დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 01 თებერვლის №1-1/50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/182 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030040.22.024.016737 |
|
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 01 თებერვლის №1-1/50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №1-1/50 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/02/2019წ., 040030040.22.024.016584) დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა 1. საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილებით და ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით, ელექტრონული აუქციონის გარეშე. 2. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მოწყობილობების დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში (მფლობელობაში) გადაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილებით, ელექტრონული აუქციონის გარეშე. 3. საწარმოს ან/და დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია, შეწყვიტოს საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს/ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლების შესახებ მითითებულია შესაბამის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაში.“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრისას, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილება.“. |
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები