„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 450010000.10.003.023361
150
28/03/2022
ვებგვერდი, 29/03/2022
450010000.10.003.023361
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №150

2022 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/05/2021, 450010000.10.003.022784) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) იურიდიული დეპარტამენტი.“.

3. მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამუზეუმო კოლექციების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; მუზეუმებში დაცული კულტურული ფასეულობების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ხელშეწყობა; შესაბამის შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დროული ინფორმირება და მასთან თანამშრომლობა;“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სპორტულ მომსახურებაზე საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მასობრივი სპორტის მაქსიმალური ხელშეწყობა;

ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

გ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა;

დ) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება;

ვ) სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა;

ზ) სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი;

თ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ი) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

კ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ლ) სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;

მ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სფეროების შესახებ მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა;

ო) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;

პ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება;

ჟ) სპორტში დოპინგის გამოყენებასთან, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან და სპორტში ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

რ) სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) ახალგაზრდობის სფეროს განვითარებისთვის, გაძლიერებისა და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად კოორდინაციის გაწევა;

ტ) სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ახალგაზრდობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და გეგმების შესრულების კონტროლი;

უ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12

1. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში დაცული კულტურული ფასეულობების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების განუხრელი დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელების კონტროლი;

გ) კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა და პირობების განუხრელი შესრულების კონტროლი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე უნებართვოდ ან ნებართვის დარღვევით მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ე) კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე, მინისტრის დავალების საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმება, დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ზ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

თ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება, მათ შორის, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლა, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;

ი) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

კ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ლ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

მ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება;

ნ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13

ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

ბ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე სამინისტროს საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;

დ) სამინისტროში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;

ე) სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ვ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;

ზ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

თ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) სამინისტროს სხვა დეპარტამენტების საქმიანობის ხელშეწყობა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

8. მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) და სამინისტროს სხვა დეპარტამენტების საქმიანობის ხელშეწყობა;“.

9. მე-18 მუხლის „ვ“-„მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

10. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა;

გ) დეპარტამენტში შესული ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ზ) სამინისტროს სხვა დეპარტამენტების საქმიანობის ხელშეწყობა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი