გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1521-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.020557
1521-VIIIმს-Xმპ
26/04/2022
ვებგვერდი, 13/05/2022
360160000.05.001.020557
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქმიანობის განმახორციელებელი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც სურს ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელება;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტო უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს შემადგენელი ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლის ვალდებულება და შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს.“;

ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:

„111. ამ მუხლის მე-7, მე-8 ან/და მე-11 ნაწილის საფუძველზე შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 3 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო განცხადების/დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, ამ განცხადების/დოკუმენტების აღნიშნულ ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები  განცხადებასთან/დოკუმენტებთან დაკავშირებით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ.“;

გ) მე-12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 ნაწილი:

„121. თუ სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, მათ შორის, წარმადობის გაზრდა, გზშ-ს არ ექვემდებარება, სკრინინგის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებას, საქმიანობა განახორციელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სკრინინგის განცხადებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით. სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. სააგენტოსთვის წარდგენილ სკრინინგის განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას, უნდა დაერთოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წერილი დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის ფუნქციური ზონისა/ქვეზონისა და ამ საქმიანობის აღნიშნულ ზონასთან/ქვეზონასთან თავსებადობის შესახებ, ამ მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა სააგენტო შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს:

ა) საქმიანობის მახასიათებლები:

ა.ა) საქმიანობის მასშტაბი;

 ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება;

ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის,  ბიომრავალფეროვნების) გამოყენება;

ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა;

ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური;

ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი;

ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა:

ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან;

ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან;

ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები;

ბ.დ) დაცულ ტერიტორიებთან;

ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან;

ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან;

ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან);

გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება:

გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი;

გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სკოპინგის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად);

ა.ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, მასშტაბი, საწარმოო პროცესი, შესაძლო საწარმოებელი პროდუქციის ოდენობა და სხვა) შესახებ;

ა.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ალტერნატივების შესახებ;

ბ) ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების შესახებ, მათ შორის:

ბ.ა) ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ) ინფორმაციას შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოციალურ გარემოზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ;

გ) ინფორმაციას ჩატარებული ან/და ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევებისა და გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო მეთოდების შესახებ;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილ წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტს, მათ შორის, რეკულტივაციის პროექტს (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად ან/და შესარბილებლად.“.

5. მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გზშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს მის მომზადებაში მონაწილე პირის/პირების მიერ, მათ შორის, კონსულტანტის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში). გზშ-ის ანგარიში და მის მომზადებაში მონაწილე პირის/პირების შესახებ ინფორმაცია საჯაროა.“;

ბ) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტი, მათ შორის, რეკულტივაციის პროექტი (საჭიროების შემთხვევაში);“.

7. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“;

ბ) მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დროის, ადგილისა და წესის შესახებ ინფორმაცია ან/და ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის ჩატარების ფორმისა და მასში მონაწილეობის წესის შესახებ ინფორმაცია;“.

8. მე-15 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაასხვისებს ლიცენზიის ნაწილს ან მთლიან ლიცენზიას, გამოიყენება ამ კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ხოლო ინფორმაციის გავრცელებისთვის − ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესი.“.

9. 34-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამ მუხლის 2​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს/განთავსდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

21. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;

ბ) ჰიბრიდული ფორმატით.

შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჰიბრიდული ფორმატი გულისხმობს საჯარო განხილვის ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-12 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას.“.

10. 46-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ, ან თუ საქმიანობის შეჩერება არსობრივად შეუძლებელია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის განსაზღვრული დამატებითი პირობების დაცვით გარკვეული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი პირობების შესრულება.“.

11. 47-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ამ კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურებისა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, რკინიგზისა და მათზე განთავსებული ხიდებისა, გზაგამტარი გვირაბებისა და მათი საინჟინრო დაცვის ნაგებობებისა, მეტროპოლიტენისა, მაგისტრალური გაზსადენებისა, აგრეთვე წყალსატევებისა, რომლებიც გამოიყენება სარეკრეაციო დანიშნულებით ან/და სამელიორაციო დანიშნულებით ან/და თევზსაშენი მეურნეობისთვის), რომელთა განხორციელებაც 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, თუ აღნიშნული საქმიანობების განმახორციელებლებს არ მიუმართავთ გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად, საჭიროებს სააგენტოს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს 2024 წლის 1 იანვრამდე მიმართოს.“;

ბ) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.“.

2. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებზე ვრცელდება ყველა უფლება და ყველა ვალდებულება (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებები), რომლებიც მას ჰქონდა გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფარგლებში. მის მიერ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობის შეუსრულებლობაა.“.

13. I დანართის:

ა) 8.3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.3. მარტივი ან/და რთული ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების წარმოება;“;

ბ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია, რომლის მთლიანი მონაკვეთის სიგრძე 5 კილომეტრია ან 5 კილომეტრზე მეტია.“;

გ) 26-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია.“.

14. II დანართის:

ა) 2.1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. ტორფის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია; მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია;“;

ბ) 11.4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.4. 10 ჰექტარზე ან 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე გასართობი პარკის (მათ შორის, ატრაქციონების პარკის) გაშენება, გარდა ნაშენ გარემოში არსებულ გამწვანებულ ტერიტორიებზე ლანდშაფტური მშენებლობის შედეგად დასასვენებელი/გასართობი ადგილების (მათ შორის, სპორტული, სათამაშო, საკემპინგე, საბანაო ადგილებისა და საქალაქო მებაღეობის) მოწყობისა.“.

მუხლი 2 

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-14 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-14 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

26 აპრილი 2022 წ.

N1521-VIIIმს-Xმპ