„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023412
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
201
14/04/2022
ვებგვერდი, 15/04/2022
040030000.10.003.023412
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/04/2022 - 13/05/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2022 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. დადგენილების:

ა) 14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 543, 544, 57-ე და 86-ე გრაფებით, აგრეთვე საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ მე-60–641 გრაფებითა და საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. „ოქროს სიის“ მონაწილე პირის კუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ხორბლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი „ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაში.“;   

ბ) 17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე – 54 4, 68-ე, 68​ 1, 75-ე, 82-ე – 82 4 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;

ვ) ტრანზიტის, ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის გაფორმება;

ზ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

თ) ფიზიკური პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში – საბაჟო დეკლარაციით ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით“;

ი) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 300 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება;

კ) საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ „eCustoms-ის“ მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის გაფორმება;

ლ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი;  

მ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, გათავისუფლებულია გადასახად(ებ)ისაგან.“;    

გ) 18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-60–641 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 1​4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;     

დ) 110 მუხლის:   

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 543, 82​2 და 82​4 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ საბაჟო დეკლარაციის – ფორმა 4-ის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებისას.“;     

დ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 544 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფი ორმაგდება დროებით შენახვის დეკლარაციის არასამუშაო დროს შევსების შემთხვევაში.“;

დ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე და მე-60–641 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის (გარდა ელექტრონული ფორმით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან მიმართვისა) შემთხვევაში.“;

დ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების მიზნებისთვის, არასამუშაო დროა:

ა) საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისა“) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, შაბათს − 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები;

ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, შაბათს − 21 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები.“;

დ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-60–641 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაიწევა შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში;

ბ) 54-ე, 543, 544, 68-ე, 68​1, 86-ე, 87-ე და 103-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის ან დროებით შენახვის დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება:

ბ.ა) შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში;

ბ.ბ) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდში, გარდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ შემთხვევებში საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებისა;    

გ) 82​1 – 824 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საბაჟო დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-4 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 გრაფა:

 

„41

მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების ასლების გაცემა

 

30 ლარი“;

 

ბ) 46-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„46

მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ში დაშვება

 

3 თვით დაშვება – 200 ლარი;

 

6 თვით დაშვება – 300 ლარი;

 

12 თვით დაშვება – 500 ლარი“;

 

გ) 48-ე და 49-ე გრაფები ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

48

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ

30 სამუშაო დღე;

 

15 სამუშაო დღე;

 

10 სამუშაო დღე

უფასო;

 

250 ლარი;

 

500 ლარი;

49

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ

30 სამუშაო დღე;

 

15 სამუშაო დღე;

 

10 სამუშაო დღე

უფასო;

 

250 ლარი;

 

500 ლარი“;

 

დ) 50-ე – 52-ე გრაფები ამოღებულ იქნეს;

) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„54

საქონლის გაფორმება (გარდა 541 – 543, 68-ე, 68​1, 75-ე, 82-ე – 824, 86-ე, 87-ე, 103-ე და 122-ე –125-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 500 ლარი“;

 

        ვ) 54-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 – 544 გრაფები:

 

„541

პირის მიერ „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული,

საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა 542, 75-ე, 82-ე, 87-ე, 103-ე და 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;

542

პირის მიერ „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე, 82-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის  საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 25 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის ჩათვლით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 75 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

543

პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე, 821 – 824 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 50 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი;

544

პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ დროებით შენახვის დეკლარაციის შევსება

 

ერთ დროებით შენახვის დეკლარაციაზე – 50 ლარი“;

 

ზ) მე-60 – 64-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„60

დაინტერესებული პირის  მოთხოვნით ექსპერტის მიერ სასაქონლო კოდის დადგენა

 

1 სახეობის ობიექტი – 30 ლარი;

61

დაინტერესებული პირის მოთხოვნით თავის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ღირებულების განსაზღვრა

 

1 სახეობის ობიექტი:

არაუმეტეს 100 ლარის საბაზრო ღირებულების ქონებაზე – 10 ლარი;

 

100 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის საბაზრო ღირებულების ქონებაზე – 25 ლარი;

 

10 000 ლარის ზევით – 150 ლარი;

62

დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3 500 კგ-ის ჩათვლით) ან/და მისაბმელის (3 500 კგ-ის ჩათვლით) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 40 ლარი;

63

დაინტერესებული პირის მოთხოვნით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3 500 კგ-ზე მეტი) ან/და მისაბმელის (3 500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 80 ლარი;

64

დაინტერესებული პირის მოთხოვნით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა (გარდა 62-ე, 63-ე და 641 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 5 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

5 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – 150 ლარი

+5 000 ლარის ზევით თანხის 2%;

100 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 1 000 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – 2 050 ლარი + 100 000 ლარის ზევით თანხის 1%;

1 000 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – თანხის 0,8%“;

 

თ) 64-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 გრაფა:

 

„641

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა

 

არაუმეტეს 5 000 ლარის ღირებულების საქონელზე – ღირებულების 10%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

5 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა“;

       

ი) 68-ე და 681 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„68

გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში“, „ბათუმში“ ან „ფოთში“, ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან „ბათუმის პორტში“, ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული, საბაჟო დეკლარაციით – ფორმა 4-ით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 200 ლარი;

681

საჰაერო ტრანსპორტით ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი, საბაჟო დეკლარაციით – ფორმა 4-ით  გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 50 ლარი“;

 

კ) 70-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„70

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის გაცემა (გარდა 701 გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

5 სამუშაო დღე;

 

1 სამუშაო დღე;

 

შაბათ-კვირა ან უქმე დღე 

 

100 ლარი;

 

150 ლარი;

 

200 ლარი“;

 

ლ) 70-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 701 გრაფა:

 

„701

ცოცხალი ცხოველების ექსპორტის დროს ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის გაცემა

1 დღე

100 ლარი“;

 

მ) 71-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„71

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა საქონლის ინსპექტირების გარეშე (გარდა 711 და 712 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

5 სამუშაო დღე;

 

შაბათ-კვირა ან უქმე დღე 

25 ლარი;

 

100 ლარი“;

 

ნ) 71-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 და 712 გრაფები:

 

„711

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა საქონლის ინსპექტირებით (გარდა 712 გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

5 სამუშაო დღე;

 

შაბათ-კვირა ან უქმე დღე; 

85 ლარი;

 

200 ლარი;

712

საფოსტო გზავნილზე, მგზავრის ბარგსა და ხელბარგზე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა

5 სამუშაო დღე;

 

შაბათ-კვირა ან უქმე დღე 

30 ლარი;

 

100 ლარი“;

 

ო) 72-ე და 73-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„72

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე;

 

10 სამუშაო დღე;

 

5 სამუშაო დღე;

 

1 სამუშაო დღე;

25 ლარი;

 

35 ლარი;

 

45 ლარი;

 

50 ლარი;

73

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული

 პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე;

10 სამუშაო დღე;

5 სამუშაო დღე;

1 სამუშაო დღე

50 ლარი;

70 ლარი;

90 ლარი;

100 ლარი“;

 

პ) 82-ე – 822 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„82

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა  68-ე, 681 და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 50 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი;

821

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 681, 75-ე და 823 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;

822

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 68​1, 75-ე და 824 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

ჟ) 822 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 823 და 824 გრაფები:

 

„823

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე − 25 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 75 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

824

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე − 25 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე − 75 ლარი;

 

15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე − 100 ლარი“;

 

რ) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„86

რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა 75-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

50 ლარი“;

 

ს) 87-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„87

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება

 

300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;

 

3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე – 100 ლარი;

 

10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი“;

 

ტ) 102-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„102

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომისათვის, შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურების საფასური

 

ავტოსადგომზე 20 წუთზე მეტი ხნით მდგომ ყოველ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე – 45 ლარი“;

 

უ) 128-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„128

„eCustoms“-სა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციის ან/და რეექსპორტის დეკლარაციის შესახებ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესახებ, სასაქონლო ზედნადების შესახებ, საგადასახადო დოკუმენტის შესახებ, სალარო აპარატის Z − რეპორტების შესახებ,  ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება

 

ერთ პირზე ინფორმაციის მოთხოვნა – 0,2 ლარი“;

 

ფ) 129-ე − 132-ე გრაფები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაშვებულ პირებზე ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვეში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი