„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.023405
194
12/04/2022
ვებგვერდი, 13/04/2022
010110020.10.003.023405
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №194

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2019, 010110020.10.003.021410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 და  მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტომ, უზრუნველყოს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 აგვისტოს №389 დადგენილების ამოქმედებამდე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მოქმედი რედაქციით (გარდა ამ დადგენილების  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ1“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლისა) გათვალისწინებული ღონისძიებების/ვალდებულებების განხორციელება დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ასაშენებელ რძის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირობების დასადასტურებლად, პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენის ფორმასა და ვადას განსაზღვრავს სააგენტო. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემისთვის სააგენტოში წარდგენილი იქნება ერთზე მეტი განაცხადი, პოტენციური ბენეფიციარისთვის პრიორიტეტის მინიჭების წესსა და პირობებს განსაზღვრავს და შეიმუშავებს სააგენტო.

მუხლი 3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი