„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-2
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 16/03/2022
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016106
ნ-2
16/03/2022
ვებგვერდი, 17/03/2022
260030000.64.076.016106
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-2

2022 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი

 

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2017, 260030000.64.076.016017) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველის მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“:

1.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ, რომელთაც მინიჭებული აქვთ სტატუსი „კატეგორიის გარეშე”, სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის  განხორციელება დაიწყოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე) ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოდოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე, განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის თემატური მონიტორინგი.“.

2.  მე-7 მუხლის:

ა) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც ბოლო მონიტორინგის შედეგებით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი თავისუფლდება დიაგნოსტიკური ანგარიშის და ქსელის  ფარგლებში ხარისხის კონტროლის სისტემის მიმოხილვის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ის აუდიტორული ფირმა/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორს მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.“.

3.  მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური განცხადებას განიხილავს და განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მე-7 მუხლის პირველი და მე-20 მუხლის 53 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში.“.

4. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. თემატური მონიტორინგის შედეგები (მინიჭებული უფლებამოსილება, მომსახურების შეზღუდვა და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯაროა. აღნიშნული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში.“.

5. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონიტორინგის გეგმაში აუდიტორისა და აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორთან მიმართებაში შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება,  ხოლო  აუდიტორულ ფირმასთან მიმართებაში არანაკლებ 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება.“;

ბ) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:

„33. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ, რომელსაც კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში არ აქვს დასრულებული სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მონიტორინგი ვერ განხორციელდება  (შეწყდება საწყის ეტაპზე), ხოლო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე”, მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე არსებული პერიოდით. ამ პუნქტით განსაზღვრული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაწეული სხვა აუდიტორული მომსახურების არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების  ფარგლებში განახორციელოს თემატური  მონიტორინგი.“;

გ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:

„34. ამ მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს სტატუსი „კატეგორიის გარეშე“, უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე ფინანსური ანგარიშგების აუდიტის  მომსახურება გაუწიოს პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტებს.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. აუდიტორული ფირმა, რომელსაც მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, მაგრამ მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე არ ჩაუტარებია  სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მონიტორინგი ვერ განხორციელდება (შეწყდება საწყის ეტაპზე), აუდიტორული ფირმა მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე უფლებამოსილია გააგრძელოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების განხორციელება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კატეგორიის სუბიექტებისთვის, ხოლო სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება უწყდება და აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე“. თუ აუდიტორულ ფირმას სურს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული მომსახურების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.“;

ბ) 53 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  5პუნქტი:

„54. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ, რომელსაც მიენიჭა სუბიექტებისათვის (გარდა სდპ-ისა) აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება და მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე არ ჩაუტარებია  სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მონიტორინგი ვერ განხორციელდება (შეწყდება საწყის ეტაპზე), აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უნარჩუნდება ბოლო მონიტორინგის შედეგებით მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვა მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე, ხოლო რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე“.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიდავით მჭედლიძე