დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 178 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023389 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/11/2016, 300160070.10.003.019574) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ვიტამინების ფორმები და მინერალური ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელია დამატებულ იქნეს სურსათში
1. *მენაქინონი ძირითადად არსებობს მენაქინონი – 7-ის და უმნიშვნელოდ, მენაქინონი 6-ის სახით. 2. **სელენით გამდიდრებული საფუარი. სელენის წყაროდ გამოიყენება ნატრიუმის სელენიტი, რომლის შემცველობა ბაზარზე განთავსებისთვის მზად მშრალ საფუარში შეიძლება იყოს არაუმეტეს 2,5 მგ Se/გ-ში. საფუარში არსებული ორგანული სელენიდან უპირატესი შემცველობა აქვს სელენმეთიონინს (60%-85% საფუარში სელენის საერთო შემცველობის). სელენის სხვა ორგანული ნაერთების, მათ შორის, სელენცისტეინის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სელენის საერთო რაოდენობის 10%-ს. არაორგანული სელენის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სელენის საერთო რაოდენობის 1%-ს.
დანართი №3
ნივთიერებები, რომელთა გამოყენება სურსათში აკრძალულია, შეზღუდულია ან ექვემდებარება გამოკვლევას
„ნაწილი „ა“ – აკრძალული ნივთიერებები ალოე-ემოდინი და ყველა პრეპარატი, რომელშიც ეს ნივთიერებაა წარმოდგენილი; დანტრონი და ყველა პრეპარატი, რომელშიც ეს ნივთიერებაა წარმოდგენილი; ემოდინი და ყველა პრეპარატი, რომელშიც ეს ნივთიერებაა წარმოდგენილი; მცენარე ეფედრა და Ephedra-ს სხვადასხვა სახეობიდან მიღებული პრეპარატები; ალოეს ფოთლებიდან მიღებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ჰიდროქსიანთრაცენის წარმოებულებს; მცენარე იოჰიმბეს ქერქი და მისი პრეპარატები, მიღებული მცენარე იოჰიმბედან (Pausinystalia yohimbe (K. Schum) Pierre ex Beille);
ნაწილი „ბ“ – შეზღუდული ნივთიერებები
ნაწილი „გ“ – ნივთიერებები, რომლებიც ექვემდებარება გამოკვლევას რამნუს ფრანგულას და რამნუს პურსიანას (Rhamnus frangula L., Rhamnus purshiana DC). ქერქისგან მიღებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროქსიანტრაცენის წარმოებულებს; კასია სენას (Cassia senna L.) ფოთლის ან ნაყოფის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროქსიანტრაცენის წარმოებულებს. რეუმ პალმატუმის, რეუმ ოფიცინალე ბაილონის (Rheum palmatum L., Rheum officinale Baillon) და მათი ჰიბრიდების ფესვისა და ფესურას პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ჰიდროქსიანთრაცენის წარმოებულებს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები