„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017582
133
03/05/2022
ვებგვერდი, 04/05/2022
190040000.22.033.017582
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №133

2022 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

„212

0823

სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

 

217

0828

სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

 

228

0839

სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი“.

 

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 0985 – „სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

„74

0986

სსიპ „საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება“.

 

2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები:

„სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

7177

სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

7182

სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

7193“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი