„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023321
109
02/03/2022
ვებგვერდი, 04/03/2022
300160070.10.003.023321
„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2020, 300160070.10.003.021794) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ა) ფიზიკური პირის მიერ:

ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ ან 3000 ლარამდე ღირებულების 50 კგ-მდე საერთო წონის იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას ან ნებისმიერი ღირებულების ერთი ერთეული იმ მანქანა-დანადგარის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების იმ მანქანა-დანადგარების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) მანქანა-დანადგარების იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

გ) მანქანა-დანადგარების იმპორტისას, ჰუმანიტარული  დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის:

ა) II დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) X დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




დანართი X

მანქანა-დანადგარების ნუსხა

 

კატეგორია

დასახელება

სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის

(სეს ესნ) მიხედვით

1.

ხის დასამუშავებელი მანქანა-დანადგარები

შეშის დასამუშავებელი დაზგა

8465 99 009 00

 გამაშალაშინებელი მოწყობილობა

 8467 29 700 00

ხის ერთშპინდელიანი ვერტიკალური საფრეზი ჩარხი

8456 11 900 00

რეისმუსი

8465 92 000 00

ლამინატის საჭრელი დაზგა

8465 96 000 00

ხის დამამუშავებელი ჩარხები

8465 99 001 00

ძრავიანი ხერხი (ხელის)

8467 81 000 00

2.

სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები

საირიგაციო მანქანა

8424 82 100 00

შემწამლველი მანქანა (ხელით მართვადი)

8424 82 900 00

მიწის მთხრელი მანქანა

8432 80 000 00

 მბრუნავი კულტივატორი

8432 29 100 00

 ძრავიანი თოხი

8432 29 900 00

შემწამვლელი მანქანა (ტრანსპორტით გადასაადგილებელი)

8432 80 00 000

ძრავიანი ცელი

8433 20 100 00

ვაზის ყლორტის საჭრელი მანქანა

8433 59 850 00

სილოსის ჩატვირთვის, შერევის, დაქუცმაცებისა და განაწილების მოწყობილობები

8437 80 000 00

პირდაპირი სათესელები, სარგველები და ჩითილების სარგავი მანქანები

8432 31 000 00

3.

სამშენებლო/ინფრასტრუქტურული დანიშნულების მანქანა-დანადგარები

ჭერის ჰიდრავლიკური დამჭერები

8425 42 000 09

მტვირთავი ამწე

8426 12 000 00

მსუბუქი ამწეკრანი

8426 99 000 09

ბეტონშემრევი მანქანა

8474 31 000 00

აგურისა და ქვის მჭრელი დანადგარი

8474 80 900 00

სამშენებლო ნაკეთობის დანადგარი ბეტონისათვის

8474 80 900 00

ბეტონის სანგრევი ვიბრატორი (პერფერატორი)

8479 10 000 00

ლაზერული ნიველირი (ელექტრო)

9015 30 100 00

გვირაბგამყვანი მანქანები

8430 31 000 00

კოშკურა ამწეები

8426 20 000 00

ჰიდრავლიკური ამწეები, განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების

ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის

8426 91 100 00

ბორბლებზე სავალი ამწეები

8426 41 000 00

მოძრავი ამწე ფერმები ბორბლიანი სვლით და პორტალური სატვირთელები

8426 12 000 00

4.

ლითონის დასამუშავებელი მანქანა- დანადგარები

მექანიკური საბურღი ჩარხი

 8465 95 000 00

მექანიკური ჩარხი სახარატე

 8465 99 001 00

ძალური საჭრელი

8461 50 110 00

რკინის სტაციონარული საჭრელი (ელექტროდაზგა)

8461 50 110 00

მექანიკური საფრეზი ჩარხი

8465 92 000 00

კუთხსახეხი

8467 29 510 00

ცირკულარული საჭრელი

8465 91 200 00

მექანიკური მაკრატლები (წნეხების ჩათვლით),

კომბინირებული გამხვრეტი და ამომკვეთის გარდა: დანარჩენი

8462 39 100 00

8462 39 910 00

8462 39 990 00

მექანიკური მაკრატლები (წნეხების ჩათვლით),

კომბინირებული გამხვრეტი და ამომკვეთის გარდა:

ციფრული პროგრამული მართვით

8462 31 000 00

საჭედი ან საშტამპავი მანქანები (წნეხების ჩათვლით)

და უროები: ციფრული პროგრამული მართვით

8462 10 100 00

საჭედი ან საშტამპავი მანქანები (წნეხების ჩათვლით)

და უროები: დანარჩენი

8462 10 900 00

კუთხვილსაჭრელი ჩარხები

8459 70 000 00

ხაზოვანი აგებულების აგრეგატული ჩარხები

8459 10 000 00

 

საბურღი ჩარხები ციფრული პროგრამული მართვით

8459 21 000 00

საბურღი ჩარხები დანარჩენი

8459 29 000 00

შიგსაჩარხი-საფრეზავი ჩარხები ციფრული პროგრამული მართვით

8459 31 000 00

შიგსაჩარხი-საფრეზავი ჩარხები დანარჩენი

8459 39 000 00

შიგსაჩარხი ჩარხები ციფრული პროგრამული მართვით

8459 41 000 00

შიგსაჩარხი ჩარხები დანარჩენი

8459 49 000 00

კონსოლ-საფრეზავი ჩარხები: ციფრული პროგრამული მართვით

8459 51 000 00

კონსოლ-საფრეზავი ჩარხები: დანარჩენი

8459 59 000 00

საფრეზავი ჩარხები ციფრული პროგრამული მართვით:

8459 61 100 00

საფრეზავი ჩარხები დანარჩენი

8459 61 900 00

ინსტრუმენტული საფრეზავი ციფრული პროგრამული მართვით

8459 69 100 00

ინსტრუმენტული საფრეზავი დანარჩენი

8459 69 900 00

5.

პორტატული/ ხელით მართვადი მანქანა დანადგარები

ჰაერის შემბერი

8414 59 950 00

ლოკომოტივები

8601 10 000 00

ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჯალამბარი

8425 31 000 09

თოვლის სახვეტი (ხელით მართვადი)

8430 20 000 00

საბურღი დანადგარები

8430 49 000 00

გაზონსაკრეჭი (ელექტრო)

8433 11 100 00

ბუჩქის საკრეჭი (ხელით მართვადი, ელექტრო)

8433 11 100 00

გაზონსაკრეჭი თვითმავალი დასაჯდომით

8433 11 510 00

გაზონსაკრეჭი თვითმავალი დასაჯდომის გარეშე

8433 11 590 00

 სლაისერი

8438 50 000 00

პნევმატური საპრესი

8462 91 800 00

ქანჩის მოსაჭერი (ელექტრო, პნევმატური)

8467 19 000 00 -პნევმატური

8467 11 900 00 -პნევმატური

8467 29 900 00 -ელექტრო

ელექტროსახრახნისი

8467 29 900 00

ელექტრო დრელი

8467 21

ცირკულარული ხერხი

8467 22 300 00

ლობზიკი (ხელით მართვადი ბეწვახერხი) (ელექტრო)

8467 22 900 00

 შრედერი

8472 90 900 00

პნევმატური შეზეთვის აპარატი

8479 89 600 00

მილების გასაცხელებელი უთო

8515 80 900 00

6.

ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები

საფეიქრო დანადგარი

8445 20 000 00

ინდუსტრიული ჭურჭლის სარეცხი მანქანა

8422 19 000 00

შუშის დასამზადებელი დანადგარი

8475 29 000 00

ინდუსტრიული ცომსაზელი

8438 10 900 00

მინერალური ნივთიერებების ბიტუმთან შემრევი მანქანები

8474 32 000 00

ბეტონსარევები ან დუღაბშემრევები

8474 31 000 00

მანქანები შერევისა და არევისათვის

8474 39 000 00

მექანიკური მოწყობილობები ტყორცნის, გაშხეფვისა ან

გაფრქვევისათვის მხოლოდ ან ძირითადად განკუთვნილი

ბეჭდური სქემების ან ბეჭდური ასაწყობი სქემების დასამზადებლად

8424 89 400 00

წყლით რეცხვის მოწყობილობა დანარჩენი

8424 30 080 00

წყლით რეცხვის მოწყობილობა გამახურებელი მოწყობილობით

8424 30 010 00

ლიფტები და სკიპური საწეველები ელექტრული მართვით – სპეციალურად მიწისქვეშა სამუშაოებისათვის განკუთვნილი

8428 31 000 00

ლიფტები და სკიპური საწეველები ელექტრული მართვით

8428 10 200 00

ინდუსტრიული საკერავი მანქანები

8452 29 000 00

დანადგარები მაკარონის, სპაგეტისა ან ანალოგიური პროდუქციის წარმოებისათვის

8438 10 900 00

დანადგარები პურფუნთუშეული ნაწარმის წარმოებისათვის

8438 10 100 00

დანადგარები ხორცის ან ფრინველის გადასამუშავებლად

8438 50 000 00

7.

სხვა

სარბენი ბილიკი

9506 91 900 00

სტაციონარული საფარეხე საწეველები (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამწეები)

8425 41 000 00

მანქანები მოსაღუნი, ნაწიბურსაღუნი, საწრფევებელი (წნეხების ჩათვლით):

დანარჩენი

8462 10 900 00

მანქანები მოსაღუნი, ნაწიბურსაღუნი, საწრფევებელი (წნეხების ჩათვლით):

ციფრული პროგრამული მართვით

8462 10 100 00

სამრეწველო, კომერციული და ავტოფარეხების კარები და კარიბჭეები (ელექტროკარები და კარიბჭეები)

7308 30 000 00

საბაგირო სამგზავრო და სატვირთო გზები, სათხილამურო საწეველები;

საწევი მექანიზმები ფუნიკულიორებისათვის

8428 60 000 00

ესკალატორები და საქვეითო მოძრავი ბილიკები

8428 40 000 00

ფხვნილების საფრქვევებლები და მანაწილებლები, ტრაქტორებზე ან

ამ ტრაქტორებით ბუქსირზიდვისათვის დასაყენებელი

8424 49 100 00

პორტატული გამაფრქვევლები

8424 41 000 00