„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5015
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 20/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016663
5015
28/02/2022
ვებგვერდი, 09/03/2022
000000000.00.00.016663
„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5015

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის  N 33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის  N 33619  ბრძანებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 20 მარტიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                            ლევან კაკავა

 

დანართი №1

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურების სახეები

 

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურებებია:

ა) ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის/ვადის გაგრძელების მოთხოვნა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ცნობის მოთხოვნა;

გ) საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

დ) გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

ე) ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნების (გარდა ფიზიკური პირებისა) მოთხოვნის რეგისტრაცია;

ვ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

ზ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დამქირავებლის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

თ) გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილ საქონელზე ან/და მომსახურებაზე  გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია;

ი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების რეგისტრაცია;

კ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების განხორციელების   მოთხოვნის რეგისტრაცია;

ლ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მიღების მოთხოვნის რეგისტრაცია;

მ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაცია.