საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1520-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.020551
1520-VIIIმს-Xმპ
26/04/2022
ვებგვერდი, 06/05/2022
330090000.05.001.020551
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018,  სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 128-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებისა და დადგენილების გასაჩივრების წესები“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−15 ნაწილები:

„11. სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება:

ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

12. ამ მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებისას მასზე უნდა მიეთითოს მისი განთავსების თარიღი, რაც დადასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენით.

13. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათაური და სარეზოლუციო ნაწილი. ამ ინფორმაციის აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებისას უნდა მიეთითოს მისი განთავსების თარიღი. ეს ინფორმაცია გონივრული ვადით უნდა იქნეს შენახული.

14. თუ ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის/პირებისთვის გაცნობის მიზნით შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო ორგანო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს როგორც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, ისე მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გაცნობილად ჩაითვლება ამ გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ან  მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. თუ აღნიშნული გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების დრო და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების დრო ერთმანეთს არ ემთხვევა, გადაწყვეტილების ჩაბარების 7-დღიანი ვადის ათვლა იწყება უფრო გვიანდელი განთავსებიდან.

15. თუ ამ მუხლის 1ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ  საჩივარში მითითებულია საჩივრის ავტორის ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, შესაძლებელია, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამის პირს/პირებს ტელეფონის ნომერზე გაეგზავნოს/გაეგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება სათანადო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ან/და ელექტრონული ფოსტით გაეგზავნოს/გაეგზავნოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ ნაწილის შესაბამისად ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტით შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა გადაწყვეტილების გაცნობად არ ჩაითვლება.“;

გ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილების მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) საინფორმაციო დაფა;

ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა;

გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე;

დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი;

ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.“.

2. 141-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე ნაწილი:

„22. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცება.“.

მუხლი 2. ამ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაცნობის წესი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1 5 ნაწილისა, გავრცელდეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ მუხლის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

26 აპრილი 2022 წ.

N1520-VIIIმს-Xმპ