„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017573
91
30/03/2022
ვებგვერდი, 01/04/2022
190040000.22.033.017573
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №91

2022 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 134 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა, თუ ფიზიკური პირი ითხოვს გადახდის წყაროსთან დაკავებული იმ საშემოსავლო გადასახადის დაბრუნებას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის   გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი   სტრუქტურული   ერთეულის   მიერ   ან იმ პერიოდისა, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას);

გ) შესაბამისი შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ურთიერთშესაბამისობა;

დ) ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის შესაბამისობა დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცი(ებ)ის მონაცემებთან.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ წარმოდგენილი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მათ შორის, თუ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილია როგორც ხანდაზმულ, ასევე არახანდაზმულ საგადასახადო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას ან/და წარმოდგენილი მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“, „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელს, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, რა დროსაც ჩერდება ამ ინსტრუქციის 136 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.“.

2. 135 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 135

1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;

ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);

გ) „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი  გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი;

ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 13​4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 13​4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი);

ვ) ამ ინსტრუქციის 132 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელმა მოითხოვა ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების 18%-ზე მეტი ოდენობით ზედმეტად გადახდილი თანხა;

ზ) მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო ორგანოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიმართვისას, გადამხდელი ამავე ფორმით თანხმობას განაცხადებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე, აღნიშნულ სალდირებულ  ზედმეტად რიცხულ თანხებთან დაკავშირებით. ამასთან, ამ ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება,  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  მითითებულ  ვადაში  გადასახადის გადამხდელის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კი გაეგზავნება შესაგებელი);

თ)  გადამხდელმა  მოითხოვა  დეკლარაციის  წარდგენის  გადავადება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად (გადავადების პერიოდში გადავადებული საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენამდე);

ი) „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება  საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება;

კ) გადამხდელის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  თუ  კრედიტორი  საგადასახადო  ორგანოა)  ან/და გადამხდელი იმყოფება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში;

ლ) „მოთხოვნა“ მოიცავს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №21655 ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით შესამცირებლად გაანგარიშებული ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით შესასწავლ დეკლარაციაში შესამცირებლად გაანგარიშებულ (ზედმეტად გადახდილ) თანხას და მიღებულია გადაწყვეტილება დეკლარაციის საგადასახადო შემოწმების თაობაზე;

მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

2.  ამ ინსტრუქციის 134 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;

ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);

გ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.“.

3. 136 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ამ ინსტრუქციის 134 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების (გარდა 11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისა) დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანო „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე-10 კალენდარული დღისა ამზადებს დასკვნას „მოთხოვნის“ სისწორეზე ან შესაგებელს (დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით) „მოთხოვნაზე“, რომელიც უნდა დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ. მიღებული  გადაწყვეტილება („მოთხოვნის“ დაკმაყოფილების შესახებ ან შესაგებელი) გადამხდელს ეგზავნება „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე-11 კალენდარული დღისა. აღნიშნული პროცედურა არ ვრცელდება საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი პირის მიერ ფორმა №2-ის  წარმოდგენის შემთხვევაში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ ინსტრუქციის 13​4 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანო „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ამზადებს დასკვნას „მოთხოვნის“ სისწორეზე ან   შესაგებელს  (დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით) „მოთხოვნაზე“, რომელიც   უნდა დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ. მიღებული  გადაწყვეტილება  („მოთხოვნის“ დაკმაყოფილების შესახებ ან შესაგებელი) გადამხდელს ეგზავნება „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს მე-6 სამუშაო დღისა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის საფუძვლების შესწავლისას გამოიკვეთება საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ამ ინსტრუქციის 13​4 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განმახორციელებელი თანამშრომელი საჭიროდ მიიჩნევს საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის/პოზიციის შემუშავების მიზნით, აღნიშნული საკითხის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტისათვის წარდგენას, ამ ინსტრუქციის 13​4 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის 11 პუნქტით  განსაზღვრული ვადების დინება ჩერდება. ვადის დინება განახლდება აღნიშნული დეპარტამენტიდან საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიციის მიღებისთანავე.“.

4. 137 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის თანხის დაბრუნების მიზნით საგადახდო დავალების და შესაბამისი დოკუმენტაციის სახაზინო სამსახურში წარსადგენად, ამ ინსტრუქციის 136 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, მომზადება ხდება 134 მუხლის:

ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - „მოთხოვნის“ წარდგენიდან არაუგვიანეს 11 კალენდარული დღისა;

ბ) 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - „მოთხოვნის“ წარდგენიდან არაუგვიანეს 6 სამუშაო დღისა.“.

5.  მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. მიუხედავად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა, სათამაშო ბიზნესის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ან/და ადმინისტრაციული ჯარიმის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, გადამხდელის წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი დასტური, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ უსარგებლია კონკრეტული ზედმეტობით.

 32.  სათამაშო ბიზნესის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ან/და ადმინისტრაციული ჯარიმის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება,  გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაფაროს არსებული დავალიანება ან/და წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს განცხადება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობის გადატანის მოთხოვნით, რა დროსაც ხორციელდება ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 ან/და 31 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, დაუკავშირდეს გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს წერილობითი განმარტების ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი