„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023311
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
103
02/03/2022
ვებგვერდი, 07/03/2022
300160070.10.003.023311
„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/03/2022 - 28/02/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №103

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017678) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 181. დამატებითი მოთხოვნები ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურები) მიმართ

1. ავტოგასამართი სადგური ან ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურები) ვალდებულია, აღნიშნული სადგურების შიდა და გარე პერიმეტრებზე დაამონტაჟოს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები (ვიდეოკამერები), რომელთა დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლების და ექსპლუატაციის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის შედგენის შემთხვევაში.

2. შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა იძლეოდეს საწვავ-სარიგებელ სვეტთან გაჩერებული ან არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას (სანომრე ნიშნის სიმბოლოს სიმაღლე არანაკლებ 15 პიქსელისა).

3. გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს, სულ მცირე, ორი ვიდეოკამერა, რომლებითაც შესაძლებელი იქნება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა, სადაც განთავსებულია აღნიშნული სადგურები.

4. შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობასა და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. აღნიშნული მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

5. შიდა და გარე პერიმეტრზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ განსაზღვრული წესით გათვალისწინებულ პარამეტრებს/მახასიათებლებს.

6. შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას. აღნიშნული ჩანაწერები დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.

7. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა:

ა) უნდა უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე (შენობა-ნაგებობაში) უნდა განთავსდეს არანაკლებ ერთი მონიტორისა, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში;

ბ) გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომის მეშვეობით, უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქსელთან.

9. ავტოგასამართ სადგურზე შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet „ინტერფეისით“). ავტოგასამართი სადგურის ორგანიზატორი ვალდებულია, იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.

10. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა დამონტაჟდეს იმგვარად, რომ დაცულ იქნეს ამ აქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი