„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.017583
134
04/05/2022
ვებგვერდი, 05/05/2022
200230040.22.033.017583
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №134

2022 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით (სსმ, №172, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.016103) დამტკიცებულ „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია, მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია, შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“. 

2. მე-4 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება განცხადებაში დაფიქსირებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახე ან/და ობიექტის რაოდენობა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, განცხადებით (დანართი №1) მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახის ან/და ობიექტის რაოდენობის ცვლილების  შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას (გარდა საქმიანობის სახისა  და  სხვა მისამართზე ობიექტის დამატების შემთხვევისა).

8. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ცვლილებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №1). ასეთ შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას.

9. დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერებამდე განცხადებით (დანართი №3) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმიანობის განახლების შემთხვევაში, პირი ვალდებულია, განახლებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №3) და გადაიხადოს საქმიანობის განახლების თვის ფიქსირებული გადასახადი სრულად.“.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი