დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 216 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.10.003.023427 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 040150000.10.003.016669) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 75 ლარი, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 75 ლარი;“; ბ) „ზ“ – „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 75 ლარი; თ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და მათში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარი; ი) საბანკო გარანტიის წარმოშობისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ – 13 ლარი; კ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ – 39 ლარი; ლ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – დაუყოვნებლივ – 7 ლარი; მ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ნ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, – 1 სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარი; ო) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 2 სამუშაო დღის ვადაში – 39 ლარი; პ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარი;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – 1 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი; ბ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი; გ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში: გ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 13 ლარი; გ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 7 ლარი; დ) საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 9 ლარი; ე) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი; ვ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან/ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი; ზ) მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 9 ლარი; ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი; კ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი; ლ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,70 ლარი; მ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში: მ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 13 ლარი; მ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 7 ლარი; ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან/ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 26 ლარი. აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 300 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 220 ლარი; ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 300 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 220 ლარი; გ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 400 ლარი; დ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი; ე) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს 75 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – განცხადების შეტანის დღეს – 52 ლარი; ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 39 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 26 ლარი; ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 26 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 26 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ი) საკადასტრო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 26 ლარი; კ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 7 ლარი; ლ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 39 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 26 ლარი; მ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 39 ლარი; ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი; ო) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 39 ლარი; პ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი; ჟ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 78 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 52 ლარი; რ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 52 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 26 ლარი; ს) საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 18 ლარი; ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 78 ლარი; უ) საკადასტრო რუკის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში: უ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 26 ლარი; უ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 14 ლარი; ფ) ორთოფოტოს გაცემა – 1 სამუშაო დღის ვადაში: ფ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 26 ლარი; ფ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 14 ლარი.“. 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი: „დ2) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 2 სამუშაო დღის ვადაში;“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.
2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ წარდგენილ განცხადებებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები