„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის № 2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის № 2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016720
2-309
21/04/2022
ვებგვერდი, 27/04/2022
360160000.22.023.016720
„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის № 2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-309

2022 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის № 2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1. „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016478) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ნაწილში), მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-8 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-  3 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-6 პუნქტი, მე-7-მე-9 პუნქტები (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-11 და მე-14 პუნქტები (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-10 მუხლის პირველი პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-3-მე-4 პუნქტები (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში), მე-5 პუნქტი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ნაწილში), მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ნაწილში), მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში) და მე-12 მუხლი (დამგეგმავი ორგანოს კომპეტენციის ნაწილში) ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.“.

 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის და გზშ-iს ანგარიშის საჯარო განხილვისას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო);

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააგენტო/დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს:

ა) საზოგადოებისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდებას;

ბ) საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას;

გ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობას და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას;

დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, ასევე საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;

ე) საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

2. მე-6 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია სააგენტოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

3. სგშ-ის ანგარიშსა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვაში მონაწილეობას იღებენ სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა წერილობით მიწვევას.“.

3. მე-7 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა (შემდგომში – დღე), ხოლო გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა.

2. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვედებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.

3. სააგენტო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განათავსოს:

ა) სააგენტოსა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ვებგვერდებზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;

ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი);

დ) გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას, ხოლო სგშ-ის შემთხვევაში სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას.“.

4. მე-8 მუხლის:

ა)  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო, გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა, უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.

2. სააგენტო, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა, უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა- ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა- ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა საჯარო განხილვა ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.  საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების გადაწყვტილების მიღების შემდგომ, წინასწარ ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან მის შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ შეთანხმებას.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გზშ-სადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე – საგენტოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).“;

ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას.

4. სააგენტოს წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციას.“;

გ) მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს/დამგეგმავი ორგანო წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქმიანობის განმახორციელებელი ასევე კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში უპასუხონ საჯარო განხილვაზე დასმულ შეკითხვებს.

8. საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიოჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარო განხილვის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან ან სხდომიდან, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის  ელექტრონული  საშუალებების გამოყენებით ჩატარების შემთხვევაში.“;

ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14. ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვის ჩატარების ან საჯარო განხილვის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტო/დამგეგმავი ორგანო ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნებას.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს.“;

ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხდომის ოქმს ხელს აწერს და მის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

4. საჯარო განხილვაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ სააგენტო/დამგეგმავი ორგანო ეთანხმება შენიშვნას, – ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, – გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ. აღნიშნული აქტის გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს მისი შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ასევე სკოპინგის დასკვნის გაცემის პროცესში სააგენტო განიხილავს საჯარო განხილვაზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ.

2. სააგენტო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ სგშ-ის ანგარიშთან და სგშ- ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის პროცესში.

3. სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.

4. სააგენტო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები.“.

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააგენტოს/დამგეგმავი ორგანოს მიერ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ სააგენტომ/დამგეგმავმა ორგანომ არ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა ან სხვაგვარად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.

 


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია