ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023436
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
226
26/04/2022
ვებგვერდი, 29/04/2022
300160070.10.003.023436
ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/04/2022 - 20/01/2026)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2022 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის    მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები“.  
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილება.

 

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი