“ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”

“ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016346
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
25/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
370020000.35.141.016346
“ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/02/2022 - 27/02/2023)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ახალქალაქი

 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“   ქვეპუნქტის და  61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, 2013 წლის 08 ოქტომბრის  საქართველოს პრეზიდენტის №784 „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2021 წლის 05 თებერვლის  №3 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 09/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 370020000.35.141.016327).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან



დანართი №1

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 


1. ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“)  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG  X  ITL X  C X K სადაც:

ა)  CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ;

ბ) IMG – არის ახალქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3 – ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

- ქ. ახალქალაქი– 1,0–ს;

დ) C - არის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 40-ს.

 

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ.ახალქალაქში  მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით

 

ტერიტორია

 

 

IMG

 ITL

C

      K

  

      CN(ლარი)

       

ქ. ახალქალაქი

0,30

1,0

0,24

40                

2,88

 

3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი  დადგენილია ქ. ახალქალაქის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით და შესაბამისად შეადგენს 1,44 ლარს:
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %-ით და შესაბამისად შეადგენს 0,72 ლარს:
5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში ( თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ/მ  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %-ით და შესაბამისად შეადგენს 2,016 ლარს.