„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 330000000.10.003.023402
191
12/04/2022
ვებგვერდი, 13/04/2022
330000000.10.003.023402
„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2016, 330000000.10.003.019436) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია პროგრამის (მათ შორის, საპილოტე ნაწილის) ფარგლებში აშენებულ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე, ქსელის მოვლაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისთანავე.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა (გარდა მონაცემთა გადაცემის ქსელისათვის განკუთვნილი აპარატურისა, რომელიც წარმოადგენს ოუფენ ნეტის საკუთრებას) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა ოუფენ ნეტს.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოუფენ ნეტი ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისთანავე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი