„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.023384
173
05/04/2022
ვებგვერდი, 07/04/2022
340020000.10.003.023384
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2022 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2020, 340020000.10.003.021747) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. მე-6  მუხლის  მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2− 29 პუნქტები:

„21. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, კარტოფილისა და საფურაჟე კულტურების „წინასაბაზისო თესლის“ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: 

ა) ქვეყანა, სერტიფიცირების ორგანო ან მისი განმასხვავებელი აბრევიატურა;

ბ) პარტიის სერიული ნომერი;

გ) სახეობის ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების მითითების გარეშე);

დ) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ბოლო ოფიციალური ნიმუშის აღების თვე და წელი;

ე) „წინასაბაზისო თესლი“;

ვ) ანალიზური სიწმინდე;

ზ) ჯიშის/ჰიბრიდის/კომპონენტის დასახელება;

თ) „სერტიფიცირებული თესლის“ ან „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლის“  წინა თაობათა რაოდენობა;

ი) საზეთე და საბოჭკოე კულტურები.

22. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საზეთე და საბოჭკოე კულტურების, კარტოფილისა და საფურაჟე კულტურების საბაზისო და სერტიფიცირებული თესლის (გარდა ბოსტნეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები  ჭარხლის, საფურაჟე კულტურების თესლის მცირე ზომის ტარისა) ოფიციალურ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ქვეყანა, სერტიფიცირების ორგანოს დასახელება ან მათი ინიციალები;

ბ)  ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

გ)  პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ)  შეფუთვის  თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი);

ე)  სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე);

ვ) საფურაჟე კულტურების x Festulolium-ის შემთხვევაში, Festuca და Lolium გვარების შიგნით სახეობების დასახელება;

ზ) ჯიშის დასახელება;

თ) თესლის კატეგორია;

ი) თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

კ) ქვეყანა, სადაც დამზადებულია თესლი;

ლ) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს დანამატის ხასიათი და თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

მ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისა და მარცვლეული კულტურების ჰიბრიდების ან ინბრედ ხაზების:

მ.ა) „საბაზისო თესლისათვის“ ჰიბრიდის ან ინბრედ ხაზის დასახელება, რომელიც გამოიყენება კომპონენტად საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, მისაღები საბოლოო ჰიბრიდის მითითებით. ჰიბრიდების ან ინბრედ ხაზების შემთხვევაში, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ კომპონენტებად საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, მიეთითოს სიტყვა  − „კომპონენტი“;

მ.ბ) „საბაზისო თესლისათვის“ სხვა შემთხვევაში კომპონენტის დასახელება სრულად ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული კოდური ნომრით, საჭიროების შემთხვევაში, მათი ფუნქციების (მამა ფორმა ან დედა ფორმა) ან/და მისაღები ჰიბრიდის მითითებით. კომპონენტის დასახელებას თან უნდა ახლდეს სიტყვა − „კომპონენტი“;

მ.გ) „სერტიფიცირებული თესლისთვის“ ჰიბრიდის დასახელება, რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვა − „ჰიბრიდი“;

ნ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის თესლი შემოწმებული, მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“ (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით;

ო) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის კულტურისათვის:

ო.ა) კლასტერების ან სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

ო.ბ) ერთღივიანი თესლისათვის: „ერთღივიანი თესლი“;

ო.გ) პრეციზიული თესლისათვის: „პრეციზიული თესლი“;

პ) საფურაჟე კულტურების მეორე და შემდგომი თაობების სერტიფიცირებული თესლისათვის თაობათა რაოდენობა „საბაზისო თესლის შემდეგ“;

ჟ) საფურაჟე კულტურების ჯიშებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება გამოცდას, სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე მიეთითება სიტყვები − „არ არის განკუთვნილი საფურაჟე მიზნებისათვის“;

რ) ჯიშობრივი ასოციაციის სერტიფიცირებული თესლისთვის, გარდა  იმ შემთხვევისა, როდესაც ჯიშის სახელის ნაცვლად გამოყენებულია   ჯიშური ასოციაციის სახელი, თან  უნდა  ახლდეს (ინფორმაცია ჯიშური ასოციაციისა და მისი სახელის შესახებ) და სახეობის სხვადასხვა სახის კომპონენტების პროცენტული მაჩვენებელი წონის მიხედვით; ჯიშობრივი ასოციაციის სახელი  საკმარისია, თუ წონის მიხედვით პროცენტული მაჩვენებელი წერილობით ეცნობება მყიდველს, მისი თხოვნის საფუძველზე და იქნება ოფიციალურად ჩაწერილი.

23. საფურაჟე და საზეთე და საბოჭკოე კულტურების კომერციული თესლის ოფიციალურ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) „კომერციული თესლი“ (რომელიც არ არის სერტიფიცირებული ჯიშების შემთხვევაში);

ბ) ქვეყანა და ორგანო, რომლის მეთვალყურეობითაც მზადდება თესლი;

გ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

დ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი);

ვ)  სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე). ხანჭკოლის შემთხვევაში,   დამატებით უნდა მიეთითოს მწარეა ის თუ ტკბილი;

ზ) თესლის დამზადების ადგილმდებარეობა;

თ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

ი) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

კ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის თესლი შემოწმებული,  მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“ (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით.

24. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სტანდარტული თესლის ნარევების მცირე ზომის ტარაზე (შეფუთვა), შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საფურაჟე და მარცვლეული კულტურების, თესლის ნარევების ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) „ჯიშების ნარევი“ ან „სახეობების ნარევი“;

ბ) თესლის ნარევი, განკუთვნილია − (დანიშნულება) (საფურაჟე კულტურებისათვის);

გ) ქვეყანა და ორგანო, რომლის მეთვალყურეობითაც მზადდება თესლი;

დ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

ე) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი);

ზ) სახეობების ან ჯიშების, როგორც კომპონენტების დასახელება და მათი პროცენტული შემცველობა წონის მიხედვით. სახეობების შემთხვევაში,  ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე). x Festulolium-ის შემთხვევაში, Festuca და Lolium გვარების შიგნით სახეობების დასახელება;

თ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

ი) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

კ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის ცალკეული კომპონენტების თესლი შემოწმებული, მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“  (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით. 

25. საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების მიმწოდებლის ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) „მცირე ზომის „ა“ ტარა“ ან „მცირე ზომის „ბ“ ტარა“;

ბ)  მიმწოდებლის, რომელიც პასუხისმგებელია ბაზარზე თესლის განთავსებაზე,  მისამართი და  საიდენტიფიკაციო ნიშანი;

გ) „მცირე ზომის „ბ“ ტარა“: ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

დ) „მცირე ზომის „ბ“ ტარა“: სამსახურის დასახელება, რომელმაც მიანიჭა სერიული ნომერი;

 ე) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) თესლის ნარევი განკუთვნილია ... (დანიშნულება);

ზ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

თ) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

ი) თესლის ნარევებში ცალკეული კომპონენტების დასახელება სახეობების, საჭიროების შემთხვევაში, ჯიშების მიხედვით.

26. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საფურაჟე კულტურების „სერტიფიცირებული თესლისა“ და  „კომერციული თესლის“ მცირე ზომის ტარის (შეფუთვის), ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების „სტანდარტული თესლის“ ეტიკეტირებისას, რომელიც ხდება მიმწოდებლის მიერ, თესლის ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) „მცირე ზომის ტარა“; 

ბ)  მიმწოდებლის, რომელიც პასუხისმგებელია ბაზარზე თესლის განთავსებაზე,  მისამართი და  საიდენტიფიკაციო ნიშანი;

გ) შეფუთვის წელი, ბაზარზე განთავსების წელი ან აღმოცენების უნარზე შემოწმების ბოლო წელი;

დ) საფურაჟე კულტურების „სერტიფიცირებული თესლის“ ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

ე)  ორგანოს დასახელება, რომელმაც მიანიჭა სერიული ნომერი;

ვ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე). ხანჭკოლის შემთხვევაში,  დამატებით უნდა მიეთითოს მწარეა ის თუ ტკბილი. შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს შაქრის არის თუ საკვები. x Festulolium-ის შემთხვევაში, Festuca და Lolium გვარების შიგნით სახეობების დასახელება;

თ) ჯიშის/ჰიბრიდის სრული დასახელება ან სინონიმი (გარდა საფურაჟე კულტურების კომერციული თესლისა). ჰიბრიდის შემთხვევაში, მიეთითოს სიტყვა − „ჰიბრიდი“;

ი) კატეგორია. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისათვის „სერტიფიცირებული თესლის“ მცირე ზომის ტარის (შეფუთვის) შემთხვევაში, მითითებული უნდა ჰქონდეს − „C“, ხოლო „სტანდარტული თესლისათვის“ − „ST“;

კ) ქვეყანა, სადაც დამზადებულია თესლი;

ლ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა (გარდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების  500 გრ-მდე თესლის მცირე ზომის ტარისა (შეფუთვისა)) ან კლასტერების რაოდენობა;

მ) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს დანამატის ხასიათი და თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

ნ) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის კულტურის ერთღივიანი თესლისათვის: „ერთღივიანი თესლი“;

ო) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის კულტურის პრეციზიული თესლისათვის: „პრეციზიული თესლი“;

პ) საფურაჟე კულტურების ჯიშებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება გამოცდას სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, მიეთითება სიტყვები: „არ არის განკუთვნილი საფურაჟე მიზნებისათვის“. 

2​​7. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საზეთე და საბოჭკოე და საფურაჟე კულტურების „არასრულად სერტიფიცირებული თესლის“ ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საველე ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება ან მისი ინიციალები;

ბ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

გ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე);

დ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელება. თუ ჰიბრიდი ან ხაზი გამოიყენება საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, როგორც კომპონენტი, მიეთითოს სიტყვა − „კომპონენტი“. ჰიბრიდის შემთხვევაში, მიეთითოს სიტყვა − „ჰიბრიდი“;

ე) კატეგორია;

ვ) მიეთითოს სიტყვები – „არასრულად სერტიფიცირებული თესლი“;

ზ) თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

თ) სათესლე ნაკვეთის ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი.

28. „არასრულად სერტიფიცირებული თესლის“ თანმხლებ დოკუმენტზე მოცემული უნდა იყოს  შემდეგი ინფორმაცია:

ა) დოკუმენტის გამცემი ორგანო;

ბ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

გ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე);

დ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელება, თუ ჰიბრიდი ან ხაზი გამოიყენება საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, როგორც კომპონენტი, მიეთითოს სიტყვა − „კომპონენტი“;

ე) იმ თესლის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გამოიყენეს დასათესად და ქვეყნ(ებ)ის სახელწოდება, სადაც ჩატარდა დასათესად გამოყენებული თესლის სერტიფიცირება;

ვ) სათესლე ნაკვეთის ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) ადგილის დასახელება, სადაც ამ დოკუმენტით განსაზღვრული თესლი იქნა მოყვანილი;

თ) მოყვანილი თესლისა და ტარის (შეფუთვის) რაოდენობა;

ი) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სათესლე ნაკვეთი, საიდანაც თესლია მიღებული, აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში, თესლის წინასწარი ანალიზის შედეგები;

ლ) „სერტიფიცირებული თესლის“ შემთხვევაში, თაობათა რაოდენობა „საბაზისო თესლის“ შემდეგ;

მ) კატეგორია.

29. მარცვლეული კულტურების ყველა სახის „საბაზისო თესლისა“ და „სერტიფიცირებული თესლის“ ტარაზე (შეფუთვაზე): 

ა) ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, სერტიფიცირების ორგანოს ზედამხედველობით, უნდა დაიბეჭდოს ან კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის აღებისას დაიშტამპოს ან დაიხვრიტოს  თითოეული ტარის (შეფუთვის) ოფიციალურად მინიჭებული ინდივიდუალური სერიული ნომერი, რომელიც არ იშლება;

ბ) ნაბეჭდის ან შტამპის ფორმა და ფერი უნდა იყოს ეტიკეტის შესაბამისი და არ უნდა იშლებოდეს;

გ) მწარმოებელმა/რეალიზატორმა სერტიფიცირების ორგანოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული ტარის (შეფუთვების) რაოდენობების შესახებ, მათი სერიული ნომრების ჩათვლით ყოველი პარტიისათვის, რომელიც ექვემდებარება ზედამხედველობას სერტიფიცირებული ორგანოს მიერ;

დ) სერტიფიცირების ორგანომ უნდა აწარმოოს ჩანაწერები ამგვარად მარკირებული თესლის თითოეულ პარტიაში ტარის (შეფუთვის) რაოდენობისა და მასში მოთავსებული თესლის შესახებ, სერიული ნომრების ჩათვლით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი