ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023435
224
26/04/2022
ვებგვერდი, 28/04/2022
240110000.10.003.023435
ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2022 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის  საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის  წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების  შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების  შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 2. მიზანი

ამ წესის მიზანია ვაზის ჯიშის განსხვავებულობის, სტაბილურობისა და ერთგვაროვნების მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების შემოწმებისათვის პირობების დადგენა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება: „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად  დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „ტექნიკური რეგლამენტის – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №588 დადგენილებით  განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. ვაზის ჯიშების კატალოგი და შემოწმების პირობები

1. სავალდებულოა, შედგენილ იქნეს ვაზის იმ ჯიშების კატალოგი, რომლებიც აღიარებულია ქვეყნის ტერიტორიაზე, სტანდარტული გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირებისა და შემოწმებისათვის.

2. ჯიშების შემოწმება უნდა განხორციელდეს მოსავლის შემოწმების გზით.

3. შემოწმებამ უნდა მოიცვას მახასიათებლების საკმარისი რაოდენობა, რაც შესაძლებელს გახდის  ჯიშების აღწერას.

4. უნდა განისაზღვროს შემოწმების განხორციელების მინიმალური პირობები, რომლებიც უნდა ჩამოყალიბდეს არსებული სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის საფუძველზე.

5. ვაზის ჯიშების შემოწმება უნდა მოიცავდეს ამ წესის დანართი №1-ის, ნაწილ I-სა („განსხვავებულობის, სტაბილურობისა და ერთგვაროვნების შემოწმების მორფოლოგიური მახასიათებლები“) და ნაწილ II-ში („განსხვავებულობის, სტაბილურობისა და ერთგვაროვნების შემოწმების ფიზიოლოგიური მახასიათებლები“) ჩამოთვლილ მახასიათებლებს.

6. შემოწმების დროს უნდა შესრულდეს ამ წესის დანართ №2-ში („შემოწმების ჩატარების მინიმალური პირობები“) ჩამოთვლილი მინიმალური პირობები.

მუხლი 5. უფლებამოსილი ორგანო

ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

დანართი №1

ნაწილი I

განსხვავებულობის, სტაბილურობისა და ერთგვაროვნების შემოწმების მორფოლოგიური მახასიათებლები

1. ფოთლის უბის კვირტის წარმოქმნა 10 - 20 სმ სიგრძის მზარდ ყლორტზე:

1.1. ფორმა;

1.2. ფერი (გაშლის შემდეგ შესაძლებელია ანტოციანებზე დაკვირვება);

1.3. ფოთლის სტრუქტურა (შებუსვა).

2. ყლორტი ყვავილობის დროს:

2.1. განივი ჭრილი (ფორმა და კონტური);

2.2. ფოთლის სტრუქტურა (შებუსვა).

3. რქა:

3.1. ზედაპირი;

3.2. მუხლთაშორისები.

4. პწკლების განლაგება.

5. ახალგაზრდა ფოთლები 10 – 30 სმ სიგრძის ყლორტის წვერის ნაწილზე (კვირტიდან განვითარებული პირველი სამი ფოთოლი, ათვლა განხორციელდება ამ წერტილიდან):

5.1. ფერი;

5.2. ფოთლის სტრუქტურა (შებუსვა).

6. ზრდასრული ფოთოლი (მდებარეობს მე-8 და მე-11  მუხლებს შორის):

6.1. ფოტოსურათი;

6.2. ნახატი ან პირდაპირი  პრინტი (მასშტაბით);

6.3. ზოგადი ფორმა;

6.4. ფოთლის ნაკვთების რაოდენობა;

6.5. ყუნწის ამონაკვეთი;

6.6. ზედა და ქვედა გვერდითი ამონაკვთების სიღრმე;

6.7. ზედაპირი;

6.8. გვერდითი დაკბილვა.

7. ყვავილი

    სქესი.

8. ყურძნის მტევანი ტექნიკური სიმწიფის პერიოდში (საღვინე და სასუფრე ყურძნის ჯიშები):

8.1. ფოტოსურათი (მასშტაბით);

8.2. ფორმა;

8.3. ზომა;

8.4. ყუნწი (სიგრძე);

8.5. საშუალო წონა გრამებში;

8.6. კრეფა;

8.7. მტევნის სიკუმსე.

9. მარცვალი ტექნიკური სიმწიფის პერიოდში (საღვინე და სასუფრე ყურძნის ჯიშებთან მიმართებით):

9.1.  ფოტოსურათი (მასშტაბით);

9.2. ფორმა;

9.3. ფორმა საშუალო წონის მითითებით;

9.4. ფერი;

9.5. კანი  (სასუფრე ყურძნის ჯიშებთან მიმართებით);

9.6. წიპწების რაოდენობა  (სასუფრე ყურძნის ჯიშებთან მიმართებით);

9.7. რბილობი;

9.8. წვენი;

9.9. გემო.

10. წიპწა (სასუფრე ყურძნის ჯიშებთან მიმართებით) ორივე მხარისა და პროფილის  ფოტოსურათები (მასშტაბით).

 

ნაწილი II

განსხვავებულობის, სტაბილურობისა და ერთგვაროვნების შემოწმების ფიზიოლოგიური მახასიათებლები

1. ვეგეტატიური მონაცემები:

1.1. ფენოლოგიური მონაცემების დადგენა

ფენოლოგიური მონაცემების დადგენა ხდება ერთ ან რამდენიმე საკონტროლო ჯიშთან შედარებით:

1.1.1. გერმანია:

1.1.1.1. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები — Weißer Riesling, Weißer Gutedel, Müller-Thurgau;

1.1.1.2. ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები — Blauer Spätburgunder;

1.1.2. საბერძნეთი:

1.1.2.1. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები — Savatiano, Zoumiatiko, Vilana, Assyrtiko, Chardonnay;

1.1.2.2.  ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები — Mandilaria, Xynomavro, Cabernet Sauvignon, Korinthiaki;

1.1.2.3. სასუფრე ყურძნის ჯიშები — Razaki, Cardinal, Italia, Soultanina, Perlette;

1.1.3. ესპანეთი:

1.1.3.1. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები — Airen, Palomino, Pedro Ximénez, Viura-Macabeo;

1.1.3.2. ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები — Bobal, Garnacha, Mazuela, Tempranillo;

1.1.3.3. სასუფრე ყურძნის ჯიშები — Moscatel, Roseti, Aledo, Ohanes;

1.1.4. საფრანგეთი:

1.1.4.1. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები — Riesling, Chasselas blanc, Müller Thurgau, Sauvignon, Ugni blanc;

1.1.4.2. ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები — Pinot noir, Gamay, Merlot, Cabernet, Sauvignon, Carignan, Grenache noir;

1.1.4.3. სასუფრე ყურძნის ჯიშები — Cardinal rouge, Chasselas blanc, Alphonse Lavallée, Servant blanc;

1.1.5. იტალია:

1.1.5.1. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები — Trebbiano toscano, Pinot bianco, Chasselas dorato;

1.1.5.2. ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები —  Barbera, Merlot, Sangiovese;

1.1.5.3. სასუფრე ყურძნის ჯიშები — Regina, Chasselas dorato, Cardinal;

1.1.6. ლუქსემბურგი:

1.1.6.1. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები — Riesling, Müller-Thurgau;

1.1.7. საქართველო:

1.1.7.1. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები – რქაწითელი, ცოლიკოური, იტალია;

1.1.7.2. ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები – საფერავი, ალექსანდროული, რედ გლობი;

1.2. გახსნის თარიღი

კვირტების გაშლის თარიღი, როდესაც  გასხლული ვაზის კვირტების ნახევარი იშლება და გვაჩვენებს შებუსვას საკონტროლო ჯიშებთან შედარებით;

1.3. სრული ყვავილობის დრო

თარიღი, როდესაც მცენარეთა გარკვეული რაოდენობისთვის ყვავილების ნახევარი გაშლილია საკონტროლო ჯიშებთან შედარებით;

1.4. სიმწიფე (საღვინე და სასუფრე ყურძნის ჯიშის)

სიმწიფის პერიოდის გარდა მითითებული უნდა იყოს ტკბილის ფარდობითი სიმკვრივე ან შაქრების მასური კონცენტრაციის ხარისხი, მისი მჟავიანობა და შესაბამისი მოსავალი გამოსახული კილოგრამებით ჰექტარზე, შედარებული ერთ ან მეტ საკონტროლო ჯიშთან, რომლისგანაც მიიღება მოცემული ჯიშის მსგავსი მოსავალი;

2. მოვლა-მოყვანის (კულტივირების) მახასიათებლები:

2.1. სიძლიერე;

2.2. ზრდის ხასიათი (პირველი სანაყოფე კვირტის განლაგება, მახასიათებელი ზომა).

2.3. მოსავლიანობა:

2.3.1. რეგულარულობა;

2.3.2. მოსავალი;

2.3.3. ანომალიები.

2.4. რეზისტენტულობა ან მგრძნობელობა:

2.4.1. არახელსაყრელი პირობების მიმართ;

2.4.2. მავნე ორგანიზმებისადმი;

2.4.3. ყურძნის გაფუჭებისადმი მიდრეკილება.

2.5. ვეგეტატიური გამრავლების ფორმა:

2.5.1. მყნობა;

2.5.2. კალმით გამრავლება.

3. გამოყენება:

3.1. საღვინე ყურძნისთვის;

3.2. სასუფრე ყურძნისთვის;

3.3. საძირედ;

3.4. სამრეწველო გამოყენებისათვის.

დანართი №2

შემოწმების ჩატარების მინიმალური პირობები

1. ეკოლოგიური ინფორმაცია:

1.1. ადგილი.

1.2. გეოგრაფიული პირობები:

1.2.1. გრძედი;

1.2.2. განედი;

1.2.3. სიმაღლე;

1.2.4. ექსპოზიცია და დახრილობა;

1.3. კლიმატური პირობები;

1.4. ნიადაგის ტიპი.

2. ტექნიკური პროცედურები:

2.1. საღვინე ყურძნისა და სასუფრე ყურძნისათვის;

2.1.1. 24  ვაზი სხვადასხვა საძირეზე, თუ ეს შესაძლებელია;

2.1.2. სულ მცირე, წარმოების სამი წლის განმავლობაში;

2.1.3. სულ მცირე, ორი ადგილი განსხვავებული ეკოლოგიური პირობებით;

2.1.4. სანამყენე უნდა შემოწმდეს,  სულ მცირე, სამი ჯიშის საძირეზე.

2.2. საძირე  ჯიშებისთვის:

2.2.1. ხუთი ვაზი, სულ მცირე, ზრდის ორი მახასიათებელი ფორმით;

2.2.2. დარგვიდან ხუთი წელი;

2.2.3. სამი ადგილი სხვადასხვა ეკოლოგიური პირობებით;

2.2.4. ნამყენის შეთავსებადობა უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, სამი ჯიშის სანამყენესთან.