დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 100 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023308 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.“. 3. 82 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 83 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი: „84. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ზედამხედველობა; გ) შესყიდვებთან დაკავშირებით კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტი შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობის მართებულობისათვის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენებისათვის, მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, რისკების ანალიზი, სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა ობიექტური შემოწმებისა და შეფასების საშუალებით; ბ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი; დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საჩივარ-განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის/ინფორმაციის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 4 მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები