენარჩუნება და მისი ადეკვატურობის შეფასება.

4. ეს დებულება, რომელიც შემუშავებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის, აგრეთვე ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების � საკრედიტო კავშირების შესახებ� საქართველოს კანონის საფუძველზე, განსაზღვრავს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის განაღდებული საწესდებო და მთლიანი კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნას, აგრეთვე კაპიტალის კოეფიციენტების ადეკვატურობას.

��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კაპიტალი � არის დაწესებულების ,,წმინდა� ღირებულებისა და საკუთრების განმსაზღვრელი ფულადი სახსრები, რომლებიც გამოითვლება აქტივების მეტობით ვალდებულებებთან შედარებით;

�ბ) საზედამხედველო კაპიტალი � არის კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების, ზარალის განეიტრალებისა და საკრედიტო, საპროცენტო, საბაზრო და ლიკვიდობის რისკებისაგან დასაცავად;

გ) განცხადებული საწესდებო კაპიტალი � არის დაწესებულების დაფუძნებისათვის აუცილებელი და მისი წესდებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომლის შეტანასაც პარტნიორები წესდებით კისრულობენ და რომლის ოდენობაც ყოველთვის შეადგენს პაის ნომინალური ღირებულების ჯამს;

დ) განაღდებული საწესდებო კაპიტალი � არის განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

ე) მთლიანი კაპიტალი� არის განაღდებული საწესდებო კაპიტალის, დამატებითი ფულადი შენატანების, შემოწირულობების, საერთო რეზერვის, გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგების ერთობლიობა;

ვ) კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები � მოიცავს საკრედიტო კავშირების რეგულირების მიზნით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, ასევე საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებისა და მიმდინარე ოპერაციების უზრუნველყოფისათვის მთლიანი კაპიტალის და მისი ადეკვატურობის კოეფიციენტების განსაზღვრის წესებს;

ზ) გადახდისუნარიანობა � არის ფულადი სახსრების არსებობა უფრო ხანგრძლივი პერიოდის ფინანსური ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;

თ) აქტივები � არის საკრედიტო კავშირის განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც იგი მომავალში მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას;

ი) საბანკო საქმიანობა � არის ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების � საკრედიტო კავშირების შესახებ� კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა;

კ) საპროცენტო განაკვეთის რისკი � არის ისეთი რისკი, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაბამისად;

ლ) ლიკვიდობის რისკი � არის ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ვალდებულებების დასაფარავად ფულადი სახსრების მიღებასთან დაკავშირებით დაწესებულებაში წარმოშობილი რისკი;

მ) საბაზრო რისკი � არის ისეთი რისკი, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს საბაზრო ფასების ცვლილების შედეგად;

ნ) საკრედიტო რისკი � არის რისკი, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის ერთი მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მეორე მხარის მიერ ფინანსური დანაკარგების მიღებას;

ო) საოპერაციო საქმიანობა � არის საკრედიტო კავშირის ძირითადი შემოსავლების მომტანი და სხვა საქმიანობა, რომლებიც არ არის დაკავშირებული ინვენსტიციებთან.

��� მუხლი 3. საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა

1. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა ფულადი ფორმით განისაზღვრება მის წევრთა რაოდენობისა და 50 ლარის ნამრავლის ოდენობით. მისი განაღდება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის მისაღებად განცხადების წარდგენამდე.

2. საკრედიტო კავშირების ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად განიხილავს მათთვის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის გაზრდის საკითხს და გამოსცემს ადმნისტრაციულ აქტს მისი ოდენობის, განაღდების ვადისა და პირობების შესახებ.

3. საკრედიტო კავშირების საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დადგენის მთავარი კრიტერიუმი არის მათი აქტივები, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის გადასინჯვა და მისი მოთხოვნის ზრდა განხორციელდება ისე, რომ გადასინჯვის თარიღისათვის მისი სიდიდე არ იყოს თითოეული მათგანის აქტივების 10 პროცენტზე ნაკლები.

4. არ შეიძლება საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალის შემცირება, თუ ამის შედეგად იგი აღმოჩნდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.

��� მუხლი 4. მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა

საკრედიტო კავშირის მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობა მის მიერ ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლები საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა, ხოლო შემდეგ, მომდევნო წელს აქტივების არანაკლებ 12 პროცენტისა. ეს მოთხოვნა ძალაშია მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობის ცვლილების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე.

��� მუხლი 5. სანქციები და შეზღუდვები

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და ლიცენზირებული ნებისმიერი საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელად დაცვა.

2. საკრედიტო კავშირის მიერ ამ დებულების მესამე და მეოთხე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მის მიმართ შემდეგი სახის სანქციებისა და შეზღუდვების გამოყენებას:

ა) დივიდენდების პროცენტის გამოცხადების, მისი დარიცხვის და ასევე გადახდის აკრძალვასა და სანაცვლოდ გასანაწილებელი მოგების საერთო რეზერვში ჩარიცხვის მოთხოვნას;

ბ) განსაზღვრულ ვადამდე ან საკრედიტო კავშირის მიერ დამაკმაყოფილებელი კაპიტალის აღდგენის გეგმის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენამდე აქტივების ზრდის მთლიან ან ნაწილობრივ აკრძალვას;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრების გადაყენებისა და მათი შემადგენლობის განახლების მოთხოვნას;

დ) ხელფასების ზრდის, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემის, აგრეთვე ანაბრების მოზიდვის შეზღუდვას;

ე) დროებითი ადმინისტრაციის მმართველობის რეჟიმის შემოღებას;

ვ) ლიცენზიის გაუქმებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებას საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიმართ სანქციების გამოყენების წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად.