,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016947
01-17/ნ
26/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
470230000.22.035.016947
,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-17/ნ

2022 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, 470230000.22.035.016280) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი):

ა.ა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეცეპტით გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტი, მატერიალური ფორმით (რეცეპტი ქაღალდის მატარებელზე) გაცემის შემთხვევაში გამოიწერება ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე  (შემდგომში – რეცეპტი). 2022 წლის 1 მარტიდან, მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი გამოიწერება მხოლოდ ელექტრონულად. მატერიალური ფორმით (რეცეპტი ქაღალდის მატარებელზე) რეცეპტი შეიძლება გამოიწეროს სოფლის ექიმის მიერ, ასევე, სამედიცინო დაწებულების მიერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში.

3. ელექტრონული რეცეპტის წარმოების და ბრუნვის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.“.

ა.ბ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5.

1. ,,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე და ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხისა და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის სავალდებულოდ ელექტრონულად გამოწერისა და გაცემის წესებთან.“

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე მატერიალური ფორმით (ქაღალდის მატარებლებზე)  გამოწერილი რეცეპტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას რეცეპტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.''.

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 (ფორმა №3  რეცეპტის  ბლანკის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი