დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №547 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 113 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023316 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №547 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2016, 300160070.10.003.019613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, არაორგანული კალის, არაორგანული დარიშხანის, 3 -მონოქლორპროპან -1,2 დიოლის (შემდგომში – 3-MCPD), 3-MCPD ცხიმოვანი მჟავების ეთერების, გლიციდილის ცხიმოვანი მჟავის რთული ეთერების, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების (შემდგომში – პან), პერქლორატებისა და ასევე აკრილამიდის რაოდენობის დადგენისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას. 2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული დანართის ნაწილ 3, 4 და 6-ით განსაზღვრული დამაბინძურებლებისა (კონტამინანტებისა) და ასევე აკრილამიდის რაოდენობის ლაბორატორიული გამოკვლევისათვის სახელმწიფო კონტროლის დროს ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდებს.“. 2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღმოჩენის (გამოვლენის) ზღვარი (LOD) – უმცირესი გაზომვადი შემცველობა (რაოდენობა), რომელიც საშუალებას იძლევა დასკვნისათვის, რომ საანალიზო კომპონენტი, მისაღები სტატისტიკური სარწმუნოობით, არსებობს;“. 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) კვანტიფიკაციის (რაოდენობრივი) ზღვარი (LOQ) – საანალიზო კომპონენტის უმცირესი შემცველობა (რაოდენობა), რომელიც შესაძლებელია, განსაზღვრულ იქნეს მისაღები სტატისტიკური სარწმუნოობით;“. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ნიმუშის აღების გეგმა 1. დიდი პარტია დაყოფილი უნდა იქნეს ქვეპარტიებად იმ პირობით, რომ თითოეული ქვეპარტია ფიზიკურად იქნება განცალკევებული. 2. სურსათიდან, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ნაყარის სახით (მაგალითად, მარცვლოვნები), ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად სურსათისათვის, რომლის რეალიზაცია ხდება ნაყარის სახით“ შესაბამისად. სხვა სურსათისათვის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ის „პარტიის დაყოფა ქვეპარტიებად სხვა სურსათისათვის“ შესაბამისად. რამდენადაც პარტიის წონა ყოველთვის არ შეესაბამება ქვეპარტიების წონათა ზუსტ ჯამს, დასაშვებია ქვეპარტიის წონათა ჯამი არაუმეტეს 20%-ით აღემატებოდეს პარტიის წონას. 3. ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) სურსათისათვის, გარდა სასურსათო (სურსათის) დანამატების, მშრალი სუნელების ან მშრალი მწვანილის, მშრალი სოკოების, წყალმცენარეების ან ლიქენებისა, გაერთიანებული (საშუალო) ნიმუშის რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ-ს ან 1 ლიტრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია, მაგალითად, როდესაც ნიმუში შედგება ერთი შეფუთვისაგან ან ერთი ერთეულისაგან; ბ) სასურსათო (სურსათის) დანამატებისთვის, მშრალი სუნელებისა და მშრალი მწვანილისთვის, მშრალი სოკოებისთვის, წყალმცენარეებისათვის ან ლიქენებისათვის გაერთიანებული (საშუალო) ნიმუშის რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 გ-ს ან 100 მლ-ს; გ) სურსათისათვის, გარდა სასურსათო (სურსათის) დანამატებისა, პარტიიდან ან ქვეპარტიიდან მინიმალური ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ის – „ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშების მინიმალური რაოდენობა, რომელიც აღებულ უნდა იქნეს პარტიიდან ან ქვეპარტიიდან“ შესაბამისად; დ) დიდი მოცულობის, ჩამოსასხმელი, თხევადი სურსათისათვის, უშუალოდ ნიმუშის აღების წინ, მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტების) ერთგვაროვნად (თანაბრად, ჰომოგენურად) გადანაწილებისათვის, უნდა მოხდეს პარტიის ან ქვეპარტიის შეძლებისდაგვარად კარგად შერევა ხელით შენჯღრევით ან მექანიკური საშუალებით ისე, რომ არ მოხდეს მისი ხარისხის გაუარესება. შესაბამისად, გაერთიანებული (საშუალო) ნიმუშის შედგენისათვის ერთი პარტიიდან ან ქვეპარტიიდან საკმარისია სამი ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშის აღება; ე) თუ პარტია ან ქვეპარტია შედგება ინდივიდუალური საცალო შეფუთვების ან ერთეულებისაგან, სურსათისათვის, გარდა სასურსათო (სურსათის) დანამატებისა, შეფუთვების ან ერთეულების (ინკრემენტალური ნიმუშების) აღება გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ N41-ით – „საცალო შეფუთვების ან ერთეულების (ინკრემენტალური ნიმუშების) რაოდენობა, რომელიც აღებული უნდა იქნეს გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად, თუ პარტია ან ქვეპარტია შედგება სურსათის ცალკეული საცალო შეფუთვებისაგან ან ერთეულებისაგან, გარდა სასურსათო (სურსათის) დანამატებისა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ვ) ინკრემენტალურ (წერტილოვან) ნიმუშებს უნდა ჰქონდეს ერთნაირი წონა/მოცულობა. სურსათისათვის, გარდა სასურსათო (სურსათის) დანამატების, მშრალი სუნელების ან მშრალი მწვანილის, მშრალი სოკოების, წყალმცენარეების ან ლიქენებისა, ერთი ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშის წონა/მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 გ-ს ან 100 მლ-ს, შედეგად, გაერთიანებული (საშუალო) ნიმუშის წონა შეადგენს არანაკლებ 1 კგ-ს ან 1 ლ-ს; ზ) სასურსათო (სურსათის) დანამატების, მშრალი სუნელების ან მშრალი მწვანილის, მშრალი სოკოების, წყალმცენარეების ან ლიქენებისათვის ერთი ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშის წონა/მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 გ-ს ან 35 მლ-ს, შედეგად, გაერთიანებული (საშუალო) ნიმუშის წონა შეადგენს არანაკლებ 100 გ-ს ან 100 მლ-ს; თ) არაორგანული კალისათვის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი გამოიყენება ცალკეული ქილისათვის, თუმცა, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, კვლევისათვის აღებულ უნდა იქნეს გაერთიანებული (საშუალო) ნიმუში. ამასთანავე, თუ ქილების გაერთიანებული (საშუალო) ნიმუშის გამოკვლევისას არაორგანული კალის რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მიახლოებულია მასთან, ამასთანავე არსებობს ეჭვი, რომ ცალკეულ ქილაში მისი შემცველობა აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარს, გამოკვლევები უნდა გაგრძელდეს; ი) სასურსათო (სურსათის) დანამატებისათვის ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა და ზომა განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ N42-ით – „ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა და ზომა სასურსათო (სურსათის) დანამატებისათვის“. 4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს მიუღებელი კომერციული შედეგი (მაგალითად, შეფუთვის ფორმა, დაზიანებული პარტია და სხვ.) ან ნიმუშის აღების აღნიშნული მეთოდის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია, დასაშვებია ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის ან ქვეპარტიისათვის, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება, იქნება რეპრეზენტაციული და სრულად დოკუმენტირებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 5. თუ პარტია ან ქვეპარტია, საიდანაც აღებულ უნდა იქნეს ნიმუში, წარმოდგენილია დიდი ზომის თევზებით (თითოეული თევზის წონა აღემატება 1 კგ-ს), ხოლო პარტიის ან ქვეპარტიის წონა აღემატება 500 კგ-ს, ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუში აღებულ უნდა იქნეს თევზის სხეულის შუა ნაწილიდან. თითოეული ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშის წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 გ-ს. 6. საცალო ვაჭრობის ეტაპზე სურსათიდან ნიმუშის აღება შეძლებისდაგვრად უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების მეთოდის გამოყენება, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს მიუღებელი კომერციული შედეგი (მაგალითად, შეფუთვის ფორმა, დაზიანებული პარტია და სხვ.) ან ნიმუშის აღების აღნიშნული მეთოდის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია, დასაშვებია ალტერნატიული მეთოდის გამოყენება იმ პირობით, რომ გაერთიანებული ნიმუში მთელი პარტიისათვის ან ქვეპარტიისათვის, საიდანაც ხდება ნიმუშის აღება, იქნება რეპრეზენტატიული და სრულად დოკუმენტირებული.“. 5. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ ტექნიკური რეგლამენტის: ა) დანართ №5-ით განსაზღვრულია ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, არაორგანული კალისა და არაორგანული დარიშხანის ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები; ბ) დანართ №61-ით განსაზღვრულია 3-მონოქლორპროპან 1,2 დიოლის (3-MCPD) ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 ნაწილის პუნქტ 4.1-ით განსაზღვრული სურსათისათვის; გ) დანართ №62ით განსაზღვრულია 3-მონოქლორპროპან 1,2 დიოლის (3-MCPD) ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 ნაწილის 4.3 პუნქტით განსაზღვრული სურსათისათვის; დ) დანართ №63-ით განსაზღვრულია 3-MCPD ცხიმოვანი მჟავის ეთერები, გამოხატული როგორც 3-MCPD, ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 ნაწილის 4.3 პუნქტით განსაზღვრული სურსათისათვის; ე) დანართ №64-ით განსაზღვრულია გლიციდილის ცხიმოვანი მჟავის ეთერების, გამოხატული, როგორც გლიციდოლი, ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 ნაწილის 4.2 პუნქტით განსაზღვრული სურსათისათვის; ვ) დანართ №7-ით განსაზღვრულია პან-(ებ)ის ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები, რომლებიც ვრცელდება ბენზო(a)პირენზე, ბენზო(a)ანთრაცინზე, ბენზო(a)ფლუორენსა, ქრიზენზე; ზ) დანართ №71-ით განსაზღვრულია აკრილამიდის ანალიზის მეთოდებისათვის სამუშაო კრიტერიუმები, რომლებიც ვრცელდება აკრილამიდზე; თ) დანართ №72-ით განსაზღვრულია პერქლორატის ანალიზის მეთოდებისათვის სამუშაო კრიტერიუმები, რომლებიც ვრცელდება პერქლორატზე;“. 6. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3
სურსათის, გარდა სასურსათო (სურსათის) დანამატებისა, პარტიიდან ან ქვეპარტიიდან აღებული ინკრემენტალური (წერტილოვანი) ნიმუშების მინიმალური რაოდენობა
.“.
7. დანართი №4 ამოღებულ იქნეს.
8. დანართ №4-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №41 და დანართი №42:
„დანართი №41
საცალო შეფუთვების ან ერთეულების (ინკრემენტალური ნიმუშების) რაოდენობა, რომელიც აღებულ უნდა იქნეს გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად, თუ პარტია ან ქვეპარტია შედგება სურსათის ცალკეული საცალო შეფუთვებისაგან ან ერთეულებისაგან, გარდა სასურსათო (სურსათის) დანამატებისა
დანართი №42
ინკრემენტალური ნიმუშების მინიმალური რაოდენობა და ზომა სასურსათო (სურსათის) დანამატებისათვის
.“.
9. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, არაორგანული კალისა და არაორგანული დარიშხანის ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები
.“.
10. დანართ №6-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №61, დანართი №62, დანართი №63 და დანართი №64.
„დანართი №61
3-MCPD-ის (3-მონოქლორპროპან 1,2 დიოლის (3-MCPD)) ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები
დანართი №62
3-მონოქლორპროპან 1,2 დიოლის (3-MCPD) ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები
დანართი №63
3-MCPD ცხიმოვანი მჟავის ეთერები, გამოხატული როგორც 3-MCPD-ის ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები
დანართი №64
გლიციდილის ცხიმოვანი მჟავის ეთერები, გამოხტული როგორც გლიციდოლი, ანალიზის მეთოდების სამუშაო კრიტერიუმები
.“.
11. დანართ №7-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №71 და დანართი №72:
„დანართი №71
აკრილამიდის ანალიზის მეთოდებისათვის სამუშაო კრიტერიუმები
დანართი №72
პერქლორატის ანალიზის მეთოდებისათვის სამუშაო კრიტერიუმები
.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი ივლისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები