„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017209
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
18/02/2022
ვებგვერდი, 22/02/2022
140130000.22.034.017209
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2022 - 19/04/2022)

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №20

2022 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ს) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც ამ წესის შესაბამისად დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე ტარდება;

ტ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც ამ წესის შესაბამისად რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ტარდება;

უ) ტაქოგრაფი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმებით (AETR) დადგენილ მოთხოვნებს.“.

2. 41 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

3. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

1. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:

ა) მოთხოვნის მომენტისათვის „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი მოიპოვებს:

ა.ა) მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის, ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ა.ბ) მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის, მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისა და  ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს:

ბ.ა) ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ.ბ) მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისა და ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის  წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.

2. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 17 წლიდან.

3. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს არ აქვს მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებით პირს არ ენიჭება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.

5. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიჭების დამადასტურებელ მართვის მოწმობაში აისახება ამ წესის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო კოდი.

6. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს:

ა) მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში;

ბ) მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში;

გ) ამ წესის შესაბამისად „C“ ან „D“ კატეგორიის მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაში;

დ) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაში.

7. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ამ წესის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

4. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

1. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის მინიჭებული აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს:

ა) ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპების წარმატებით ჩაბარებისა და  უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ) მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისა და ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.

3. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 18 წლის ასაკიდან.

4. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება არ აქვს მართოს მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“  და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

5. მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობაში აისახება ამ წესის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო კოდი.

6.  ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „BE“  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე  „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს:

ა) მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე  „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში;

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით „C“ ან „D“ კატეგორიის მართვის უფლების  მოპოვების შემთხვევაში;

გ) ამ წესის შესაბამისად  „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების  მოპოვების შემთხვევაში.

7. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებზე.“.

5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, მას წინასწარ აქვს დაჯავშნილი ადგილი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ამ წესის 211 მუხლის შესაბამისად (მხოლოდ აღნიშნული გამოცდის ჩაბარების აუცილებლობის შემთხვევაში);“;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, მას წინასწარ აქვს დაჯავშნილი ადგილი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში ამ წესის 211 მუხლის შესაბამისად (მხოლოდ აღნიშნული  გამოცდის ჩაბარების აუცილებლობის შემთხვევაში);“.

6. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 211. მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდისა და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში ადგილის დაჯავშნა

1. მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე (გარდა „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისა), ასევე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია რიგში დაჯავშნოს ადგილი (შემდგომ – რიგის დაჯავშნა).

2. რიგის დაჯავშნის მიზანია მძღოლობის კანდიდატის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ან პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე შესაძლო დაშვების დროის განსაზღვრა. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;

ბ) ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის მეშვეობით;

გ) სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა ფორმით.

3. რიგის დასაჯავშნად სავალდებულოა, მძღოლობის კანდიდატი გაეცნოს სააგენტოს მიერ მომზადებულ რიგის დაჯავშნის წესებს და მასზე და სააგენტოს მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა. თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა მობილურ აპლიკაციაში, ვებგვერდზე, სწრაფი გადახდის ტერმინალში ან სააგენტოს ელექტრონული პროგრამის შესაბამის ფანჯარაში შესაბამისი თანხმობის ღილაკის მონიშვნა. რიგის დაჯავშნის წესები არ საჭიროებს მასზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას.

4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მძღოლობის კანდიდატმა რიგის დასაჯავშნად უნდა  წარადგინოს (მიუთითოს)  შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):

ა) მძღოლობის კანდიდატის პერსონალური მონაცემები, კერძოდ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატის პირადი ნომერი, ხოლო იმ პირის შემთხვევაში, რომელზეც საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული არ არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ა.ბ) მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, სადაც მძღოლობის კანდიდატს სურს მომსახურების მიღება (სტრუქტურული ერთეულის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ჩამონათვალიდან);

გ) დრო, როდესაც სურს მძღოლობის კანდიდატს მომსახურების მიღება (დროის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებულ კალენდარში არსებული თავისუფალი დროიდან);

დ) სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია;

ე) მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით რიგის დაჯავშნის შემთხვევაში);

ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაცემათა კოლოფი (მექანიკური/ავტომატური), რომელზეც სურს მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება.

5. ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის მეშვეობით რიგის დაჯავშნის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატის მიერ ზუსტად და სრულად უნდა შეივსოს ველებში მითითებული შესაბამისი ინფორმაცია (მონაცემები). ამასთან, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, ელექტრონული სისტემის მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში ელექტრონულად გადაიხადოს სააგენტოს მომსახურების საფასური, ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებული საფასურის გადახდის ველის მეშვეობით.

6. შესაბამის გამოცდაზე გამოცხადებისას მძღოლობის კანდიდატის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის საფასურსა და მის მიერ  გადახდილ/გადასახდელ თანხას შორის სხვაობა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს საგამოცდო სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.

7. რიგის დაჯავშნისათვის ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენის/მითითების საფუძველზე, სააგენტო რიგის დაჯავშნის ან დაჯავშნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მძღოლობის კანდიდატს აცნობებს ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით) ფორმით.

8. მძღოლობის კანდიდატის მიერ დაჯავშნილ დროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რიგის შემდგომი დაჯავშნა დაიშვება წინა რიგის დაჯავშნის დღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ამ წესის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით, ხოლო მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში რიგის შემდგომი დაჯავშნა დაიშვება (თეორიული გამოცდის დღედ შეიძლება არჩეულ იქნეს) არაუადრეს წინა რიგის დაჯავშნის დღის მე-7 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჯავშნის გაუქმების ან შეცვლის შესახებ ინფორმაციას  ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებულ რიგის დაჯავშნის კალენდარზე სააგენტო ასახავს 24 საათის განმავლობაში.

10. რიგის დაჯავშნა არ განხორციელდება:

ა) რიგის დაჯავშნის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგის დაჯავშნის განუხორციელებლობის ან პირის შესაბამის გამოცდაზე დაუშვებლობის საფუძველი.

11. სააგენტო უფლებამოსილია მძღოლობის კანდიდატის მიერ რიგის დაჯავშნის მიზნით ისარგებლოს როგორც სააგენტოს, ასევე სხვა დაწესებულებების, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით და მძღოლობის კანდიდატის თანხმობის გარეშე დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები.“.

7. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირის დაშვება

1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა (შემდგომ – მართვის უფლების მისაღები გამოცდა) შედგება თეორიული ან/და ერთ- ან ორეტაპიანი პრაქტიკული გამოცდისაგან.

2. „A“, „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა მოიცავს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს.

3. „B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა მოიცავს პრაქტიკული გამოცდის პირველ და მეორე ეტაპებს.

4. მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარადგინოს:

ა) ელექტრონული ან მატერიალური სახის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორია ან ქვეკატეგორია, რომლის მართვის უფლების მოპოვებაც სურს;

ბ) ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღება ხორციელდება საგამოცდო სამსახურში, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი არ მოიცავს აღნიშნულ ინფორმაციას;

ე) მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სათანადო მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ზ) მართვის მოწმობა:

ზ.ა) თუ მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს უკვე მოპოვებული აქვს სხვა კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მართვის უფლება და გაცხადებული არ აქვს მართვის მოწმობის დაკარგვის თაობაზე. ამ შემთხვევაში, დოკუმენტების მიღების შემდგომ, პირს უბრუნდება წარდგენილი მართვის მოწმობა და მისი განმეორებით ჩასაბარებლად წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ ახალი მართვის მოწმობის გაცემის საფუძვლის წარმოშობისას;

ზ.ბ) თუ ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს მართვის მოწმობა არ აქვს ჩამორთმეული ან დაკარგული და გაცხადებული არ აქვს მართვის მოწმობის დაკარგვის თაობაზე;

თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით;

ი) ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში დაშვებისას მძღოლობის კანდიდატის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სააგენტოში წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოში აღნიშნული გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით;

კ) ამ წესით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.

5. თეორიულ გამოცდაზე და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ყოველ ჯერზე განახორციელოს რიგის დაჯავშნა ამ წესის 211 მუხლით დადგენილი წესით.

6. მძღოლობის კანდიდატის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი ახორციელებს წარდგენილი დოკუმენტებისა და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის შემოწმებას. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მართვის უფლების მინიჭების შემზღუდავი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს ენიჭება უნიკალური ნომერი და ხორციელდება მისი რეგისტრაცია ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

7. თუ ამ წესიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, მძღოლობის კანდიდატის განცხადება და მის საფუძველზე განხორციელებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მოთხოვნილი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისთვის მინიჭებამდე.

8. პირის  დაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც მას მინიჭებული არ აქვს საქართველოში კომპეტენტური ორგანოს მიერ და თუ მის მიერ მოთხოვნილი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების წესი ითვალისწინებს მის მიერ მითითებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას.“.

8. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241, 242 და 243 მუხლები:

„მუხლი 241. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებული ზოგადი წესები

1. მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ატარებს საგამოცდო სამსახური, გამომცდელის მეშვეობით. გამოცდის მსვლელობას ზედამხედველობს საგამოცდო სამსახურის უფროსი.

2. გამომცდელი შეიძლება იყოს მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის გამომცდელს უნდა ჰქონდეს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელსაც თვითონ იბარებს.

3. დაუშვებელია გამომცდელი მუშაობდეს მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში.

4. გამომცდელს ეკრძალება მძღოლობის კანდიდატის ყურადღების გადატანა საგამოცდო პროცესიდან ლაპარაკით ან რაიმე ქმედებით, რომელიც არ უკავშირდება საგამოცდო პროცესს, ასევე – მინიშნება ან რაიმე სხვა სახის დახმარების გაწევა.

5. გამომცდელი ვალდებულია:

ა) გამოცდის მიმდინარეობისას მუდმივად იყოს მობილიზებული და მიიღოს გონივრული ზომები მძღოლობის კანდიდატის, საკუთარი და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ბ) არ გასცეს მძღოლობის კანდიდატის შეცდომაში შემყვანი ან დამაბნეველი მითითებები;

გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები.

6. მართვის უფლების მისაღები გამოცდის მსვლელობისას, უშუალოდ საგამოცდო ოთახში, საგამოცდო მოედანზე (ავტოდრომი ან დახურული მოედანი) ან საგამოცდო ავტომობილში სააგენტოს თანამშრომლისა და მძღოლობის კანდიდატების გარდა სხვა პირთა დასწრება აკრძალულია.

7. მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის ნივთები;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, გამომცდელის წინასწარი თანხმობით.

8. მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე აკრძალულია:

ა) მობილურის ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების შეტანა;

ბ) ფოტო ან ვიდეო-აპარატურის შეტანა;

გ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვა მასალების გამოყენება;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მძღოლობის კანდიდატებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) საგამოცდო ავტომობილის ან თეორიული გამოცდის ჩაბარების ადგილის გამომცდელის ნებართვის გარეშე დატოვება;

ვ) გამოცდაზე ნებადართული ნივთების გარდა სხვა ნივთების  შეტანა;

ზ) გამომცდელის მითითების გარეშე მართვის უფლების მისაღები გამოცდის დაწყება;

თ) თეორიულ გამოცდაზე, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება ან საგამოცდო ოთახში დარჩენა, ხოლო პრაქტიკული გამოცდის დასრულების შემდეგ გამომცდელის თანხმობის/მოთხოვნის გარეშე საგამოცდო ავტომობილში დარჩენა;

ი) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში გამოცდაზე გამოცხადება;

კ) საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საგამოცდო პროცესის შეფერხება, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფა ან სხვა მსგავსი ქმედება;

ლ) შესაბამისი მძღოლობის კანდიდატის ნაცვლად გამოცდაზე სხვა მძღოლობის კანდიდატის ან მესამე პირის გასვლა (საგამოცდო სამსახურის შეცდომაში შეყვანის გზით ან მის გარეშე);

მ) გამომცდელის მითითების გარეშე პრაქტიკული გამოცდით გათვალისწინებული ელემენტის ან მოქმედების არათანმიმდევრულად შესრულება ან პრაქტიკული გამოცდით გაუთვალისწინებელი ელემენტის ან მოქმედების შესრულება;

ნ) საგამოცდო მარშრუტიდან გადახვევა, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ო) მძღოლობის კანდიდატის მიერ გამოცდის მიმდინარეობის ფოტო/ვიდეო გადაღება ან/და აუდიო ჩაწერა;

პ) ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც აფერხებს გამოცდის მსვლელობას ან მიმართულია გამოცდის პროცესის ჩაშლისკენ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, გამომცდელს უფლება აქვს, პირი არ დაუშვას მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ან გააძევოს იგი გამოცდიდან. აღნიშნულ შემთხვევაში მართვის უფლების მისაღები გამოცდა წყდება, ფასდება უარყოფითად და ითვლება ჩაუბარებლად.

10. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია:

ა) ამ წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები (გარდა ამ წესით განსაზღვრული შემთხვევებისა) წარადგინოს:

ა.ა) თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე, თუ:

ა.ა.ა) მართვის უფლების მოსაპოვებლად ან უფლების აღსადგენად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება;

ა.ა.ბ) მართვის უფლების მოსაპოვებლად ან უფლების აღსადგენად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება;

ა.ბ) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დაშვებამდე, თუ მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა  მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ან პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარება;

ა.გ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებამდე, თუ მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მხოლოდ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება;

ბ) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ვადაზე ადრე დაშვების (დაჩქარებული მომსახურება) მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დაჩქარებული წესით დაშვებამდე;

გ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ვადაზე ადრე დაშვების (დაჩქარებული მომსახურება) მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაჩქარებული წესით დაშვებამდე.

მუხლი 242. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის ვადები

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები:

ა)  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი შედეგის მიუღებლობის შემთხვევაში, თეორიულ გამოცდაზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას;

ბ) პრაქტიკული გამოცდის, როგორც პირველი, ასევე მეორე ეტაპის ჩაბარება, მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, უფლება აქვს პრაქტიკულ გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დამაკმაყოფილებელი შედეგის მიუღებლობის შემთხვევაში, თეორიულ გამოცდასა და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

2. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირი ამავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ მორიგი პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დაიშვება ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს მე-7 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დაშვების  ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

3. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირი ამავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მორიგი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვების ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 91 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს:

ა) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში −  პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დაშვებას, მაგრამ არაუგვიანეს თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებიდან  30 კალენდარული დღისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე პირველივე გასვლისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ყოველ შემდგომ დაშვებას, მაგრამ არანაკლებ უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-7 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30-ე კალენდარული დღისა.

5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირი რომელმაც  პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, იმავე ქვეპუნქტით განსაზღრული შეღავათით სარგებლობს:

ა) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე პირველადი დაშვებისას, მაგრამ არაუგვიანეს თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებიდან  30 კალენდარული დღისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე პირველივე გასვლისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ყოველი შემდგომი დაშვებისას, მაგრამ არანაკლებ უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-7 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30-ე კალენდარული დღისა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების წესი არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე.

7. დაუშვებელია ერთი კალენდარული დღის განმავლობაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ძ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ერთზე მეტჯერ გაწევა.

8. დაუშვებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ძ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების 7 კალენდარული დღის განმავლობაში ერთზე მეტჯერ გაწევა, ასევე  ამავე მომსახურების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების დღეს გაწევა.

9. სააგენტო უფლებამოსილია მართვის უფლების მისაღები  გამოცდის მიზნებისათვის (მათ შორის, შეფასების მიზნით) განახორციელოს გამოცდის მიმდინარეობის ფოტო/ვიდეო გადაღება ან/და ვიდეო/აუდიო მონიტორინგი/ჩაწერა; აღნიშნულის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მიზნით, სააგენტო ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.

 10. აკრძალულია ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე მძღოლობის კანდიდატის დაშვება მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე და ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე  „B“  ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე.

11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

12. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებაჩამორთმეული პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ ექიმი-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ფორმა №IV-100/ა) და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღება, თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 30 კალენდარული დღე.

14. ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი დაიშვება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრულ ვადებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის მიმდინარეობისას არაუმეტეს ერთხელ, გარდა ამ წესის 54-ე მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

15. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაშვებული მძღოლობის კანდიდატისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გაზრდის, ჩამორთმევის ან მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პრაქტიკულ გამოცდაზე პირის შემდგომი დაშვება წყდება.

16. ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დასაშვებად მძღოლობის კანდიდატს არ მოეთხოვება ამ წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, ხოლო უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული და საქართველოს მიერ აღიარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისას – აგრეთვე იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა.

17. უცხო ქვეყნის მიერ მინიჭებული და საქართველოს მიერ აღიარებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისას ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაშვება არ განხორციელდება, თუ გასულია ამ წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან 11 პუნქტით  გათვალისწინებული ვადა.

18. სააგენტოს თანხმობის გარეშე, სააგენტოს ტერიტორიაზე დაუშვებელია მართვის უფლების მისაღები გამოცდის მიმდინარეობის ფოტო/ვიდეო გადაღება ან/და აუდიო/ვიდეო ჩაწერა.

19. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების დენა იწყება მძღოლობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების დღიდან, ხოლო თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

20. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დენა იწყება მძღოლობის კანდიდატის მიერ შესაბამისი პრაქტიკული გამოცდის ბოლო უარყოფითი შეფასების დღიდან, ხოლო თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

მუხლი 243. საგამოცდო ავტომობილი

1. მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გამოიყენება მხოლოდ მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე (გარდა „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა) მარცხენა საჭიანი (გარდა მოტოციკლისა და კვადროციკლისა) სატრანსპორტო საშუალება (შემდგომ – საგამოცდო ავტომობილი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – მოტოციკლი ეტლის გარეშე, რომლის დაუტვირთავი მასა აღემატება 180 კგ-ს (დასაშვებია დაუტვირთავი მასის მინიმალური მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 კგ-ით გადახვევა), ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 50 კვტ-ს. ამასთან, შიგაწვის ძრავის მქონე მოტოციკლის შემთხვევაში, ძრავის მუშა მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავიანი მოტოციკლის შემთხვევაში, სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,25 კვტ/კგ-ს;

ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – ოთხთვლიანი „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე შეადგენს არანაკლებ 100 კმ/სთ -ს;

გ) „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა შეადგენს არანაკლებ 12000 კგ-ს, სიგრძე – არანაკლებ 8 მ-ს, სიგანე – არანაკლებ 2,40 მ-ს, ხოლო კონსტრუქციული სიჩქარე – არანაკლებ 80 კმ/სთ-ს. ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემით, მექანიკურ გადაცემათა კოლოფითა და ტაქოგრაფით. ავტომობილის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს დახურული ყუთისაგან (ფურგონი), რომლის სიგანე და სიმაღლე არ უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების კაბინის სიგანესა და სიმაღლეზე ნაკლები. პრაქტიკულ გამოცდაზე საგამოცდო ავტომობილის ფაქტობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10000 კგ-ს;

დ) „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა  –  „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რომლის სიგრძე შეადგენს არანაკლებ  10 მ-ს, სიგანე - არანაკლებ 2,40 მ-ს, ხოლო კონსტრუქციული საიჩქარე – არანაკლებ 80 კმ/სთ-ს. ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემითა და ტაქოგრაფით;

ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილისა და არანაკლებ 1000 კგ-ის ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან შემდგარი სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა, რომელიც არ მიეკუთვნება „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას და რომლითაც შესაძლებელია არანაკლებ 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს დახურული ყუთისაგან (ფურგონი), რომლის სიმაღლე და სიგანე არ უნდა იყოს ავტომობილის სიმაღლესა და სიგანეზე ნაკლები. ფურგონის სიგანე შესაძლებელია ოდნავ ნაკლები იყოს ავტომობილის სიგანეზე იმ პირობით, რომ უკან ხედვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარე უკანა ხედვის სარკეების გამოყენებით. პრაქტიკულ გამოცდაზე მისაბმელის ფაქტობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 800 კგ-ს;

ვ) „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილისა და არანაკლებ 7,5 მ-ის სიგრძის, 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან შემდგარი სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა შეადგენს არანაკლებ 20000 კგ-ს, სირგძე – არანაკლებ 14 მ-ს, ხოლო სიგანე – არანაკლებ 2.40 მ-ს და რომლითაც შესაძლებელია არანაკლებ 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს დახურული ყუთისაგან (ფურგონი), რომლის სიგანე და სიმაღლე არ  უნდა იყოს  ავტომობილის კაბინის სიგანესა და სიმაღლეზე ნაკლები. პრაქტიკულ გამოცდაზე სატრანპორტო საშუალებათა შემადგენლობის ფაქტობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15000 კგ-ს;

ზ) „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილისა და არანაკლებ 2,40 მ-ის სიგანის და არანაკლებ 1250 კგ-ის ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან შემდგარი სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა, რომლითაც შესაძლებელია არანაკლებ 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს დახურული ყუთისაგან (ფურგონი), რომლის სიგანე და სიმაღლე უნდა  იყოს არანაკლებ 2 მ. პრაქტიკულ გამოცდაზე მისაბმელის ფაქტობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 800 კგ-ს;

თ) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ეტლის გარეშე, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე შეადგენს არანაკლებ 90 კმ/სთ-ს. ამასთან, შიგაწვის ძრავის მქონე მოტოციკლის შემთხვევაში, ძრავის მუშა მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 120 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავიანი მოტოციკლის შემთხვევაში, სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,08 კვტ/კგ-ს;

ი) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – მოტოციკლი ეტლის გარეშე, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 20 კვტ-ს, მაგრამ არაუმეტეს 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი შეადგენს არაუმეტეს 0,2 კვტ/კგ-ს. ამასთან, შიგაწვის ძრავის მქონე მოტოციკლის შემთხვევაში, ძრავის მუშა მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავიანი მოტოციკლის შემთხვევაში, სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,15 კვტ/კგ-ს;

კ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა –  კვადროციკლი,  რომლის კონსტრუქციული სიჩქარე შეადგენს არანაკლებ 60 კმ/სთ-ს და რომელსაც გააჩნია ისეთივე საჭის მექანიზმი, როგორიც მოტოციკლს;

ლ) „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა შეადგენს არანაკლებ 4000 კგ-ს, სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ს, ხოლო კონსტრუქციული სიჩქარე – არანაკლებ 80 კმ/სთ-ს. ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემითა და ტაქოგრაფით. ავტომობილის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს დახურული ყუთისაგან (ფურგონი), რომლის სიგანე და სიმაღლე არ უნდა  იყოს  ავტომობილის კაბინის სიგანესა და სიმაღლეზე ნაკლები;

მ) „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – „D1“ ქვეკატეგორის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა შეადგენს არანაკლებ 4000 კგ-ს, სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ს, ხოლო კონსტრუქციული საიჩქარე – არანაკლებ 80 კმ/სთ-ს. ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემითა და ტაქოგრაფით;

ნ) „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილისა და არანაკლებ 1250 კგ-ის ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან შემდგარი სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა, რომლის სიგრძე შეადგენს არანაკლებ 8 მ-ს და რომლითაც შესაძლებელია არანაკლებ 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს დახურული ყუთისაგან (ფურგონი), რომლის სიგანე და სიმაღლე არ უნდა იყოს ავტომობილის კაბინის სიგანესა და სიმაღლეზე ნაკლები. ფურგონის სიგანე შესაძლებელია ოდნავ ნაკლები იყოს ავტომობილის კაბინაზე იმ პირობით, რომ უკან ხედვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარე უკანა ხედვის სარკეების გამოყენებით. პრაქტიკულ გამოცდაზე მისაბმელის ფაქტობრივი მასა უნდა შედგენდეს არანაკლებ 800 კგ-ს;

ო) „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა – ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილისა და არანაკლებ 1250 კგ-ის ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისაგან შემდგარი სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა, რომლითაც შესაძლებელია არანაკლებ 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. მისაბმელის სატვირთო განყოფილება უნდა შედგებოდეს დახურული ყუთისაგან (ფურგონი), რომლის სიგანე და სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 2 მ. პრაქტიკულ გამოცდაზე მისაბმელის ფაქტობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 800 კგ-ს.

2. საგამოცდო ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ:

ა) გამომცდელისათვის განკუთვნილი:

ა.ა) დამატებითი გარე უკუხედვის სარკეებით;

ა.ბ) გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით (გარდა „A“ კატეგორიისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისა);

ბ) უსაფრთხოების ღვედითა და თავის დამჭერი მოწყობილობით (გარდა იმ საგამოცდო ავტომობილებისა, რომლის კონსტრუქციაც არ ითვალისწინებს აღნიშნულ მოწყობილობებს).

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღრული აღჭურვილობებისა, საგამოცდო ავტომობილი დამატებით შესაძლოა აღიჭურვოს:

ა) შიდა აუდიო და შიდა და გარე ვიდეო ჩაწერის მოწყობილობებით;

ბ) გამომცდელისათვის განკუთვნილი აქსელერატორის დამატებითი სატერფულით (გარდა „A“ კატეგორიისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისა);

გ) პრაქტიკული გამოცდის შეფასების მიზნით, ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის ან/და საჯარიმო ქულების/შეცდომების/დისკვალიფიკაციის საფუძვლის დაფიქსირების სენსორული ან/და სხვა ელექტრონული სისტემითა და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებაზე.“.

9. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის, პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს განიხილავს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისია (შემდგომ – კომისია). კომისია პრეტენზიას განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. დასაშვებია სხვადასხვა საგამოცდო სამსახურისათვის სხვადასხვა კომისიის შექმნა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მძღოლობის კანდიდატის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ან/და პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპის შედეგებზე პრეტენზიის წარდგენა (გასაჩივრება) დასაშვებია 3 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა აითვლება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის შემთხვევაში  – მძღოლობის კანდიდატისათვის გამოცდის შედეგის გაცნობის დღიდან, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემთხვევაში –  მძღოლობის კანდიდატისათვის საგამოცდო ოქმის გაცნობის დღიდან.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს პრეტენზიის წარდგენიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში. გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება კომისიის წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.“;

ე) მე-7 პუნქტის:

ე.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) თეორიული გამოცდის შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს დამატებით განუსაზღვროს იგივე საკითხებთან დაკავშირებული არაუმეტეს 5 (ხუთი) საგამოცდო ბილეთი (ტესტი) და მათზე გაცემული პასუხების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება საპრეტენზიო განაცხადით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით;“;

2) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული და გამომცდელის მიერ დაფიქსირებული შეცდომა შეცვალოს საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას კომისიის მიერ დადგენილი/გამოვლენილი სხვა შეცდომით;“;

ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მძღოლობის კანდიდატს მოსთხოვოს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ერთი ან რამდენიმე საკვალიფიკაციო მოთხოვნის კომისიის წევრის თანდასწრებით შესრულება და ამის მიხედვით შეცვალოს ან ძალაში დატოვოს გამოცდის შედეგი;“;

ვ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. კომისიის მიერ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპთან დაკავშირებული მძღოლობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადით განსაზღვრული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოცდის შედეგი და გამოცდის მიმდინარეობისას დაშვებული შეცდომების შეფასება უქმდება, ხოლო მძღოლობის კანდიდატი გამოცდის გადაბარების მიზნით ხელახლა (რიგის დაჯავშნის გარეშე) დაიშვება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე.“;

ზ)  მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამ მუხლის მე-7 და 91 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი თავისუფლდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მომსახურების შესაბამისი საფასურის გადახდისაგან.“.

10. 26-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვება.

7. მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, ხელახლა თეორიულ გამოცდაზე დაიშვება უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს მე-7 დღისა.“.

11. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მიღების ორგანიზება

1. „A“, „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიების, „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის (პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი) მიზანია მძღოლობის კანდიდატის მართვის უნარ-ჩვევების გამოვლენა და საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში თეორიული ცოდნის გამოყენების ეფექტურობის შემოწმება.

2. „B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მიზანია ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლობის კანდიდატის თეორიული ცოდნის გამოყენების საწყისი უნარ-ჩვევების შემოწმება, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის დაშვების შესაძლებლობის განსაზღვრა.

3. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილი ისე უნდა მართოს, რომ მასში მჯდომი გამომცდელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. გამომცდელმა ყურადღება უნდა მიაქციოს საგამოცდო ავტომობილის მართვისას მძღოლობის კანდიდატის მიერ პოზიტიური და ნეგატიური ჩვევების გამოვლენას. გამოცდის განმავლობაში გამომცდელს უნდა შეექმნას საერთო სურათი, თუ რამდენად ადაპტირებულად და თავდაჯერებულად შეუძლია მძღოლობის კანდიდატს სატრანსპორტო საშუალების მართვა.

4. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩასატარებლად განკუთვნილი ავტოდრომი ან დახურული მოედანი ამ წესის შესაბამისად აღჭურვილია გამოცდის მისაღებად საჭირო ელემენტებით.

5. თითოეული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნათა და ამ წესის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, ავტოდრომი და დახურული მოედანი უნდა აღიჭურვოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი საგამოცდო ელემენტებით:

ა) „პარალელური პარკირება“;

ბ) „ზიგზაგი“;

გ) „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“);

დ) „ბოქსი, ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად“ („უკუსვლით პარკირება“);

ე) „რვიანი“;

ზ) „აღმართი“ (დახრა არანაკლებ 16%-ისა). „აღმართის“ ესტაკადის მოწყობის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ბუნებრივი რელიეფი;

თ) „პლატფორმასთან უკუსვლით პარკირების უბანი“;      

ი) „საგაბარიტო წრეში მობრუნება“ (საგამოცდო ელემენტის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანისათვის“ განკუთვნილი ტერიტორიის გამოყენება);

კ) „მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა“.

6. საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებთან მიახლოების მიზნით, დასაშვებია ავტოდრომზე და დახურულ მოედანზე ორი ან მეტი საგზაო მოძრაობის ზოლიანი გზის,  მოწესრიგებული ან მოუწესრიგებული გზაჯვარედინის, მოწესრიგებული ან მოუწერიგებელი ქვეითთა გადასასვლელის ან/და მოწესრიგებული ან მოუწერიგებელი რკინიგზის გადასასვლელის მოწყობა, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისათვის საგზაო ნიშნების დადგმა, საგზაო მონიშვნებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე საგზო ნიშნის დადგმის ან საგზაო მონიშვნის დატანისას შესაძლებელია სრულად არ იქნეს გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საგზაო ნიშნის დადგმის ან საგზაო მონიშვნის დატანის მოთხოვნები. 

7. ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე ყველა ან რომელიმე საგამოცდო ელემენტის შეზღუდვის (მონიშვნა) ფარგლების სრულად ან ნაწილობრივ აღსანიშნავად დასაშვებია ღია ან მკვეთრ ფერში შეღებილი სადგრების, ალმების, ლენტების ან/და სხვა მსგავსი მოწყობილობების გამოყენება. ამასთან, მსუბუქი ავტომობილებისათვის განკუთვნილი ელემენტების სადგრების სიმაღლე არ უნდა იყოს 85 სმ-ზე ნაკლები, ხოლო სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, სადგრების სიმაღლე არ უნდა იყოს ავტომობილის პლატფორმის ქვედა ზღვარზე ნაკლები.

8. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობაზე კონტროლს გამომცდელი ახორციელებს ვიზუალურად ან/და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთან, გამომცდელი შეიძლება იმყოფებოდეს როგორც საგამოცდო ავტომობილში, ასევე მის გარეთ, პრაქტიკული გამოცდის მსვლელობაზე მეთვალყურეობისათვის მოსახერხებელ ადგილზე ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის შეწყვეტის ან შეჩერების, შეჯახების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან/და სახიფათო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, ასევე ამ წესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, გამომცდელს უფლება აქვს ჩაერიოს საგამოცდო ავტომობილის მართვაში.

9. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას გამომცდელს უფლება აქვს  მძღოლობის კანდიდატს მოსთხოვოს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის რომელიმე საკვალიფიკაციო მოთხოვნის განმეორებით შესრულება. 

10. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, მძღოლობის კანდიდატის საგამოცდო ავტომობილში ჩაჯდომამდე, გამომცდელი ვალდებულია საგამოცდო ავტომობილი მოიყვანოს საწყის მდგომარეობაში – გამორთოს ძრავა, თუ საგამოცდო ავტომობილს გააჩნია მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ჩართოს პირველი გადაცემა, ხოლო თუ საგამოცდო ავტომობილს გააჩნია ავტომატური გადაცემათა კოლოფი, გადაცემების სელექტორი ჩართოს დგომის („PARK“) პოზიციაში, ჩართოს სადგომი მუხრუჭი.

11. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის შეფასებისათვის (მთლიანად ან ნაწილობრივ), გამომცდელის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული საშუალებები (მაგ.: გამოცდის მსვლელობის ვიდეო/აუდიო ჩაწერა; ელექტრონული სისტემის მეშვეობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის დაფიქსირება ან/და საჯარიმო ქულების/შეცდომების/დისკვალიფი­კაციის საფუძვლის  დათვლა, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენება და ა.შ.).

12. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მიღება ხორციელდება მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილებზე, გარდა:

ა) ამ წესის 61 და 91 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ამ წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ექიმ-სპეციალისტის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი შეიძლება დაიშვას მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების სამართავად.

13. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობის აუდიო და ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემთხვევაში, ჩანაწერები ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს გამოცდის მსვლელობის ამსახველი ჩანაწერის გასაცნობად. მძღოლობის კანდიდატისათვის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობის  ჩანაწერის გაცნობა ხორციელდება სააგენტოში.“.

12. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, იმ პირის მიერ წარდგენილი ადაპტირებული საგამოცდო ავტომობილი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული რეკომენდაციის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე უნდა დაუწესდეს  სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან დაკავშირებული შეზღუდვა, აღჭურვილი უნდა იყოს წინა სავარძლებს შორის განლაგებული სადგომი მუხრუჭით.“.

13. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 35-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შეფასების საერთო წესი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით: გამოცდის  დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომლიდანაც მძღოლობის კანდიდატის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იქვითება საჯარიმო ქულები. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდის ყველა საჭირო პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესრულების შედეგად არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას და, ამასთან, არ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ამ წესის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საგამოცდო ელემენტების დადგენილი წესით შესრულებას;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას;

გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების გამოვლენას.“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საგამოცდო ელემენტებია:“;

გ.ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ა.ე) შემოსაზღვრულ უბანში პარკირების დასრულების შემდეგ მის გამოსვლამდე სავალდებულოა ავტომობილის სადგომი მუხრუჭის გამოყენება;“;

გ.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა“ − საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით (ავტომობილისა და მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლების (თავისებურებების) გათვალისწინებით) შესრულდეს შემდეგი მოქმედებები:

ი.ა) ავტომობილის  მისაბმელზე გადაბმა:

ი.ა.ა) ავტომობილი ნელი სვლით მიუახლოვდეს მისაბმელს;

ი.ა.ბ) ჩაირთოს ავტომობილის სადგომი მუხრუჭი და გამოირთოს ავტომობილის ძრავა;

ი.ა.გ) შემოწმდეს ჩართულია თუ არა მისაბმელის სადგომი მუხრუჭი;

ი.ა.დ) შემოწმდეს ემთხვევა თუ არა მისაბმელისა და ავტომობილის გადაბმის მოწყობილობების სიმაღლე და მდგომარეობა ერთმანეთს და, საჭიროების შემთხვევაში, დარეგულირდეს მისაბმელის მდგომარეობა;

ი.ა.ე) დაიკეტოს და დაფიქსირდეს გადაბმის მოწყობილობა; 

ი.ა.ვ) შემოწმდეს გადაბმის მოწყობილობის საკეტის დაკეტვა; 

ი.ა.ზ) შეერთდეს საჰაერო, ჰიდრავლუკირი და ელექტრო შეერთებები (არსებობისას);

ი.ა.თ) გაიღოს საჰაერო სარქველები (არსებობისას);

ი.ა.ი) აიწიოს მისაბმელის საყრდენი და დაფიქსირდეს საყრდენი ან საყრდენის ამწევის სახელური (მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლის შესაბამისად);

ი.ა.კ) გამოირთოს მისაბმელის სადგომი მუხრუჭი;

ი.ბ)  მისაბმელის ჩახსნა:

ი.ბ.ა) მისაბმელის ჩახსნამდე ავტომობილი გაჩერებული იქნას მისამბელთან მიმართებით ერთ ხაზზე;

ი.ბ.ბ) ჩაირთოს ავტომობილის სადგომი მუხრუჭი და გამოირთოს ძრავა;

ი.ბ.გ) ჩაირთოს მისაბმელის სადგომი მუხრუჭი;

ი.ბ.დ) ჩამოწეული იქნას მისაბმელის საყრდენი და დაფიქსირდეს მისაბმელის საყრდენი ან საყდენის ამწევის სახელური (მისაბმელის კონსტრუქციული მახასიათებლის შესაბამისად);

ი.ბ.ე) დაიკეტოს საჰაერო სარქველები (არსებობისას);

ი.ბ.ვ) გამოირთოს საჰაერო/ჰიდრავლიკური/ელექტრო შეერთებები (არსებობისას) და განთავსდეს შესაბამის ადგილას;

ი.ბ.ზ) ჩაიხსნას მისაბმელი ავტომობილიდან;

ი.ბ.თ) ავტომობილი ნელი სვლით დაყენდეს მისაბმელის გვერდზე.“;

დ) მე-3 პუნქტის:

დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„3. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას დაცული უნდა იქნეს ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:“;

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს ჩართული სადგომი მუხრუჭით;“;

დ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გამოცდის მსვლელობისას „პარალელური პარკირების“, „აღმართის“ და „მისაბმელის გადაბმის და ჩახსნის“  საგამოცდო ელემენტების გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული სადგომი მუხრუჭი;“;

ე) მე-4 პუნქტის:

ე.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრაქტიკულ გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატს უნდა შეეძლოს სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი უნარ-ჩვევების გამოვლენა:“;

ე.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოძრაობის დასაწყებად ავტომობილის მომზადება, კერძოდ: სწორი დასაჯდომი პოზიციის უზრუნველსაყოფად მძღოლის ადგილის გასწორება, უკანა ხედვის სარკეების, უსაფრთხოების ღვედის და თავის დამჭერი მოწყობილობის დარეგულირება; სამუხრუჭე და საჭის სისტემების შემოწმება; საბურავების, საბურავების ხრახნების, ფრთების, საქარე მინის, მინების და გამწმენდების, სითხეების (ძრავის ზეთი, გამაგრილებელი, სარეცხი სითხე) მდგომარეობის შემოწმება; საკონტროლო პანელის ინსტრუმენტების შემოწმება;“;

ე.გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი

„მ1) საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნათა დაცვა;“;

ე.დ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;

ვ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი კატეგორიისა და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრული საგამოცდო ელემენტების ჩასაბარებელი რაოდენობა შეამციროს ერთი საგამოცდო ელემენტით.“.

 

15. 37-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი და მისი შეფასების წესი“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას განუხრელად დაიცვას ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები;“;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას გამოავლენოს ამ წესის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უნარ-ჩვევები.“;

გ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარებისას, მძღოლობის კანდიდატს ეკისრება საჯარიმო ქულა შემდეგი წესის მიხედვით:“.

16. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

„მუხლი 371. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი და მისი შეფასების წესი

1. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეასრულოს შემდეგი საგამოცდო ელემენტი:

ა.ა) „უკუსვლით პარკირება“;

ა.ბ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);

ა.გ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“;

ა.დ) „მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა“;

ბ) „პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას დაიცვას ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და გამოავლინოს იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უნარ-ჩვევები.

2. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ამ მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარებისას მძღოლობის კანდიდატს ეკისრება საჯარიმო ქულა შემდეგი წესის მიხედვით:

ა) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული შემთხვევისა) დადგენილი თითოეული საგამოცდო ელემენტის შესრულების წესის თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე;

ბ) 10 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი საგამოცდო ელემენტის შესრულების წესის თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე;

გ) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე.“.

17. 38-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 38. „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა და მისი შეფასების წესი“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ბ) პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას დაიცვას ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და გამოავლინოს იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უნარ-ჩვევები.“.

18. 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 381−388 მუხლები:

„მუხლი 381. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიღების ორგანიზება

1. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება ამ წესის 211 მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრულ დროს და მასზე მძღოლობის კანდიდატი დაიშვება, თუ:

ა) მან წარმატებით ჩააბარა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპების ჩაბარება.

2. მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება, განმეორებით პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება ამ წესის 242-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, აღნიშნულ ვადაში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირის დასაშვებად საჭირო არ არის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის განმეორებით ჩაბარება.

3. ამ წესის 384 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება უნდა მიმდინარეობდეს რეალური საგზაო მოძრაობის სხვადასხვა პირობებში, მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზებზე (შესაბამისი საგამოცდო სამსახურის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე პრაქტიკული შესაძლებლობის გათვალისწინებით):

ა) დაუსახლებელ პუნქტებში;

ბ) ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმსთ-ზე მეტი სიჩქარით;

გ) დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

4. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ხანგრძლივობა და მანძილი ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ შესაძლებელი იყოს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული მოქმედებების, ასევე სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შეფასება. საგამოცდო ავტომო­ბილის უშუალოდ საგზაო მოძრაობაში მართვისათვის განკუთვნილი დრო (საგამოცდო მარშრუტის გავლისათვის საჭირო დრო) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 წუთს.

5. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტის შესაბამისად, რომელსაც ენიჭება ინდივიდუალური ნომერი. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შეიძლება შემუშავდეს რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი.

6. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე  გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატის აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50 %) კანონით დადგენილი წესით. 

7. მძღოლობის კანდიდატს გამომცდელის ვინაობისა და საგამოცდო მარშრუტის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ უშუალოდ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყების წინ.

მუხლი 382.  პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიღება

1. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე გამომცდელი მძღოლობის კანდიდატს აცნობს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩატარების და შეფასების სისტემის ზოგად პრინციპებს. ამასთან, მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, გამომცდელის მიერ განსაზღვრულ დროში, მგზავრობისათვის მომზადებისას გაეცნოს საგამოცდო ავტომობილს და გამომცდელს დაუსვას კითხვები მოცემული საგამოცდო ავტომობილის მართვის ისეთი თავისებურებების შესახებ, როგორიცაა მძღოლის სავარძლის რეგულირების მექანიზმი, უკუხედვის სარკეებისა და საჭის სიმაღლის რეგულირების მექანიზმის ადგილმდებარება, გადაცემათა გადართვის სქემა, სადგომი მუხრუჭის ადგილმდებაროება და მუშაობის რეჟიმი, მოხვევის შუქმაჩვენებლისა და მინამრეცხების მუშაობის რეჟიმი.

2. საგამოცდო მარშრუტზე მოძრაობის მიმართულება მძღოლობის კანდიდატს მიეთითება საგამოცდო ავტომობილში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალით ან გამომცდელის მიერ. ამასთან, ხმოვან სიგნალსა და გამომცდელის მითითებას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გამომცდელის მითითებას. გამომცდელს აგრეთვე უფლება აქვს, მძღოლობის კანდიდატს მისცეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპთან დაკავშირებული ორგანიზაციული, უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ამ წესით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო სხვა სახის მითითებები. გამომცდელის მითითება უნდა იყოს დროული და მკაფიო.

3. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არადამაკმაყოფილებლად შეფასებისას, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი წყდება, ამასთან, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს  საგამოცდო ავტომობილი გამომცდელის მიერ მითითებულ უსაფრთხო ადგილზე.

4. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ გამომცდელი მძღოლობის კანდიდატს ზეპირად აცნობებს გამოცდის შედეგს, ხოლო  მძღოლობის კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში, ზოგადად განუმარტავს მას დაშვებულ შეცდომებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მძღოლობის კანდიდატის წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოცდო სამსახური ვალდებულია მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში გასცეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შედეგების ამსახველი საგამოცდო ოქმი (შემდგომ − საგამოცდო ოქმი).

5. სააგენტო უფლებამოსილია არადამაკმაყოფილებლად შეფასებული პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შედეგების ამსახველი საგამოცდო ოქმი ასევე გასცეს სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვის გზით. სააგენტოს ვებგერდზე საგამოცდო ოქმი ინახება 30 დღის განმავლობაში.

6. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი სრულდება შეფასების გარეშე, თუ პრაქტიკული გამოცდის მეორე  ეტაპი არ დაიწყო ან შეწყდა:

ა) მძღოლობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო;

ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავარია) გამო, რომელიც გამოწვეული არ არის მძღოლობის კანდიდატის ბრალეულობით;

გ) კლიმატური პირობების გაუარესების გამო;

დ) საგამოცდო ავტომობილის/ელექტრონული პროგრამის (მოწყობილობის) მწყობრიდან გამოსვლის გამო;

ე) გამომცდელის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მძღოლობის კანდიდატის არამართლზომიერი მოქმედებიდან ან უმოქმედობიდან.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში გამოცდის არდაწყების ან დაწყებული გამოცდის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გამომცდელი. შეწყვეტილი გამოცდა  ხელახლა ტარდება შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, რიგის დაჯავშნისა და მომსახურების საფასურის დამატებით გადახდის გარეშე.  გამოცდის შეწყვეტიდან გამოცდის ხელახლა ჩატარებამდე არსებული პერიოდი გაითვალისწინება ამ წესის 242-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გამოთვლისას.

8. ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით.

9. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მისი მოთხოვნის შემთხვევაში − ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ ან „BE“  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით.

10. გამომცდელი უფლებამოსილია როგორც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე, ასევე გამოცდის მიმდინარეობისას მძღოლობის კანდიდატს მოსთხოვოს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმების გავლა. შემოწმების საფუძველზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის დადგენის ან მძღოლობის კანდიდატის მიერ შემოწმებისათვის თავის არიდების შემთხვევაში  პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი არ დაიწყება, ხოლო დაწყებული წყდება და ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია. ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმების სააგენტოს მიერ ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის მარეგულირებელი დებულებები.

11. თუ ამ მუხლით და ამ წესის 383 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმართ გამოიყენება ამ წესის 32-ე მუხლის მე-8, მე-10, მე-12 და მე-13  პუნქტებითა და 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები (წესები).

მუხლი 383. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს ამ წესის 387 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვითა და უნარ-ჩვევების გამოვლენით შემდეგი მოქმედებების შესრულებას:           

ა) მგზავრობის დაწყებამდე:

ა.ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება;

ა.ბ) საგზაო მოძრაობისთვის მომზადება;

ბ) საგამოცდო მარშრუტისა და გზაზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში:

ბ.ა) მოძრაობის დაწყება: მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლა, მანევრის შესასრულებლად გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (მოძრაობის განახლება);

ბ.ბ) მოძრაობა გზის სწორ მონაკვეთზე, გვერდის აქცევა: სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სწორ მონაკვეთზე, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებისათვის გვერდის აქცევა, მათ შორის ისეთ გზაზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია;

ბ.გ) მოძრაობა მიხვეულ-მოხვეული გზის მონაკვეთზე: მოძრაობა მიხვეულ-მოხვეული გზის მონაკვეთზე;

ბ.დ) მოძრაობა გზაჯვარედინზე: არარეგულირებულ და რეგულირებულ გზაჯვარედინთან მიახლოვება და გზაჯვარედინის გავლა;

ბ.ე) მოძრაობის მიმართულების შეცვლა: მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, საგზაო მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება);

ბ.ვ) მოძრაობა ავტომაგისტრალზე: მოძრაობა ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს (გათანაბრებული) გზაზე ან/და ისეთ გზაზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ავტომაგისტრალზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აჩქარების ზოლზე შესვლა და შენელების ზოლზე გადასვლა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

ბ.ზ) გასწრება და დაბრკოლების შემოვლა: სხვა სატრანსპორტო საშუალებების გასწრება მარჯვენა და მარცხენა მხრიდან, გზის სავალ ნაწილზე არსებული დაბრკოლების შემოვლა (მაგ.: მდგომი სატრანსპორტო საშუალებების შემოვლა), სხვა სატრანპორტო საშუალებების მიერ საგამოცდო ავტომობილის გასწრება (ასეთი საჭიროების შემთხვევაში);

ბ.თ) გზის სხვადასხვა სირთულის მქონე მონაკვეთზე მოძრაობა: გზის ისეთ სახიფათო მონაკვეთებზე მოძრაობა, როგორიცაა: რკინიგზის შლაგბაუმიანი ან უშლაგბაუმო გადასასვლელი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებების ადგილი, ქვეითთა გადასასვლელი,  ციცაბოაღმართიანი და  ციცაბოდაღმართიანი გზის მონაკვეთი ან სხვა;

ბ.ი) სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას უსაფრთხოების ზომების მიღება: პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დასრულებისას საგამოცდო ავტომობილის უსაფრთხოდ დაყენება და საგამოცდო ავტომობილიდან უსაფრთხოდ გადმოსვლა.

მუხლი 384. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეფასების წესი

1. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულება ფასდება 383 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას მძღოლობის კანდიდატის მიერ ამავე წესის 387 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვისა და გამოვლენილი უნარ-ჩვევების მიხედვით.

2. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეფასებისას გამომცდელის მიზანია არა მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული შეცდომების ზედმიწევნით ზუსტი აღრიცხვა, არამედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლობის კანდიდატის მიერ თეორიული ცოდნის გამოყენების ეფექტურობის შემოწმება. ამასთან, თითოეული მოქმედების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  მძღოლობის კანდიდატის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის სიიოლის ხარისხი და სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვის (მათ შორის, სატრანსპორტო ნაკადში)  უნარ-ჩვევები.    

3. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას განსაკუ­თრე­ბული ყურადღება უნდა მიექცეს საგამოცდო ავტომობილის მართვისას რამდენად ავლენს მძღოლობის კანდიდატი უსაფრთხო და საზოგადოებრივ ქცევას (პოზიტიური და ნეგატიური ჩვევები), რაც უნდა ქმნიდეს მართვის საერთო სტილს და გათვალისწინებულ იქნეს მძღოლობის კანდიდატის შეფასების საერთო სურათში, რაც მოიცავს სატრანსპორტო საშუალების მისადაგებულ, დამაჯერებელ (უსაფრთხო) მართვის სტილს საგზაო პირობების (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) გათვალისწინებით, აგრეთვე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების (განსაკუთრებით, ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლო­ბის მქონე პირები, ველოსიპედისტები) ინტერესების გათვალისწინებას და მათი მოქმედებების გაანალიზებისა და წინასწარ განჭვრეტის უნარს. ამასთან,  მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილი ისე უნდა მართოს, რომ მასში მჯდომი გამომცდელი თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ.

4. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება ფასდება შეცდომის ხარისხიდან გამომდინარე ამ წესის 388 მუხლით განსაზღვრულ მსუბუქ შეცდომად ან მძიმე შეცდომად, ხოლო ამავე წესის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში იწვევს მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაციას.

5. მსუბუქ შეცდომას წარმოადგენს მძღოლობის კანდიდატის ქმედება, რომელიც გამოხატავს მძღოლობის კანდიდატის სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარ-ჩვევების არასაკმარისად მაღალ ხარისხს, მაგრამ თავისთავად ან კონკრეტულ სიტუაციაში არ წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ან ხელს არ უშლის საგამოცდო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვას, ანუ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შექმნელ სიტუაციას. 

6. მძიმე შეცდომას წარმოადგენს მძღოლობის კანდიდატის ქმედება, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კრიტერიუმს:

ა) გამოხატავს მძღოლობის კანდიდატის სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარ-ჩვევების არასათანდო დონეს ან არასაკმარის სიფრთხილეს ან უპატივცემულობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიმართ;

ბ)  შეიძლება წარმოადგენდეს/წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის ნებისმიერი მონაწილისათვის, ან შეიძლება ხელი შეუშალოს/ხელს უშლის საგამოცდო ავტომობილის უსაფრთხო მართვას (შემდგომ − პოტენციურად საფრთხის შექმნელი სიტუაცია);

გ) ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში მძღოლობის კანდიდატის მიერ ცალკეული მსუბუქი შეცდომების მეექვსედ დაშვება.

7. თუ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება (მოქმედება/უმოქმედობა) გათვალისწინებულია ამ წესის 388 მუხლის ზოგადი და სპეციალური ნორმებით, მძღოლობის კანდიდატის კონკრეტული ქმედება შეფასდება მხოლოდ სპეციალური ნორმით, ხოლო თუ მძღოლობის კანდიდატის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება (მოქმედება/უმოქმედობა)ამ წესის 388 მუხლის შესაბამისად მიჩნეულია როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე შეცდომად, მძღოლობის კანდიდატის კონკრეტული ქმედება შეფასდება მძიმე შეცდომად.

მუხლი 385.  მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული მსუბუქი შეცდომების აღრიცხვის წესი

1. მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული მსუბუქი შეცდომები ფიქსირდება შემდეგი წესით:

ა) მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული ამ წესის 388 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მგზავრობის დაწყებამდე შემოწმებასთან დაკავშირებული თითოეული ქმედების/დავალების შეუსრულებლობისათვის − ერთხელ;

ბ) მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული ამ წესის 388 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტომობილის გარე სანათი ხელსაწყოებისა და მართვის დამატებითი (დამხმარე) სხვა საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა.გ“-„ა.მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაბმულობის მართვასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.გ) მე-5 პუნქტით განსაზღვრული აქსელერატორის მართვასთან დაკავშირებული ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არუმეტეს სამჯერ;

ბ.დ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამუხრუჭებასა და გაჩერებასთან დაკავშირებული ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ე) მე-7 პუნქტის „ა.გ“-„ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჭის მართვასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ვ) მე-8 პუნქტის:

ბ.ვ.ა) „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაკვირვებასა და მეთვალყურეობასთან დაკავშირებული ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ვ.ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უკუხედვის გარე ან/და შიდა სარკეების გამოყენებასთან დაკავშირებული  მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ზ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფრთხის გამოვლენასთან და რეაგირებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.თ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უპირატესობის (პრიორიტეტი)/გზის დათმობის (დაბრკოლების არშექმნა) და  გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ი) მე-11 პუნქტის:

ბ.ი.ა) „ა.კ“-„ა.მ“ და „ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მარცხნივ მოხვევის წინ გზაზე განლაგებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა  −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ი.ბ) „ა.ნ“ და „ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მარცხნივ მოხვევის შემდეგ გზაზე განლაგებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ი.გ) „ა.თ“ და „ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მარჯვნივ მოხვევის წინ გზაზე განლაგებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ი.დ) „ა.ი“ და „ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მარჯვნივ მოხვევის შემდეგ გზაზე განლაგებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.კ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციისა და გვერდითი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს სამჯერ;

ბ.ლ) მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიჩქარის შერჩევასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

ბ.მ) მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მარეგულირებლისა და შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, ასევე საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს სამჯერ;

გ)  მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული ამ წესის 388 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტის:

გ.ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძრავის ჩაქრობასთან დაკავშირებული მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

გ.ა.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაბმულობის მართვასთან დაკავშირებული  მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

გ.ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  გადაცემის შერჩევასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

გ.გ)  მე-7 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჭის მართვასთან დაკავშირებული ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

გ.დ) მე-8 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკვირვებასა და მეთვალყურებასთან დაკავშირებული  მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

გ.ე)  მე-8 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკვირვებასა და მეთვალყურებასთან დაკავშირებული  მსუბუქი შეცდომა −  არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

გ.ვ) მე-11 პუნქტის „ა.ა“-„ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გზაზე განლაგებასთან დაკავშირებული  ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

გ.ზ) მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შუქ-მაჩვენებლის გამოყენებასთან დაკავშირებული ერთიდაიგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა − არაუმეტეს ხუთჯერ (შეცდომის მეექვსედ დაშვება მიიჩნევა მძიმე შეცდომად);

დ) მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული თითოეული მსუბუქი შეცდომა, რომელიც არ ფიქსირდება ამ პუნქტის „ა“-„გ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით − ფიქსირდება ყოველ ჯერზე ერთხელ.

2. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებული შეცდომები შესაძლოა გამოვლინდეს:

ა) სპეციალური ელექტრონული მოწყობილობისა და მასში ჩატვირთული პროგრამის მეშვეობით. ამასთან, გამომცდელს უფლება აქვს, გააუქმოს შეცდომის დაფიქსირების ავტომატური მეთოდით გამოვლენილი შეცდომა, თუ მძღოლობის კანდიდატის შეცდომა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე ან შეცდომა დაფიქსირდა ელექტრონული მოწყობილობის/პროგრა­მის ტექნიკური გაუმართაობის გამო;

ბ) უშუალოდ გამომცდელის მიერ.

მუხლი 386. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შეფასება და საგამოცდო ოქმი

1. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ფასდება:

ა) დამაკმაყოფილებელი შეფასებით, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება;

ბ) არადამაკმაყოფილებელი შეფასებით, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა:

ბ.ა) ერთი მძიმე შეცდომა;

ბ.ბ) 12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა;

ბ.გ) ერთი ან მეტი გარემოება, რომელიც წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.

2. გამოცდის არადამაკმაყოფილებელი შეფასების საფუძვლის წარმოშობისთანავე გამოცდა წყდება.

3. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საგამოცდო ავტომობილის მართვაში გამომცდელი ფიზიკურად ან სიტყვიერად ჩაერევა:

ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავარია) თავიდან აცილების მიზნით;

ბ) მძღოლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო ავტომობილის არაადეკვატური ან აგრესიული მართვის გამო  საფრთხის შემცველი სიტუაციის (მაგ.: მძღოლობის კანდიდატის ისეთი მოქმედება, რაც მოძრაობის სხვა მონაწილეს იძულებულს ხდის უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე) თავიდან აცილების მიზნით;

გ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ნებისმიერ ეტაპზე, მძღოლობის კანდიდატის შესაბამისი უნარის არქონის ან მისი ვერ გამოვლენის გამო მძღოლობის კანდიდატის დახმარების მიზნით. აღნიშნული გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის ნაცვლად მოქმედების შესრულებას ან მძღოლობის კანდიდატისთვის რომელიმე მოქმედების შერულების თაობაზე მითითების მიცემას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან მოძრაობის დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით ან გამოცდის დასრულების არაგონივრულად შეფერხების აღმოფხვრის საჭიროების გამო.

4. ამ წესის 388 მუხლით განსაზღვრული მსუბუქი და მძიმე შეცდომები, ასევე ამავე წესის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დისკვალიფიკაციის საფუძვლები ფიქსირდება მექანიკურად ან ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ხოლო საბოლოო შედეგი აისახება საგამოცდო ოქმში. ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია საგამოცდო ოქმში არ ასახოს ის მსუბუქი შეცდომები, რომლებიც დაფიქსირებული იყო მძღოლობის კანდიდატის მიერ მძიმე შეცდომის დაშვებამდე ან დისკვალიფიკაციის საფუძვლის წარმოშობამდე.

5. საგამოცდო ოქმში შეიტანება:

ა) მძღოლობის კანდიდატის პერსონალური მონაცემები: მძღოლობის კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხოლო იმ პირის შემთხვევაში, რომელზეც საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული არ არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის მართვის უფლების მოსაპოვებლად ტარდება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი;

გ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩატარების თარიღი;

დ) საგამოცდო ავტომობილის გადაცემათა კოლოფის შესახებ ინფორმაცია (მექანიკური/ავტომატური);

ე) საგამოცდო მარშრუტის ნომერი;

ვ) გამომცდელის სახელი, გვარი;

ზ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შეფასება;

თ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შეფასების გარეშე შეწყვეტის საფუძველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

ი) ამ წესის 388 მუხლით გათვალისწინებული ის მსუბუქი შედომა, რომელიც დაფიქსირდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მსვლელობისას;

კ) ამ წესის 388 მუხლით გათვალისწინებული ის მძიმე შეცდომა, რომელიც დაფიქსირდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მსვლელობისას;

ლ) ამ წესის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ის დისკვალიფიკაციის საფუძველი, რომელიც დაფიქსირდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მსვლელობისას;

მ) გამომცდელის ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ი“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები საგამოცდო ოქმში შესაძლებელია შეტანილ იქნეს სრულად ან ნაწილობრივ კოდირებული სახით, რომელთა მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია თავსდება სააგენტოს ვებგვერდზე. ამასთან, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, საგამოცდო ოქმში შესაძლებელია შეტანილ იქნეს საგამოდო პროცესის წარმათვასთან დაკავშირებული სხვა მონაცემი.     

მუხლი 387. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

1. ამ წესის 383 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოქმედების შესრულება გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად (ზეპირი პასუხის გადმოცემა შესაძლებელია თავისუფალი თხრობით, თუმცა პასუხი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის „ა“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი დავალების პასუხს). სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდე­ლის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები (2 დავალება):

ა) განმარტოს როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებულ უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის);

ბ) განმარტოს როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);

გ) განმარტოს როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე);

დ) განმარტოს როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს);

ე) განმარტოს სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდირებული ჰაერის წნევის შესახებ (პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე);

ვ) განმარტოს როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა (პასუხი: ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია);

ზ) განმარტოს როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა (პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში);

თ) განმარტოს როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების,  ვიბრაციის და ხმაურის  გარეშე);

ი) განმარტოს როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);

კ) განმარტოს როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენე­ბლით,   რის შემდეგ ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა);

ლ) განმარტოს როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენე­ბლით, რის შემდეგ ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი);

მ) განმარტოს როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია (პასუხი: უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვე­ნე­ბლით, რის შემდეგ ვიზუალურად (დაიშვება მათ შორის მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველ­ყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლების სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა);

ნ) აჩვენოს სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი);

ო) აჩვენოს სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი);

პ) აჩვენოს როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა (მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში);

ჟ) აჩვენოს სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე (მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილში პოულობს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელურს);

რ) აჩვენოს სად მდებარეობს სამუხრუჭო სითხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილში პოულობს სამუხრუჭო სითხის რეზერვუარს);

ს) განმარტოს როგორ უნდა დაიტვირთოს და დამაგრდეს ტვირთი უსაფრთხოდ მისაბმელზე - (მხოლოდ „BE“ კატეგორიის ავტომობილზე)  (პასუხი: დატვირთვა მისაბმელზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მძიმე ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად დაბლა იმისათვის, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ განლაგებულნი ღერძ(ებ)ის ზემოდან. შედარებით მსუბუქი და მოცულობითი ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ დატვირთვა მისაბმელ მოწყობილობაზე არ აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის სპეციფიკაციას. ტვირთი მისაბმელზე უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტების და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ გადავარდეს მისაბმელიდან მოხვევის ან დამუხურუჭების დროს);

ტ) აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის კარები სანდოდ და უსაფრთხოდ დაკეტილი − მხოლოდ „BE“ კატეგორიის ავტომობილზე (მძღოლობის კანდიდატმა ფიზიკური შემოწმება უნდა განახორციელოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ავტომობილისა და მისაბმელის ყველა კარი დაკეტილია და ავტომობილის შიდა სანათ(ებ)ი გამორთულია).

2. ამ წესის 383 მუხლის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქმედებები უნდა შესრულდეს შემდეგ მოთხოვნათა დაცვით:

) მოძრაობის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატმა:

ა.ა) უნდა შეამოწმოს, რომ ავტომობილის ყველა კარი დაკეტილია;

ა.ბ) მძღოლის სავარძელი ისე დაარეგულიროს, რომ შესაძლებელობა ჰქონდეს ეფექტურად მართოს ავტომობილი და გამოიყენოს შესაბამისი მართვის ხელსაწყოები (ორგანოები), კერძოდ:

ა.ბ.ა) ფეხები ერთმანეთზე არ უნდა იყოს მიტყუპებული, მარჯვენა ფეხით შესაძლებელი უნდა იყოს  მუხრუჭის სატერფულის მართვა;

ა.ბ.ბ) მარცხენა ფეხით შესაძლებელი უნდა იყოს გადაბმულობის სატერფულის ბოლომდე დაჭერა;

ა.ბ.გ) სატერფულზე ბოლომდე დაჭერისას (ავტომატურ გადაცემთა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილის შემთხვევაში მარცხენა ფეხის ე.წ „მკვდარ სატერფულზე“ დადებისას), ფეხები მუხლებში ოდნავ მოხრილი უნდა რჩებოდეს;

ა.ბ.დ) საჭის სრულად (ბოლომდე) მობრუნება შესაძლებელი უნდა იყოს ისე, რომ ხელები იდაყვებში რჩებოდეს ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში, ხოლო მხრები მიბჯენილი იყოს მძღოლის სავარძლის საზურგეზე;

ა.ბ.ე) მძღოლის სავარძლის დასაჯდომის სიმაღლე და საზურგის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მძღოლობის კანდიდატის აღნაგობას;

ა.გ) საჭის განლაგება უნდა დაარეგულიროს ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს მის აღნაგობას, ამასთან:

ა.გ.ა) საჭე ხელს არ უნდა უშლიდეს მძღოლობის კანდიდატს ბერკეტების, გადამრთველების მართვაში და ავტომობილის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის თავისუფალ ხილვადობაში და არ აფერხებდეს ფეხების სატერფულებთან მიმართებით თავისუფალ მოძრაობას;

ა.გ.ბ) მძღოლის სავარძლის საზურგეზე მხრების ბოლომდე მიბჯენისას და ხელების გაშლისას, ორივე ხელის მაჯა უნდა თავსდებოდეს საჭის თვლის უმაღლეს წერტილზე;

ა.დ) მძღოლის სავარძლის თავის საყრდენი მოწყობილობა (თავის მისაყუდებელი) დაყენებული უნდა იქნას მძღოლობის კანდიდატის თავის სიმაღლის (რეკონდებულია თავის ან ყურების უმაღლესი წერტილის დონეზე) შესაბამისად. მანძილი მძღოლობის კანდიდატის თავსა და მძღოლის სავარძლის თავის საყრდენ მოწყობილობას (თავის მისაყუდებელს) შორის უნდა იყოს რამდენადაც შესაძლებელია მინიმალური;

ა.ე) უკუხედვის სარკეები ისე უნდა იქნეს დარეგულირებული, რომ მათი საშუალებით უზრუნველყოფილ იქნეს რაც შეიძლება მეტი ხილვადობა, კერძოდ:

ა.ე.ა) უკუხედვის შიდა სარკეში სრულად უნდა აისახებოდეს უკანა საქარე მინა, თავის მინიმალური მოძრაობის პირობებში;

ა.ე.ბ) უკუხედვის გარე სარკეებში უნდა აისახებოდეს ავტომობილის გვერდითა ნაწილის მცირე მონაკვეთი და გზის რაც შეიძლება კარგი ხილვადობა;

შენიშვნა: თუ მძღოლობის კანდიდატი საგზაო მოძრაობისთვის მომზადების ეტაპზე მიიჩნევს, რომ  მძღოლის სავარძელს, უკუხედვის სარკე(ებ)ს, მძღოლის სავარძლის თავის საყრდენ მოწყობილობას (თავის მისაყუდებელს) ან/და საჭის ფაქტობრივ მდგომარებას მისი მხრიდან არ ესაჭიროება დამატებითი რეგულირება, იგი ვალდებულია მოძრაობის დაწყებამდე აღნიშნულის თაობაზე განაცხადოს ხმამაღლა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა მძღოლის სავარძლის, უკუხედვის სარკე(ებ)ის, მძღოლის სავარძლის თავის საყრდენი მოწყობილობის (თავის მისაყუდებელის) ან/და საჭის მდგომარების რეგულირების მოთხოვნების შეუსრულებლობად;

ა.ვ)  უნდა დაარეგულიროს უსაფრთხოების ღვედი და შეიკრას იგი (უსაფრთხოების ღვედი შეკრული უნდა იყოს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე) ისე, რომ:

ა.ვ.ა) წელის სექცია მჭიდროთ  ეკვროდეს თეძოს;

ა.ვ.ბ) მხრის სექცია გადადიოდეს მხარზე და მჭიდროდ ეკვროდეს გულის უჯრედს (ამასთან, ღევდი არ უნდა ეკვროდეს კისერს);

ა.ვ.გ) ღვედი არ იყოს დახვეული;

ა.ვ.დ) ღვედი თანაბრად ეკვროდეს  სხეულს (უსაფრთხოების ღვედს და სხეულს შორის არ უნდა იყოს უცხო საგანი);

ა.ვ.ე) ღვედის ზედა დამაგრების წერტილი მისი მხრის სიმაღლეზე იყოს (თუ ეს შესაძლებელია);

ა.ზ)  უნდა შეამოწმოს, რომ სადგომი მუხრუჭი ჩართულია. ამასთან მექანიკური გადაცემათა კოლოფი მქონე ავტომობილის შემთხვევაში, ბერკეტი ძრავის ჩართვამდე უნდა იყოს ნეიტრალურ გადაცემაში, ხოლო ავტომატურ გადაცემთა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილის შემთხვევაში − გადაცემის სელექტორი უნდა იყოს დგომის („P“) პოზიციაში;

ა.თ) საგამოცდო ავტომობილის დაძვრამდე უნდა შეამოწმოს, რომ სადგომი მუხრუჭი გამორთულია;

მძღოლობის კანდიდატმა უნდა  მომართოს და მხოლოდ საჭიროებისას (უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ დროში), შესაბამისი დანიშნულებით გამოიყენოს სატრანსპორტო საშუალების მართვის დამატებითი (დამხმარე) საშუალებები (გარე სანათი ხელსაწყოების გადამრთველი, მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხმოვანი სიგნალი, საავარიო შუქსიგნალიზაცია, საქარე მინის მინამწმენდი, წყლის შესაშხურებელი, ვენტილაცია, კლიმატ-კონტროლი, კონდიციონერი, გვერდითი მინის ამწევი და მართვის დამატებითი (დამხმარე) სხვა საშუალებები). ამასთან:

ბ.ა) ავტომობილის ძრავი უნდა ჩართოს (დაქოქოს) ოპტიმალურად. ძრავის ამუშავებისას (დაქოქვისას) მძღოლობის კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს, რომ ავტომობილი არ დაიძრას/არ დაგორდეს უკონტროლოდ, ხოლო ძრავი არ გამოირთოს;

ბ.ბ) ძრავის ამუშავების შემდეგ, მოძრაობის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეამოწმოს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების და მაფრთხილებელი სიგნალების მაჩვენებლები და დარწმუნდეს ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაში. ამასთან, უნდა იცოდეს რაზე მიუთითებს და რა მოიმოქმედოს, როდესაც მაფრთხილებელი სიგნალი შესაბამის დროში არ გამოირთო ან როდესაც საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები მიუთითებენ გაუმართაობაზე;

ბ.გ) ავტომობილის მოძრობისას მძღოლობის კანდიდატი 30 წამზე ნაკლებ დროში უნდა რეაგირებდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მაჩვენებლებზე და მაფრთხილებელ სიგნალებზე. ამასთან, უნდა იცოდეს რაზე მიუთითებს და რა მოიმოქმედოს, როდესაც ჩაირთო მაფრთხილებელი სიგნალი ან გაუმართაობის მაუწყებელი საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები;

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალი არ უნდა გამოყენოს უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ეს აუცილებელია. ამასთან, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ:

ბ.დ.ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად;

ბ.დ.ბ) დასახლებული პუნქტის გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ;

ბ.ე) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილიდან გადმოსვლამდე უნდა გამორთოს (ჩააქროს) ძრავი;

ბ.ვ) მძღოლობის კანდიდატი უკუხედვის სარკეს/სარკეების, მძღოლის სავარძლის, მძღოლის სავარძლის საყრდენი მოწყობილობის (თავის მისაყუდებელის) რეგულირება (მორგება) არ უნდა განახორციელოს საგამოცდო ავტომობილის მოძრაობისას;

ბ.ზ) მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის მოძრაობისას არ უნდა მოიხსნას უსაფრთხოების ღვედი;

) გადაბმულობის მართვისას მძღოლობის კანდიდატმა:

გ.ა) გადაბმულობა უნდა მართოს მოძრაობის პირობების შესაბამისად, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაცემათა მდორე გადართვა, სიმძლავრის  წამყვანი თვლებისათვის გადაცემა და არ გამოიწვიოს  ძრავის გამორთვა (ჩაქრობა). აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მან:  

გ.ა.ა) გადაცემის ჩართვისას, გადართვისას ან გამორთვისას ბოლომდე უნდა დააჭიროს გადაბმულობის სატერფულს და მდორედ აუშვას, ხოლო შეცდომის დაშვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოფხვრას იგი;

გ.ა.ბ) თავი უნდა აარიდოს სატერფულზე ფეხის აუღებლად სრულად ჩაურთველი გადაბმულობით მოძრაობას. თუ არ არსებობს გააბმულობის გამოყენების საჭიროება ფეხი არ უნდა იყოს მიბჯენილი გადაბმულობის სატერფულზე, როცა ავტომობილის ძრავი მუშაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნელა მოძრავ სატრანსპორტო ნაკადში ხდება ავტომობილის დაძვრა და მალე უნდა მოხდეს მისი გაჩერება;

გ.ა.გ) გადაბმულობის სატრეფულის გამოყენებისას, ფეხი სატერფულზე არ უნდა დააჭეროს იმაზე მეტი ხნით, ვიდრე საჭიროა გადაცემის ჩასართველად, გამოსართველად, გადასართველად, მოძრაობის დაწყების, გაჩერების ან დაბალი სიჩქარით მანევრირებისათვის;

გ.ა.დ) დამუხრუჭებისას უნდა დააჭიროს მუშა მუხრუჭის სატერფულს გადაბმულობის გამორთვამდე, გარდა აღმართზე გაჩერების ან ნელა მოძრავ სატრანსპორტო ნაკადში ადგილიდან დაძვრის ან გაჩერების შემთხვევებისა;

გ.ა.ე) ავტომობილის გადაცემათა კოლოფის ნეიტრალურ მდგომარეობაში ჩართვისას ფეხი უნდა აიღოს გადაბმულობის სატერფულიდან;

გ.ა.ვ) ავტომობილის გაჩერებისას არ უნდა გამორთოს გადაბმულობა ავტომობილის 30კმ/სთ ან მეტი სიჩქარით მოძრაობისას;

გ.ბ) დაძვრისას და შემდგომი მოძრაობისას ავტომობილი უნდა მართოს მდორედ და ბიძგების გარეშე;

) გადაცემის შერჩევისას მძღოლობის კანდიდატმა:

დ.ა) გადაცემა უნდა შეარჩიოს და გამოიყენოს სათანადოდ სიტუაციის, ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის, მისი ტექნიკური მახასიათებლების და საგზაო მოძრაობის პირობების შესაბამისად. ამასთან, მის მიერ შერჩეული გადაცემა უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ ავტომობილი დაიძრას ადგილიდან საჭირო მიმართულებით;

დ.ბ) გადაცემის ჩართვა, გადართვა ან გამორთვა უნდა განხორციელდეს გადაბმულობის გამორთვის შემდეგ. გადაცემათა გადართვა უნდა განახორციელოს მდორედ, ისე რომ ავტომობილში მყოფმა პირებმა არ იგრძნონ რყევა. ამასთან, გადაცემათა ჩართვა/გადართვა უნდა განხორციელდეს სწრაფად (დრო გადაბმულობის სატერფულზე ბოლომდე დაჭერიდან სატერფულიდან ფეხის აღებამდე არ უნდა შეადგენდეს 3 წამზე მეტს);

დ.გ) გადაცემა უნდა შეარჩიოს, ისე რომ ავტომობილმა არ დაიწყოს სრიალი, ძრავი არ გადაიტვირთოს, არ იმუშაოს ძალიან მაღალ სიხშირეზე, ამასთან ავტომობილმა იმოძრაოს მდორედ და თანაბრად, რამდენადაც შესაძლებელია მაღალი გადაცემით. აღნიშნულის უზრუნველსაფად მან:

დ.გ.ა) ავტომობილის გაჩერებისას, საჭიროების დადგომდე არ უნდა განახორციელოს უფრო დაბალ გადაცემაში გადართვა;

დ.გ.ბ) გაჩერებისათვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილამდე (გზაჯვარედინი, სადაც ჩართულია მოძრაობის ამკრძალავი შუქნიშნის სიგნალი, დგას 7.16 საგზაო ნიშანი და სხვ.) გაჩერებამდე ან სხვა სიტუაციაში, თუ მოძრაობის უსაფრთხოება ამის საშუალებას იძლევა, მექანიკური გადაცემათა კოლოფი მქონე ავტომობილის შემთხვევაში მიზანშეწონილია გამოიყენოს (გახარჯოს) ავტომობილის ინერცია და იმოძრაოს ნეიტრალური გადაცემით. ნეიტრალური გადაცემით მოძრაობა დაუშვებელია დაღმართზე, მოსახვევში ან მიხვეული ან მოხვეული გზის მონაკვეთზე მოძრაობისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი მოძრაობს 30კმ/სთ ან მეტი სიჩქარით;

დ.გ.გ) მდგარი/გაჩერებული ავტომობილის დაძვრისას, გადაცემათა გადართვა პირველიდან მეორე გადაცემაში უნდა განახორციელოს მალევე, რათა არ მოხდეს ავტომობილის ძრავის გადატვირთვა (რეკომენდებულია გადაცემის გადართვა მოხდეს როგორც კი ავტომობილი გაივლის ერთი ავტომობილის სიგრძის მანძილს). ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც ავტომობილის დაძვრიდან (მაგ.: ნელა მოძრავ სატრანსპორტო ნაკადში) მალე უნდა მოხდეს გაჩერება, ასევე აღმართზე ადგილიდან დაძვრისას, დაბალი სიჩქარით მანევრირებისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც ამას გზაზე არსებული სიტუაცია მოითხოვს;

დ.გ.დ) მექანიკური გადაცემათა კოლოფი მქონე ავტომობილით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგზაო სიტუაცია ან/და საგზაო მოძრაობის პირობები ამას მოითხოვს, თანაბრად:

დ.გ.დ.ა) 30 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით მოძრაობისას, არ უნდა ჩართოს მე-3 გადაცემაზე დაბალი გადაცემა;

დ.გ.დ.ბ) 50 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით მოძრაობისას, არ უნდა ჩართოს მე-4 ან მე-5 გადაცემაზე დაბალი გადაცემა;

დ.გ.დ.გ) 70 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით მოძრაობისას, არ უნდა ჩართოს მე-5 ან მე-6 (არსებობის შემთხვევაში) გადაცემაზე დაბალი გადაცემა;

დ.დ) გადაცემათა გადართვა უნდა განახორციელოს ცოტა უფრო ადრე ვიდრე ამის აუცილებლობა დადგება. ამასთან, გადაცემის გადართვის საჭიროების არსებობისას, შესაბამისი გადაცემა უნდა შეირჩეს:

დ.დ.ა) გზის იმ მონაკვეთზე შესვლამდე, რომელზეც საჭიროა სიჩქარის შემცირება ან/და გაჩერება (გზაჯვარედინი, გზის მიმდებარე ტერიტორია, რკინიგზის გადასასვლელი, ქვეითთა გადასასვლელი, ის ადგილები, სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ ქვეითები, ველოსიპედისტები ან მდგარი სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.);

დ.დ.ბ) გზაჯვარედინზე მოხვევამდე;

დ.დ.გ) გასწრებამდე;

დ.ე) გადაცემათა გადართვა, როგორც წესი, უნდა განახორციელოს მაშინ, როდესაც ავტომობილი მოძრაობს სწორხაზოვანი მიმართულებით (გადაბმულობის სატერფული აშვებული უნდა იქნეს ვიდრე ავტომობილი მოძრაობს პირდაპირ. გადაცემის გადართვა დასრულებული არ არის, ვიდრე გადაბმულობის სატერფული აშვებული არ არის ბოლომდე);

დ.ვ) უნდა გაითვალისწინოს, რომ გზაჯვარედინზე, მოხვეული ან მიხვეული გზის მონაკვეთზე მოძრაობისას, გადაცემების გადართვა დასაშვებია თუ არ ხდება საჭის მობრუნება და გადაცემათა გადართვა არ შეაფერხებს ავტომობილის მდორე და თანაბარ მოძრაობას;

დ.ზ) დაღმართზე მოძრაობისას უნდა შეარჩიოს ისეთი გადაცემა, რომელშიც მოძრაობისას ძრავა ავტომობილს დაეხმარება დამუხრუჭებაში და თავიდან აიცილებს მუხრუჭის ზედმეტ ან ხანგრძლივ გამოყენებას;

დ.თ) ავტომობილის უსაფრთხოდ დგომის უზღუნველყოფის მიზნით უნდა ჩართოს სადგომი მუხრუჭი. ამასთან:

დ.თ.ა) თუ ავტომობილს გააჩნია მექანიკური გადაცემათა კოლოფი, სწორ ადგილზე ან აღმართზე ავტომობილის აღმართის მიმართულებით წინა მხარით გაჩერებისას უნდა ჩართოს პირველი გადაცემა, ხოლო დაღმართზე გაჩერებისას − უკუსვლის გადაცემა;

დ.თ.ბ) თუ ავტომობილს გააჩნია ავტომატური გადაცემათა კოლოფი, გადაცემების სელექტორი უნდა ჩართოს დგომის („PARK’’) პოზიციაში.

) აქსელერატორის მართვისას მძღოლობის კანდიდატმა:

ე.ა) აქსელერატორის სატერფული უნდა მართოს  მდორედ, ამასთან:

ე.ა.ა) სიჩქარის მოსამატებლად მდორედ დააჭიროს აქსელერატორის სატერფულს;

ე.ა.ბ) მუდმივი სიჩქარის შესანარჩუნებლად გამოიყენოს აქსელერატორი;

ე.ა.გ) აღმართზე მოძრაობისას, მუდმივი სიჩქარის შესანარჩუნებლად აქსელერატორი გამოიყენოს უფრო მეტად, ვიდრე გადაცემები;

ე.ა.დ) მართოს აქსელერატორი მოძრაობის მიმართულების, სიჩქარის, გზის საფარის, პროფილის ცვალებადობის და საგზაო მოძარობის პირობების გათვალისწინებით. ამასთან, აქსელერატორის მართვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს ავტომობილში მყოფ პირთა რყევა, საბურავების ადგილზე სრიალი, საბურავების  გზის საფართან მოჭიდების დაკარგვა;

ე.ა.ე) გადაცემის ყოველი გადართვის დასრულებისთანავე, აქსელერატორის მეშვეობით შეუსაბამოს ძრავის მუხლა ლილვის ბრუნვის სიხშირე ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეს;

ე.ა.ვ) ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით მიხვეული ან მოხვეული გზის ან მოლიპულ გზის მონაკვეთამდე მოძრაობისას, მდორედ მართოს აქსელერატორის სატერფული, რათა უფრო დაბალი გადაცემა ჩაირთოს ცოტა ადრე ვიდრე ჩვეულებრივ საჭიროამიხვეული ან მოხვეული ან მოლიპული გზის მონაკვეთამდე;

ე.ა.ზ) ამ პუნქტის „დ.გ.ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაჩერებისათვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილემდე (მოძრაობის ამკრძალავი შუქნიშნის სიგნალი, 7.16 საგზაო ნიშანი ან სხვ.) გაჩერებამდე ან სხვა შესაბამის სიტუაციაში, თუ მოძრაობის უსაფრთხოება ამის საშუალებას იძლევა, აუშვას აქსელერატორის სატერფულს და გამოიყენოს (გახარჯოს) ავტომობილის ინერცია;

ე.ა.თ) არ უნდა დააჭიროს აქსელერატორის სატერფულს, როდესაც გადაბმულობა გამორთულია; 

ე,ბ) როდესაც საგზაო სიტუაცია ან/და საგზაო მოძრაობის პირობები ამას არ მოითხოვს,  საგამოცდო ავტომობილის ძრავის მუხლა ლილვის ბრუნვის სიხშირე წუთში არ უნდა გადააჭარბოს 3000 ბრუნს;

) ავტომობილის დამუხრუჭებისას და გაჩერებისას მძღოლობის კანდიდატმა:

ვ.ა) ავტომობილის გაჩერება და ადგილზე შეკავება უნდა უზრუნველყოს მუშა მუხრუჭის მეშვეობით. ამასთან, მუშა მუხრუჭის გამოყენება უნდა განხორციელდეს:

ვ.ა.ა) ისე, რომ არ გამოიწვიოს ავტომობილის მექანიკური ნაწილების (კვანძების) და აგრეგატების დაძაბვა (გადატვირთვა);  

ვ.ა.ბ) ისე, რომ არ გამოიწვიოს ავტომობილის და მასში მყოფი პირების რყევა;

ვ.ა.გ) უსაფრთხოდ, ძრავის მუშაობისას;

ვ.ა.დ) ისე, რომ ავტომობილის ადგილზე შეკავება მოხდეს გადაცემის ჩართვამდე;

ვ.ბ) მუშა მუხრუჭის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, დისტანცია სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან, საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა და სხვ.). ამასთან, მუშა მუხრუჭი გამოყენებულ უნდა იქნეს:

ვ.ბ.ა) მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად;

ვ.ბ.ბ) ვიდრე ავტომობილი მოძრაობს სწორხაზოვანი მიმართულებით;

ვ.ბ.გ) ისე, რომ არ გამოიწვიოს ავტომობილის თვლების ბლოკირება და სრიალი;

ვ.ბ.დ) უფრო დაბალ გადაცემაში გადართვამდე (მოძრაობის სიჩქარე შეამციროს მუშა მუხრუჭით);

ვ.ბ.ე) მოსახვევთან, მიხვეულ ან მოხვეულ გზის მონაკვეთთან მისვლამდე, თუ არსებობს მოძრაობის სიჩქარის შემცირების საჭიროება (ჯერ უნდა დამუხრუჭდეს მძლავრად, ხოლო საჭის მობრუნების დაწყებამდე  − ოდნავ მსუბუქად, რათა გაძლიერდეს საჭის ზემოქმედება და უზრუნველყოფილ იქნეს საბურავების საკმარისი მოჭიდულობა გზის საფართან);

ვ.ბ.ვ) ავტომობილის გასაჩერებლად (მუშა მუხრუჭის სატერფულზე დაწოლის ძალის ცვლით ავტომობილის სრულად გაჩერებამდე. ამასთან, დასამუხრუჭებლად შერჩეულ უნდა იქნეს ყველაზე მეტად შესაფერისი საფარის სავალი ნაწილის მონაკვეთი);

ვ.ბ.ზ) გაჩერებისათვის წინასწარ შერჩეულ ადგილთან (მათ შორის, გამომცდელის მიერ მითითებულ ადგილთან) გასაჩერებლად (ავტომობილი უნდა გაჩერდეს შერჩეულ ადგილთან რაც შეიძლება ახლოს, მაქსიმუმ 1 მეტრის დაშორებით);

ვ.გ) დაღმართზე მოძრაობისას დასამუხრუჭებლად მუშა მუხრუჭის გარდა ასევე უნდა გამოიყენოს ძრავით დამუხრუჭება;

ვ.დ) ავტომობილის გაჩერება უნდა განახორციელოს მდორედ და თანდათანობით. მუშა მუხრუჭის სატერფულზე დაწოლა უნდა ცვალოს გზის საფარის გრძივი პროფილის ცვლილების გათვალისწინებით. ამასთან, ავტომობილის გაჩერებამდე ოდნავ უნდა შეამციროს მუშა მუხრუჭის სატერფულზე დაწოლა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მგზავრების რყევა, ხოლო შემდეგ თანდათანობით ისევ უნდა გაიზარდოს დაწოლა;

ვ.ე) ავტომობილის მუშა მუხრუჭის სატერფული უნდა მართოს მარჯვენა ფეხით, ამასთან საჭიროების გარეშე მოძრაობისას ფეხი არ უნდა ედოს მუხრუჭის სატერფულზე;

ვ.ვ) არ უნდა განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა;

შენიშვნა: მოქმედებები, რომლებიც აღწერილია ამ პუნქტის „ვ.ა.ბ“, „ვ.ბ.ვ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტებში არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მძღოლობის კანდიდატი სიტუაციის სრული კონტროლის პირობებში იყენებს მკვეთრ დამუხრუჭებას, რათა თავიდან აიცილოს საფრთხე, რომელიც წარმოიშვა მისგან დამოუკიდებლად;

ვ.ზ) სადგომის მუხრუჭის გამოყენების შემთხვევაში, უნდა შემოწმოს სადგომმა მუხრუჭმა შეაკავა თუ არა ავტომობილი. ამასთან, მძღოლობის კანდიდატის მიერ სადგომი მუხრუჭი გამოყენებულ უნდა იქნეს:

ვ.ზ.ა) ავტომობილის დგომისას, როდესაც არ იგეგმება მოძრაობის დაუყოვნებლივ  დაწყება;

ვ.ზ.ბ) აღმართზე გაჩერებული ავტომობილის ადგილიდან დაძვრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღმართზე ადგილიდან მდორედ დაძვრა შესაძლებელია სადგომი მუხრუჭის გამოყენების გარეშე;

ვ.თ)   აღმართზე ან დაღმართზე ავტომობილის ადგილიდან დაძვრისას ავტომობილი არ უნდა დაგორდეს არჩეული მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. ამასთან, იგი ადგილიდან უნდა დაიძრას მდორედ;

ვ.ი) ადგილიდან დაძვრამდე უნდა შეამოწმოს, რომ სადგომი მუხრუჭი ბოლომდეა გამორთული.

) საჭის მართვისას მძღოლობის კანდიდატმა:

ზ.ა) საგზაო მოძრაობის ნებისმიერ პირობებში საჭე უნდა მართოს სათანადო წესით და უნდა დაიცვას მოძრაობის არჩეული ტრაექტორია. ამასთან, მან:

ზ.ა.ა) საჭე უნდა მართოს მდორედ, ისე რომ ავტომობილმა იმოძრაოს ზუსტად საჭირო მიმართულებით (ეკავოს შესაბამისი ტრაექტორია სწორხაზოვანი მოძრაობისას, მოხვეულ ან მიხვეულ გზის მონაკვეთზე მოძრაობისას ან მოხვეული ან მიხვეული გზის მონაკვეთიდან გამოსვლისას);

ზ.ა.ბ) საჭე უნდა მართოს ორივე ხელით, გარდა ავტომობილის სხვა მართვის საშუალებების გამოყენების, უკუსვლით მოძრაობის ან ხელით სიგნალის მიცემის შემთხვევებისა;

ზ.ა.გ) ყოველთვის უნდა იქონიოს შესაძლებლობა საჭიროების წარმოქმნისას მოაბრუნოს საჭე იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს კონკრეტული მანევრის შესასრულებლად არის საჭირო;

ზ.ა.დ) მოძრაობის სწორხაზოვან ტრაექტორიაზე დაბრუნებისას, თითებს შორის გაცურებული საჭის თვალი უნდა გააჩეროს ისეთ მდგომარეობაში, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დასახაული ტრაექტორიით მოძრაობა;

ზ.ბ) ხელები არ უნდა მოუჭიროს საჭეს ზედმეტად მძლავრად და საჭის თვალი ხელებით უნდა ეჭიროს გარეთა მხრიდან. ამასთან, ავტომობილის სწორსწორხაზოვანი ტრაექტორიით  მოძრაობისას საჭეზე მარჯვენა ხელი უნდა ეკიდოს მარჯვნივ, ხოლო მარხენა ხელი-მარცხნივ ისე, რომ საჭის თვალის როგორც საათის ციფერბლატის წარმოდგენისას, ხელების მტევნები აჩვენებდეს „3 საათს აკლია თხუთმეტი წუთი“ ან „2 საათს აკლია ათი წუთი“;

) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ავტომობილის ეკონომიურად და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდით მართვა, რაც გულისხმობს:

თ.ა)  სატრანსპორტო საშუალების მართვის ელემენტების რამდენადაც შესაძლებელია მდორედ მართვას:

თ.ა.ა)  ძრავის ჩართვისას და დაძვრისას ძრავის მუხლა ლილვის მაღალი სიხშირით ბრუნვის თავის არიდებას;

თ.ა.ბ) აქსელერატორის მდორედ და თანდათანობით გამოყენებას. შესაბამის შემთხვევაში აქსელერატორის სატერფულიდან ფეხის აღებას და ავტომობილისათვის წინ ინერციით მოძრაობის საშუალების მიცემას. აქსელერატორის სატერფულზე ფეხის ხშირი პერიოდულობით დაჭერისგან თავის არიდებას;

თ.ა.გ) გადაცემის სათანადო გამოყენებას. გადაცემათა მაღალ ან დაბალ გადაცემაში ხშირი ცვლის (გადართვის) თავის არიდებას. ამასთან, რამდენადაც შესაძლებელია გამოყენებულ უნდა იქნეს მაღალი გადაცემა, ძრავის ზედმეტად გადატვირთვის გარეშე;

თ.ა.დ) სიჩქარის შესაბამის შერჩევას. სიჩქარის საგზაო პირობებთან (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა და სხვა) შესაბამისობას. იმის გათვალისწინებას, თუ როგორი გავლენა შეუძლია იქონიოს შესაბამისმა სიჩქარემ საწვავის მოხმარებაზე და გამონაბოლქვზე;

თ.ბ) საგზაო ვითარების ყოველმხრივ დაკვირვებას, მეთვალყურეობას, კონტროლს და დროულ რეაგირებას, რაც საფრთხის დროულად გამოვლენის და შესაბამისად მდორე, თანდათანობითი დამუხრუჭების და აჩქარების საშუალებას იძლევა;           

) მძღოლობის კანდიდატის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გზაზე არსებული სიტუაციის დაკვირვება და მეთვალყურეობა. აღნიშნულის მიზნით:

 ი.ა) მძღოლობის კანდიდატი უნდა ახორციელებდეს საგზაო ვითარებაზე ყოველმხრივ დაკვირვებას, მეთვალყურეობას და კონტროლს, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მძღოლობის კანდიდატი უნდა დააკვირდეს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს, თუმცა აუცილებლად უნდა იყურებოდეს საჭირო მიმართულებით საჭირო დროს;

ი.ბ) მძღოლობის კანდიდატმა მანევრი უნდა შეასრულოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება მის უსაფრთხოებაში, ამასთან:

ი.ბ.ა) მანევრის დაწყებამდე მან უნდა დაათვალიეროს გზის მთელი მონაკვეთი, სადაც ავტომობილი იმოძრავებს მანევრის შესრულებისას და დარწმუნდეს არჩეული მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხოებაში;

ი.ბ.ბ) მანევრის შესრულებისას მან დაკვირვება და მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს გზაზე არსებულ სიტუაციას ერთზე მეტი მიმართულებით, თუმცა ამასთანავე აუცილებლად უნდა იყურებოდეს საჭირო მიმართულებით საჭირო დროს;

ი.გ) მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის უკუხედვის გარე და შიდა სარკეებით უნდა  ისარგებლოს ისე, როგორც ავტომობილის მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილით, რათა სათანადოდ შეაფასოს ნებისმიერი არსებული თუ შესაძლო საფრთხე.  მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის უკუხედვის შესაბამის გარე ან/და შიდა სარკეებში უნდა გაიხედოს:    

ი.გ.ა) მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ჩართვამდე;

ი.გ.ბ) მოძრაობის დაწყებამდე, გარდა სატრანსპორტო ნაკადში მოძრაობის განახლების შემთხვევისა;

ი.გ.გ) მოძრაობის ზოლის შეცვლამდე, მათ შორის, სხვა მოძრაობის ზოლში ავტომობილის ნაწილობრივ, ავტომობილის ნახევარი სიგანით ან მეტით გადასვლამდე; 

ი.გ.დ) გზაზე გასვლამდე;

ი.გ.ე) გზიდან გასვლამდე;

ი.გ.ვ) დაბრკოლების შემოვლამდე;

ი.გ.ზ) ავტომობილის თავისი სიგანით ან მეტით გვერდზე გადანაცვლებამდე;

ი.გ.თ) გზაჯვარედინზე მოხვევამდე;

ი.გ.ი) გზის ისეთი მონაკვეთზე შესვლამდე, სადაც საჭიროა სიჩქარის შემცირება ან გაჩერება (გზაჯვარედინები, რკინიგზის გადასასვლელები, ქვეითთა გადასასვლელები, საცხოვრებელი ზონები, გზის მიმდიებარე ტერიტორია და ა.შ.);

ი.გ.კ) უშუალოდ სიჩქარის შემცირებამდე, დამუხრუჭების დაწყებისას და ასევე უშუალოდ გაჩერებამდე;

ი.გ.ლ) გასწრებამდე, ასევე გასწრების დამთავრების შემდეგ, ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებამდე;

ი.გ.მ) უკუსვლით მოძრაობისას (გარდა უკუხედვის შესაბამის გარე ან/და შიდა სარკეებისა მძღოლობის კანდიდატმა კონტროლი ასევე უნდა განახორციელოს შესაბამისი მიმართულებით თავის მიტრიალებით);

ი.გ.ნ) ავტომობილიდან გადმოსვლისას კარის გაღებამდე;

ი.დ) ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებით უხილავი გზის მონაკვეთის (ე.წ. „მკვდარი უბნების“) შესამოწმებლად მძღოლობის კანდიდატმა შესაბამისი მიმართულებით უნდა მიატრიალოს თავი (ე.წ. მხარზე გახედვა):

ი.დ.ა) მოძრაობის დაწყებამდე;

ი.დ.ბ) მოძრაობის ზოლის შეცვლამდე, მათ შორის, სხვა მოძრაობის ზოლში ავტომობილის ნაწილობრივ, ავტომობილის ნახევარი სიგანით ან მეტით გადასვლამდე);

ი.დ.გ) სატრანსპორტო ნაკადების (მოძრაობის ზოლების) შეერთებამდე (შერწყმამდე);

ი.დ.დ) სატრანსპორტო ნაკადების (მოძრაობის ზოლების) განშტოებამდე;

ი.დ.ე) გზიდან გასვლამდე;

ი.დ.ვ) დაბრკოლების შემოვლამდე;

ი.დ.ზ) ავტომობილის საკუთარი სიგანით ან მეტით გვერდზე გადანაცვლებამდე;

ი.დ.თ) ავტომობილიდან გადმოსვლისას კარის გაღებამდე;

) მძღოლობის კანდიდატმა დროულად უნდა უზრუნველყოს გზაზე არსებული  საფრთხის  გამოვლენა და მასზე რეაგირება. აღნიშნულის მიზნით:

 კ.ა) მძღოლობის კანდიდატმა დროულად (შეჯახების თავიდან ასაცილებლად დამუხრუჭების, აჩქარების ან გზის სხვა მონაკვეთზე მდორედ გადანაცვლებისათვის დამატებითი დროის მარაგის ქონით), საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე, სათანადო სიფრთხილის დაცვით უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება:

კ.ა.ა) თანმხვედრი მიმართულებით სხვადასხვა სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზე;

კ.ა.ბ) ისეთ განსაკუთრებულ გარემოებებზე, როგორიცაა: გზაზე მოძრავი ოპერატიული,  სპეციალური ან საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები, არსებული დაბრკოლებები, საგზაო-სარემონტო სამუშაოები, ატმოსფერული პირობები, გზის საფარის მდგომარეობა, გზის სახიფათო მონაკვეთები, შეზღუდული ხილვადობა, გზაზე მოძრავი ცხოველები და ა.შ.;

 კ.ა.გ) ქვეითებზე (განსაკუთრებით ბავშვებზე, ხანდაზმულებზე, სავარძელ-ეტლით მოძრავ შშმ პირებზე, საბავშვო ეტლის ან სავარძელ-ეტლის გადამყვან პირებზე), ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვან პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან გზის სავალ ნაწილზე ან აპირებენ გზის სავალ ნაწილზე შესვლას ან/და მოძრაობენ მდგომ/გაჩერებულ  სატრანსპორტო საშუალებებს შორის;

კ.ა.დ) გზაზე მოძრავ ნელმავალ, არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) და ზენორმატიულ (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებებზე, მოპედებზე, ველოსიპედებზე, აგრეთვე ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონებზე;

კ.ა.ე) გზაზე არებულ საფრთხის შემცველ ნებისმიერ სხვა გარემოებაზე; 

კ.ბ) მძღოლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უნარი დროულად გამოავლინოს გზაზე არსებული ნებისმიერი საფრთხის შემცვლელი სიტუაცია და მიიღის დროული ზომები მის თავიდან ასაცილებლად;

) მძღოლობის კანდიდატმასაგზაო მოძრაობის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, სათანადოდ უნდა ისარგებლოს უპირატესობით (პრიორიტეტით), დროულად დაუთმოს გზა (არ შექმნას დაბრკოლება) და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. აღნიშნულის მიზნით მძღოლობის კანდიდატმა:

ლ.ა) სათანადოდ უნდა იმოქმედოს მოძრაობის უპირატესობის (პრიორიტეტის) და გზის დათმობის (დაბრკოლების არშექმნის) წესების შესაბამისად;

ლ.ბ) არ უნდა განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ უნდა განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე;

ლ.გ) სათანდოდ უნდა შეაფასოს გზაზე არსებული სიტუაცია და მიიღოს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველმყოფი სწორი და დროული გადაწყვეტილება, ამასთან, მან უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს მოძრაობა;

ლ.დ) საგზაო მოძრობის წესების დაცვით, უნდა იმოძრაოს ეფექტურად:

ლ.დ.ა) სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, რომლებიც მოძრაობენ თანმხვედრი მიმართულებით, როდესაც არ არის აუცილებლობა მუდმივად ცვალოს დისტანცია იმავე სიჩქარით მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან;

ლ.დ.ბ) უმნიშვნელოდ ცვალებადი მოძრაობის პირობების შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებების უმრავლესობა მოძრაობს თანმხვედრი მიმართულებით, იგივე სიჩქარით, როდესაც არ არის რთული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება გზაზე დაბრკოლების შესაძლო წარმოქმნასთან ან გზის ზედაპირის მდგომარეობის მუდმივად ცვლილების, მკვეთრი მოსახვევის ან ციცაბო აღმართის ან დაღმართის გამო;

ლ.დ.გ) ინტენსიური მოძრობისას და რეაგირება მოახდინოს მოძრაობის სიტუაციაზე და პირობებზე;

ლ.დ.დ) ავტომაგისტრალზე, მასთან გათანაბრებული საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილ და 5.3 საგზაო ნიშნით მონიშნულ იმ გზაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება, აგრეთვე ნებისმიერ გზაზე, რომელზედაც მოძრაობის ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღემატება;

ლ.ე) გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით. ამასთან, თავისი მოქმდებებით შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები;

ლ.ვ) სიჩქარის, დისტანციის, გვერდითი ინტერვალის, ხილვადობის, გზის ზედაპირის, ატმოსფერული პირობების და ქვეითებამდე მანძილის გათვალისწინებით, დროულად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა არ წარმოეშვას უეცარი მანევრის, სიჩქარის სწრაფი შეცვლის ან მკვეთრი დამუხრუჭების საჭიროება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების ქმედებების, გზაზე დაბრკოლების შესაძლო წარმოქმნის ან გზის სახიფათო მონაკვეთის  გამო;

ლ.ზ) მაქსიმალურად ზუსტად უნდა შეარჩიოს უსაფრთხო დისტანცია და გვერდითი ინტერვალი სატრანსპორტო ნაკადში, განსაკუთრებით გზაჯვარედინზე მოძრაობისას, მოძრაობის ზოლის შეცვლისას და გზაზე გასვლისას;

ლ.თ) თავისუფალი გავლის შესაძლებლობის არქონის შემთხვევაში, უნდა გამოძებნოს ოპტიმალური გზა, რომელიც მისცემს საშუალებას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე, უსაფრთხოდ გადაჭრას  პრობლემა;

ლ.ი) უნდა „ითანამშრომლოს“ სხვა მძღოლებთან, ე.ი. დაეხმაროს სატრანსპორტო ნაკადთან შერწყმაში, მოძრაობის ზოლის შეცვლაში (გადაჯგუფებაში), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გზა დაკავებულია;

ლ.კ) პოტენციურად საფრთხის შემცველი სიტუაციის შექმნის ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, საფრთხის წარმოქმნამდე უნდა გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა;

ლ.ლ) მანევრის შესრულების ან სიჩქარის შეცვლის შემთხვევაში პოტენციური საფრთხის იდენტიფიცირებისას, დროული და სწორი თანმიმდევრობით უნდა შეასრულოს შესაბამისი საჭირო მოქმედებები, რომლებიც ქმნიან სატრანსპორტო საშუალების მართვის სისტემას (მოძრაობის ტრაექტორიის შერჩევა − შესაბამისი უკუხედვის სარკ(ეებ)ის გამოყენება − სიგნალების მიცემა − სიჩქარის შერჩევა − გადაცემის შერჩევა − შესაბამისი უკუხედვის სარკ(ეებ)ის გამოყენება − პრევენციული მოქმედებები − შესაბამისი მოქმედების შესრულება) და რომელიც გამიზნულია საფრხის თავიდან ასაცილებლად;

ლ.მ) გზაზე მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

ლ.მ.ა) არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში უნდა შემცირდეს სიჩქარე და გაიზარდოს დისტანცია წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან;

ლ.მ.ბ) გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია;

ლ.მ.გ) ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა;

ლ.მ.დ) მოყინულ გზის მონაკვეთზე შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს არიდებული დამუხრუჭება, სიჩქარის ცვლილება და მიმართულების მკვეთრი შეცვლა. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე;

ლ.მ.ე) ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, უნდა შემცირდეს სიჩქარე და გაიზარდოს დისტანცია წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან;

ლ.მ.ვ) წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც უნდა შემცირდეს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით;

ლ.მ.ზ) წვიმიან ამინდში მოძრაობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს გამოჩინილი ქვეითთა მიმართ, რადგან მათი შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია;

ლ.მ.თ) მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა;

ლ.მ.ი) გზაზე წყლის გუბეების არსებობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა;

ლ.მ.კ) თუ გზაზე შემჩნეული იქნება სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, შენარჩუნებულ უნდა იქნეს სიმშვიდე და სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი;

ლ.მ.ლ) გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო;

ლ.მ.მ) დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობა აქვეითებს კონცენტრაციასა და მაღალი სიჩქარის შეგრძნებას;

ლ.მ.ნ) სატრანსპორტო საშუალების მართვა უნდა ხორციელდებოდეს მშვიდად, აგრესიულობის  და თავის, როგორც გზაზე უპირატესის გამოჩენის მცდელობის გარეშე;

ლ.ნ) მოძრაობა უნდა დაიწყოს 10 წამის განმავლობაში გამომცდელისგან დაძვრაზე მითითების მიღების შემდეგ, თუ ეს დრო საკმარისია საგზაო სიტუაციის  შესაფასებლად და მოძრაობის უსაფრთხოდ დასაწყებად;

) ავტომობილის გზაზე განლაგებისას მძღოლობის კანდიდატმა:

მ.ა) ავტომობილის გზაზე განლაგება უნდა უზრუნველყოს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, გზის სავალ ნაწილზე ავტომობილის უსაფრთხოდ განლაგების მიზნით მხედველობაში უნდა მიიღოს იმავე გზის სავალ ნაწილზე შემხვედრი, თანხმვედრი, ასევე გაჩერებული/მდგომი სატრანსპორტო საშუალებების განლაგება;

მ.ბ) საგამოცდო ავტომობილის გზაზე უსაფრთხოდ განლაგების შერჩევისას მხედველობაში უნდა მიიღოს:

მ.ბ.ა) შემხვედრი და გვერდზე მოძრავი ან მდგომი სხვა სატრანსპორტო საშუალებები;

მ.ბ.ბ) გზის ორივე მხრიდან მომდინარე განმეორებადი საფრთხეები (მაგ.: მოკლე მანძილზე გზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების სიხშირე);

მ.ბ.გ) ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უახლოვდებიან მას სავალი ნაწილების გადაკვეთიდან;

მ.გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მოძრაობის წესების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ისე უნდა შეარჩიოს საგამოცდო ავტომობილის გზაზე განლაგება, რომ ჰქონდეს საუკეთესო ხილვადობა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის იყოს რაც შეიძლება კარგად ხილვადი. აღნიშნული მიზნით:

მ.გ.ა) გაზარდოს დისტანცია ავტომობილსა და მის წინ მიმავალ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) სატრანსპორტო საშუალებას შორის, რათა წინ ჰქონდეს გზის რაც შეიძლება კარგი ხილვადობა;

მ.გ.ბ) ცუდი ხილვადობის მქონე გზაჯვარედინთან მიახლოვებისას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), რათა ხილვადობა მოსახვევის მიღმა იყოს რაც შეიძლება კარგი;

მ.დ) გზაზე საგამოცდო ავტომობილის განლაგება უნდა შეარჩიოს ისე, რომ იგი რაც შეიძლება შორს იყოს სახიფათო ობიექტებისგან. აღნიშნული მიზნით:

მ.დ.ა) აღმართის უმაღლესი წერტილთან მიახლოებისას მიიწიოს რამდენადაც ეს შესაძლებელია, უკიდურესად მარჯვნივ, ხოლო გზაზე მდგომი სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას −  მოძრაობის ზოლის უკიდურესი მარცხენა კიდისაკენ;

მ.დ.ბ) უნდა იმოძრაოს ისე, რომ  საგამოცდო ავტომობილსა და მოძრაობის სხვა მონაწილეს შორის დაშორება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო;

მ.ე) უნდა იმოძრაოს ნებადართულ მოძრაობის ზოლში. დაკავებული მოძრაობის ზოლიდან სხვა მოძრაობის ზოლში არ უნდა გადავიდეს ამის საჭიროების გარეშე. საგზაო მონიშვნის ხაზებით აღნიშნული საგზაო მოძრაობის ზოლზე მოძრაობისას საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა უნდა განახაორციელოს მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის ან მობრუნების მანევრის შესრულებისას;

მ.ვ) გასწრება და დაბრკოლების შემოვლა უნდა განახორციელოს მარცხენა მხრიდან, გარდა საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული მარჯვენა მხრიდან გასწრების ნებადართული შემთხვევისა;

მ.ზ) გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ, დროულად უნდა დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი;

მ.თ) სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილი მოთხოვნები, თუ იგი აპირებს გზიდან გასვლას:

მ.თ.ა) მარჯვენა მხრიდან, უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი;

მ.თ.ბ) მარცხენა მხრიდან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას საგამოცდო ავტომობილი საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს;

მ.ი) მარცხნივ მოხვევამდე ან მობრუნებამდე საგამოცდო ავტომობილი  მოძრაობის ზოლში უნდა განალაგოს საგზაო მონიშვნის პარალელურად. ამასთან, მარცხნივ მოხვევის მოლოდინში, გაჩერებული საგამოცდო ავტომობილის წინა თვლები მანევრის დაწყებამდე წინასწარ არ უნდა მოაბრუნოს მარცხნივ;

ნ) მძღოლობის კანდიდატის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დისტანციისა და გვერდითი ინტერვალის დაცვა. აღნიშნული მიზნით:

ნ.ა) მძღოლობის კანდიდატმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო (უსაფრთხო) დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა;

ნ.ბ) დისტანცია წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე ფასდება იმ დროით, რა დროშიც  სატრანსპორტო საშუალება გაივლის მოცემულ დისტანციას და უნდა შეადგენდეს:

ნ.ბ.ა) ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრან-სპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში არანაკლებ 2 წამს, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ საგამოცდო ავტომობილის მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, როდესაც მძღოლობის კანდიდატს გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი, აგრეთვე ამ პუნქტის „ნ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ნ.ბ.ბ) მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში არანაკლებ 6 წამს, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ საგამოცდო ავტომობილის მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, როდესაც მძღოლობის კანდიდატს გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი;

ნ.გ) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასწრების მომენტში მძღოლობის კანდიდატმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს უნდა დაუტოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე;

ნ.დ) სატრანსპორტო ნაკადში საგამოცდო ავტომობილის გაჩერებისას წინ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებასთან დისტანცია უნდა იყოს იმდენი, რომ შესაძლებელი იყოს უკუსვლით მოძრაობის გარეშე მისი გვერდის ავლა. ამასთან, მძღოლობის კანდიდატმა არ უნდა განაახლოს მოძრაობა წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის განახლებმადე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოიშვა წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშულებისათვის გვერდის ავლის აუცილებლობა (მაგ.: წინ გაჩერებულმა სატრანსპორტო საშუალებამ ჩართო საავარიო შუქსიგნალიზაცია);

ნ.ე) გვერდითი ინტერვალი თანხვედრი ან საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ, ასევე გაჩერებულ ან მდგომ სატრანსპორტო საშუალებებთან, გზაზე მოძრავ ველოსიპედისტებთან, ქვეითებთან, გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებულ დაბრკოლებებთან მიმართებით უნდა იყოს უსაფრთხო. ამასთან, გაჩერებულ, მდგომ სატრანსპორტო საშუალებებთან ან გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებულ დაბრკოლებებთან მიმართებით გვერდითი ინტერვალი უნდა იყოს იმდენი, რომ არ უშვებდეს შეჯახების ალბათობას, ხოლო სადგომზე დადგომისას შესაძლებელი უნდა იყოს ავტომობილის კარებების შეუფერხებლად გაღება;

ნ.ვ) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილისა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის გაზრდა უნდა უზრუნველყოს:

ნ.ვ.ა) არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში;

ნ.ვ.ბ) წვიმისა და თოვის დროს;

ნ.ვ.გ) ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, სადაც ამას მოძრაობის უსაფრთხოება მოითხოვს;

ო) მძღოლობის კანდიდატის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო სიჩქარის შერჩევა. აღნიშნული მიზნით:

ო.ა) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის სიჩქარე უნდა გაზარდოს თანაბრად, ამასთან არ უნდა გადააჭარბოს ნებადართულ სიჩქარეს. სიჩქარის შერჩევისას მძღოლობის კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზის მდგომარეობა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. მძღოლობს კანდიდატმა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან მიმართებაში უნდა დაიცვას სიჩქარის შერჩევის მოთხოვნები. შერჩეული სიჩქარე მძღოლობის კანდიდატს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს საგამოცდო ავტომობილი ისე, რომ დაცულ იქნეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

ო.ბ) მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს სწორი სიჩქარე:

ო.ბ.ა) უფრო დაბალ გადაცემაში გადართვამდე, რათა გადაცემის გადართვის შემდეგ  საგამოცდო ავტომობილმა იმოძრაოს ბიძგების გარეშე ან ძრავმა არ იმუშაოს მაღალ სიხშირეზე;

ო.ბ.ბ) გართულებული მოძრაობის პირობებში (მაგ.: წვიმის ან თოვის დროს) უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა გაჩერდეს მითითებულ საგზაო პირობებში ხილვადი გზის მონაკვეთის ფარგლებში;

ო.ბ.გ) გზის იმ მონაკვეთზე გასვლამდე, სადაც საჭიროა სიჩქარის შემცირება ან გაჩერება (მაგ.: გზაჯვრედინი, რკინიგზის და ქვეითთა გადასასვლელი, საცხოვრებელი ზონა და ტერიტორია, სადაც შეიძლება იყვნენ ქვეითები, ველოსიპედისტები, მდგომი/გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებები);

ო.ბ.დ) გზაჯვარედინზე მოხვევამდე ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლამდე;

ო.ბ.ე) არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში (მაგ.:  აღმართის უმაღლეს წერტილთან, შეზღუდული ხილვადობის გზაჯვარედინთან და გზაჯვარედინზე) ან მოსახვევთან მიახლოვებისას (მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეამციროს სიჩქარე, სანამ არ დარწმუნდება შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში);

ო.ბ.ვ) მდგომი/გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას;

ო.ბ.ზ) სხვა სიტუაციაში, სადაც ამას მოძრაობის უსაფრთხოოება მოითხოვს;

ო.გ) მძღოლობის კანდიდატმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება;

ო.დ) მძღოლობის კანდიდატი, რომელიც აპირებს შესამჩნევად შეამციროს სიჩქარე, თუ სიჩქარის ეს შემცირება გამოწვეული არ არის უშუალო საფრთხით, წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ მას ეს შეუძლია გააკეთოს ისე, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ საფრთხე და ზედმეტად არ გაართულოს მათი მოძრაობა;

ო.ე) მოხვევის და მობრუნების მანევრის შესრულებისას საგამოცდო ავტომობილი უნდა მოძრაობდეს არაუმეტეს 30კმ/სთ სიჩქარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი მანევრის შესრულებისას შერჩეული სიჩქარე მძღოლობის კანდიდატს საშუალებას აძლევს აკონტროლოს საგამოცდო ავტომობილი ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება;

ო.ვ) არ უნდა გაზარდოს საგამოცდო ავტომობილის სიჩქარე, როდესაც მას უსწრებს სხვა სატრანსპორტო საშუალება;

პ) მძღოლობის კანდიდატის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს  მარეგულირებელისა და შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, ასევე  საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების შესრულება. აღნიშნული მიზნით:

პ.ა) მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს მარეგულირებლის სიგნალების, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ურთიერთდამოკიდებულების უპირატესი ძალის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას მიაჩნია, რომ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესებს;

პ.ბ) მძღოლობის კანდიდატმა მანევრის შესრულებისათვის საგზაო მოძრაობის ზოლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები;

ჟ) მძღოლობის კანდიდატის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მოხვევის შუქ-მაჩვენებელის სათანადო გამოყენება. აღნიშნული მიზნით:

ჟ.ა) მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ჩართოს:

ჟ.ა.ა) მოძრაობის დაწყებამდე;

ჟ.ა.ბ) მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევამდე;

ჟ.ა.გ) მობრუნებამდე;

ჟ.ა.დ) დაბრკოლების შემოვლამდე;

ჟ.ა.ე) მოძრაობის ზოლის შეცვლამდე (მათ შორის, გასწრებისას და გასწრების დამთავრების შემდეგ ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებასას, ასევე სხვა მოძრაობის ზოლში ავტომობილის ნაწილობრივ, ავტომობილის ნახევარი სიგანით ან მეტით გადასვლამდე);

ჟ.ა.ვ) გზიდან გასვლამდე;

ჟ.ა.ზ) საგამოცდო ავტომობილის თავისი სიგანით ან მეტით გვერდზე გადანაცვლებამდე;

ჟ.ა.თ) წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინიდან გასვლამდე;

ჟ.ბ) მოხვევის შუქ-მაჩვენებელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრირების დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე. ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს  საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები მძღოლობის კანდიდატზე ვრცელდება მისი შესაძლებლობის შეზღუდვის ხასიათისა და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციის გათვალისწინებით.

4. მძღოლობის კანდიდატმა უნდა დაიცვას საგამოცდო მარშრუტი (არ უნდა გადაუხვიოს საგამოცდო მარშრუტს), გარდა საგზაო მოძრაობისას შექმნილი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევისა, გამომცდელის შესაბამისი მითითების არსებობისას. ამასთან, საგამოცდო მარშრუტიდან გადახვევის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა მოძრაობა უნდა გააგრძელოს გამომცდელის მიერ მითითებული სვლაგეზით.

 

მუხლი 388. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება

1. ამ წესის 387 მუხლის პირველის პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მგზავრობის დაწყებამდე შემოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი არ/ვერ ასრულებს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის დავალებას;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა საგამოცდო ავტომობილის კარები დაკეტილია თუ არა;

ა.გ) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა გამორთულია თუ არა სადგომი მუხრუჭი და ჩართული სადგომი მუხრუჭით მოძრაობს 1 მეტრზე მეტ მანძილზე, მაგრამ არაუმეტეს 10 მეტრისა;

ა.დ) მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილის ძრავის გაშვებისას ბერკეტი არ არის ნეიტრალურ გადაცემაში, ხოლო ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილის შემთხვევაში  − დგომის („P“) პოზიციაში;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა საგამოცდო ავტომობილის კარები დაკეტილია თუ არა და სწრაფად არ აღმოფხვრა დარღვევა (გაიარა 10 მეტრზე მეტი მანძილი);

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატის მიერ მძღოლის სავარძელი არ/ვერ იქნა სათანადოდ დარეგულირებული (მორგებული);

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო ავტომობილის მძღოლის სავარძლის თავის საყრდენი მოწყობილობა (თავის მისაყუდებელი) არ/ვერ იქნა სათანადოდ დარეგულირებული (მორგებული);

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატმა უსაფრთხოების ღვედი არ/ვერ შეიკრა სათანადო წესით;

ბ.ე) მძღოლობის კანდიდატის მიერ უკუხედვის სარკეები არ/ვერ იქნა სათანადოდ დარეგულირებული (მორგებული);

ბ.ვ) მძღოლობის კანდიდატის მიერ საჭე არ/ვერ იქნა სათანადოდ დარეგულირებული (მორგებული);

ბ.ზ) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა გამორთულია თუ არა სადგომი მუხრუჭი და ჩართული სადგომი მუხრუჭით მოძრაობს 10 მეტრზე მეტ მანძილზე.

2. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის გარე სანათი ხელსაწყოებისა და მართვის დამატებითი (დამხმარე) სხვა საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი არასათანდოდ/საჭიროების გარეშე იყენებს საგამოცდო ავტომობილის მართვის ნებისმიერ დამატებით (დამხმარე) საშუალებას (მაგ.: გარე სანათ ხელსაწყოებს, მოხვევის შუქ-მაჩვენებელს, ხმოვანი სიგნალს, საავარიო შუქსიგნალიზაციას, საქარე მინის მინამწმენდს, წყლის შესაშხურებელს, ვენტილაციას, კლიმატ-კონტროლს ან/და მართვის დამატებით (დამხმარე) სხვა საშუალებებს), მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.ბ) ძრავის ამუშავების შემდეგ, მოძრაობის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატი არ ამოწმებს  საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებს ან/და მაფრთხილებელი სიგნალების მაჩვენებლებს და არ რწმუნდება ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაში, ან არ იცის რაზე მიუთითებს და რა მოიმოქმედოს, როდესაც მაფრთხილებელი სიგნალი შესაბამის დროში არ გამოირთო ან როდესაც საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები მიუთითებენ გაუმართაობაზე;

ა.გ) ავტომობილის მოძრობისას მძღოლობის კანდიდატი არ რეაგირებს ან 30 წამზე მეტ დროში რეაგირებს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მაჩვენებლებზე და მაფრთხილებელ სიგნალებზე, ან არ იცის რაზე მიუთითებს და რა მოიმოქმედოს, როდესაც ჩაირთო მაფრთხილებელი სიგნალი ან გაუმართაობის მაუწყებელი საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები;

ა.დ) მძღოლობის კანდიდატი ცდილობს მეორედ გაუშვას საგამოცდო ავტომობილის ძრავი, როდესაც ის უკვე გაშვებულია;

ა.ე) საგამოცდო ავტომობილი ძრავის გაშვებისას გორდება უკონტროლოდ, მათ შორის, იმის გამო, რომ ამის საჭიროების არსებობისას ჩართული არ იყო სადგომი მუხრუჭი;

ა.ვ) მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალი გამოიყენა არასაჭიროებისამებრ ან უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე ეს აუცილებელია;

ა.ზ) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილიდან გადმოსვლამდე არ გამორთო (ჩააქრო) ძრავი;

ა.თ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი საჭიროებისას არ იყენებს ან არასათანდოდ იყენებს საგამოცდო ავტომობილის მართვის ნებისმიერ დამატებით (დამხმარე) საშუალებას (მაგ.: გარე სანათ ხელსაწყოებს, მოხვევის შუქ-მაჩვენებელს, ხმოვანი სიგნალს, საავარიო შუქსიგნალიზაციას, საქარე მინის მინამწმენდს, წყლის შესაშხურებელს, ვენტილაციას, კლიმატ-კონტროლს ან/და მართვის დამატებით (დამხმარე) სხვა საშუალებებს), რითიც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილს მართავს უსაფრთხოების ღვედის შეკვრის გარეშე;

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატი უკუხედვის სარკეს/სარკეებს, მძღოლის სავარძელს ან მძღოლის სავარძლის საყრდენ მოწყობილობას (თავის მისაყუდებელს) არეგულირებს (ირგებს) საგამოცდო ავტომობილის მოძრაობისას.

3. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაბმულობის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატმა გადაბმულობის არასათანადო მართვით, არასათანადო გადაცემით და ა.შ. თავიდან ვერ აირიდა საგამოცდო ავტომობილის ძრავის ჩაქრობა, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატს დაჭერილი აქვს ფეხი გადაბმულობის სატერფულზე და 3 წამზე მეტი დროის განმავლობაში არ ახორციელებს გადაცემათა ჩართვას, გადართვას ან გამორთვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უნდა დაიწყოს მოძრაობა, გაჩერდეს ან შეასრულოს მანევრირება დაბალი სიჩქარით;

ა.გ) მძღოლობის კანდიდატი არასათანადოდ მართავს (ბოლომდე არ აჭერს) საგამოცდო ავტომობილის გადაბმულობის სატერფულს გადაცემის ჩართვისას, გადართვისას ან გამორთვისას;

ა.დ) მძღოლობის კანდიდატი საჭიროების გარეშე მოძრაობს სატერფულზე ფეხის აუღებლად სრულად ჩაურთველი გადაბმულობით;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატს ფეხი აქვს მიბჯენილი (მიდებული) გადაბმულობის სატერფულ­ზე, როდესაც გადაბმულობა არ გამოიყენება (არ ხდება დაჭერა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნელა მოძრავ სატრანსპორტო ნაკადში ხდება ავტომობილის დაძვრა და მალე უნდა მოხდეს მისი გაჩერება;

ა.ვ) მძღოლობის კანდიდატმა ზედმეტად სწრაფად აუშვა გადაბმულობის სატერფულს, რამაც გამოიწვია საგამოცდო ავტომობილის ბიძგებით მოძრაობა;

ა.ზ) მძღოლობის კანდიდატმა დამუხრუჭებისას მუხრუჭის სატერფულს ფეხი დააჭირა გადაბმულობის გამორთვის შემდეგ, გარდა აღმართზე გაჩერების ან ნელა მოძრავ სატრანსპორტო ნაკადში ადგილიდან დაძვრის ან გაჩერების შემთხვევებისა;        

ა.თ) ავტომობილის გადაცემათა კოლოფის ნეიტრალურ მდგომარეობაში ჩართვისას მძღოლობის კანდიდატს ფეხი არ გადააქვს (არ იღებს) გადაბმულობის სატერფულიდან;

ა.ი) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის დაბალი სიჩქარით მოძრაობისას არასათანადოდ მართავს საგამოცდო ავტომობილის გადაბმულობის სატერფულს; 

ა.კ) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის გაჩერებისას გამორთო გადაბმულობა ავტომობილის 30კმ/სთ ან მეტი სიჩქარით მოძრაობისას;

ა.ლ) გადაბმულობის სატერფულის გამოყენებისას მძღოლობის კანდიდატი ფეხს სატერფულზე აჭერს იმაზე უფრო მეტი ხნით ვიდრე ეს საჭიროა გადაცემის ჩასართველად, გამოსართველად, გადასართველად, მოძრაობის დაწყების, გაჩერების ან დაბალი სიჩქარით მანევრირებისათვის;

ა.მ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატმა გადაბმულობის არასათანადო მართვით, არასათანადო გადაცემით და ა.შ. თავიდან ვერ აირიდა საგამოცდო ავტომობილის ძრავის ჩაქრობა, რითაც შექმნა პოტენციურად საფრთხის შემცველი სიტუაცია;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატმა მეექვსედ დაუშვა ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი შეცდომა; 

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატმა მეექვსედ დაუშვა ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი შეცდომა.

4. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცემის შერჩევასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი ირჩევს ისეთ გადაცემას, რომელიც არ შეესაბამება მოცემულ სიტუაციას, საგამოცდო ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეს, ტექნიკურ მონაცემებს ან/და საგზაო მოძრაობის პირობებს, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატი მდგარი/გაჩერებული ავტომობილის დაძვრისას  გადაცემა­თა გადართვას პირველიდან მეორე გადაცემაში ახორციელებს დაგვიანებით;

ა.გ) მექანიკური გადაცემათა კოლოფი მქონე საგამოცდო ავტომობილით თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას მძღოლობის კანდიდატს ჩართული აქვს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შეუსაბამო (უფრო დაბალი) გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგზაო სიტუაცია ან/და საგზაო მოძრაობის პირობები ამას მოითხოვს;

ა.დ) მძღოლობის კანდიდატი გადაცემის გადართვას ახორციელებს, როდესაც გზაჯვარედინზე ან მოხვეული ან მიხვეული გზის მონაკვეთზე მოძრაობისას ატრიალებს საჭეს ან/და გადაცემათა გადართვა ხელს უშლის საგამოცდო ავტომობილს თანაბარ და მდორე მოძრაობაში;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატი მოსახვევში, მიხვეული ან მოხვეული გზის მონაკვეთზე ან დაღმართზე მოძრაობს ნეიტრალური გადაცემით;

ა.ვ) მძღოლობის კანდიდატმა ჩართო, გადართო ან გამორთო გადაცემა (ან ცდილობს აღნიშნულს) გადაბმულობის გამოურთავად ან გადაცემის გადართვას არ ახორციელებს მდორედ;

ა.ზ) მძღოლობის კანდიდატმა ჩართო ნეიტრალური გადაცემა, საგამოცდო ავტომობილის 30კმ/სთ ან მეტი სიჩქარით მოძრაობისას;

ა.თ) მძღოლობის კანდიდატი აგვიანებს გადაცემის გადართვას ან გადაცემის გადართვას ახორციელებს შეუსაბამო ადგილას ან/და დროს;

ა.ი) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი ირჩევს ისეთ გადაცემას, რომელიც არ შეესაბამება, მოცემულ სიტუაციას, საგამოცდო ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეს, ტექნიკურ მონაცემებს ან/და საგზაო მოძრაობის პირობებს, რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი რთავს უკუსვლის გადაცემას, როდესაც საგამოცდო ავტომობილი მოძრაობს პირდაპირ ან რთავს წინ მოძრაობის გადაცემას, როდესაც საგამოცდო ავტომობილი მოძრაობს უკუსვლით ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილით მოძრაობისას გადაცემას რთავს დგომის („PARK“) პოზიციაში;

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატი არ ირჩევს გადაცემას, რომელიც უზრუნველყოფს საგამოცდო ავტომობილის უსაფრთხოდ დგომას, როდესაც სადგომი მუხრუჭი ჩართული არ არის;

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატმა მეექვსედ დაუშვა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცემის შერჩევის ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა.

5. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აქსელერატორის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა) მძღოლობის კანდიდატი გადაცემის გადართვისას ძალიან მძლავრად აწვება აქსელერატორის სატერფულს, როდესაც გადაბმულობა გამორთულია ან ბოლომდე არ არის ჩართული;

ბ) მძღოლობის კანდიდატი გაჩერებისათვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილამდე (მოძრაობის ამკრძალავი შუქნიშნის სიგნალი, 7.16 საგზაო ნიშანი ან სხვ.) ან სხვა შესაბამის სიტუაციაში, როდესაც მოძრაობის უსაფრთხოება ამის საშუალებას იძლევა, არ უშვებს (აწვება) აქსელერატორის სატერფულს და არ იყენებს (არ ხარჯავს) საგამოცდო ავტომობილის ინერციას;

გ) ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე საგამოცდო ავტომობილი მოძრაობის დაწყებისას ან შემდგომში  მოძრაობს ბიძგებით;

დ) მძღოლობის კანდიდატმა აუცილებლობის გარეშე მკვეთრად გაზარდა საგამოცდო ავტომობილის სიჩქარე (ძრავის მუხლა ლილვის ბრუნვის სიხშირემ წუთში შეადგინა 3000 ან მეტი ბრუნი);

ე) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

6. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის დამუხრუჭებასა და გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი მოძრაობისას ამუხრუჭებს არასათანადოდ და ვერ უზრუნველყოფს საგამოცდო ავტომობილის გაჩერებას, რაც აძლევს საგამოცდო ავტომობილს მოძრაობის გაგრძელების საშუალებას;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატი მუშა მუხრუჭის ან/და სადგომი მუხრუჭის არასათანდოდ გამოყენების გამო ვერ უზრუნველყოფს გაჩერებული/მდგომი ავტომობილის ადგილზე შეკავებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ფეხის გადატანა მუშა მუხრუჭიდან აქსელერატორის სატერფულზე);

ა.გ) მძღოლობის კანდიდატი აღმართზე გაჩერებისას მუშა მუხრუჭის ან/და სადგომი მუხრუჭის არასათანდოდ გამოყენების გამო ვერ უზრუნველყოფს საგამოცდო ავტომობილის შეკავებას ადგილზე, ე.ი. საგამოცდო ავტომობილი უგორდება უკან, მაგრამ მყისიერად ასწორებს შეცდომას;

ა.დ) მძღოლობის კანდიდატი ძლიერად აწვება მუხრუჭის სატერფულს, რითაც იწვევს ავტომობილის თვლების ბლოკირებას და სრიალს, მაგრამ სრაფად ასწორებს შეცდომას;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატი მოსახვევში, მოხვეული ან მიხვეული გზის მონაკვეთზე მოძრაობისას მძლავრად აწვება საგამოცდო ავტომობილის მუშა მუხრუჭის სატერფულს;

ა.ვ) მძღოლობის კანდიდატს ავტომობილის მოძრაობისას საჭიროების გარეშე ფეხი უდევს საგამოცდო ავტომობილის მუხრუჭის სატერფულზე;

ა.ზ) მძღოლობის კანდიდატი მუშა მუხრუჭის სატერფულს მართავს მარცხენა ფეხით;

ა.თ)  მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილიდან გადმოსვლამდე არ ჩართო სადგომი მუხრუჭი;

ა.ი) მოსახვევში, მიხვეულ ან მოხვეულ გზის მონაკვეთთან შესასვლელად (შესვლამდე) მძღოლობის კანდიდატი მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად არასათანადოდ იყენებს მუხრუჭის სატერფულს;

ა.კ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატმა საჭიროების გარეშე გამოიყენა მკვეთრი დამუხრუჭება,  რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი აღმართზე/დაღმართზე გაჩერებისას ვერ უზრუნველყოფს საგამოცდო ავტომობილის შეკავებას ადგილზე, ე.ი. საგამოცდო ავტომობილი უგორდება და მყისიერად არ ასწორებს შეცდომას;

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატი ძლიერად აწვება საგამოცდო ავტომობილის მუხრუჭის სატერფულს, რითაც იწვევს საგამოცდო ავტომობილის თვლების ბლოკირებას და სრიალს და სწრაფად არ ასწორებს შეცდომას;

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატი არასათანადოდ რთავს საგამოცდო ავტომობილის სადგომ მუხრუჭს და ვერ იმორჩილებს საგამოცდო ავტომობილს;

ბ.ე) მძღოლობის კანდიდატი მოძრაობის დაწყების მცდელობისას ტოვებს საგამოცდო ავტომობილის სადგომ მუხრუჭს ჩართულ მდგომარეობაში, რაც იწვევს საგამოცდო ავტომობილის თვლების დამუხრუჭებასა და შეუძლებელს საგამოცდო ავტომობილის ადგილიდან დაძვრას და სწარაფად არ ასწორებს შეცდომას.

7. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი ვერ იცავს მოძრაობის არჩეულ ტრაექტორიას: უხვევს მოძრაობის ტრაექტორიიდან, საჭეს ატრილებს ბიძგებით;

ა.ბ) საგამოცდო ავტომობილი ერთი საბურავით მაინც გადადის გზისპირზე ან მიედება ტროტუარის ნაპირს, მაგრამ არ ადის მასზე;

ა.გ) მძღოლობის კანდიდატი არასათანადოდ ატრიალებს (მართავს) საგამოცდო ავტომობილის საჭის თვალს, კერძოდ:

ა.გ.ა) საჭის თვალი ხელებით უჭირავს შიგნითა მხრიდან;

ა.გ.ბ) ატრილებს (მართავს) საჭის თვალს მხოლოდ ერთი ხელით, გარდა ავტომობილის მართვის სხვა საშუალებების გამოყენების, უკუსვლით მოძრაობის ან ხელით სიგნალის მიცემის შემთხვევებისა;

ა.გ.გ) ატრიალებს საჭის თვალს ხელისგულით;

ა.გ.დ) უმიზეზოდ ატრიალებს საჭის თვალს, როდესაც ავტომობილი არ მოძრაობს;

ა.გ.ე) საჭის თვალი უჭირავს გადაჯვარედინებული ხელებით ან იმგვარად, რაც ხელს უშლის საჭის მართვას;

ა.დ) ავტომობილის სწორხაზოვანი ტრაექტორიით მოძრაობისას მძღოლობის კანდიდატს ხელები საგამოცდო ავტომობილის საჭეზე არასათანადოდ აქვს განლაგებული;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი ვერ იმორჩილებს საგამოცდო ავტომობილის საჭეს;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის მოძრაობისას ორივე ხელს იღებს საჭიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას აქვს წამიერი ხასიათი და არ იწვევს პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას (მაგალითად, მანევრირების დროს ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობისას);

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილით შეეჯახა კონსტრუქციულად გამოყოფილ უსაფრთხოების კუნძულს ან გზის სხვა ელემენტს ან საგამოცდო ავტომობილის ერთი ან ერთზე მეტი თვლით ავიდა ტროტუარის ბორდიურზე, თუმცა არ დამდგარა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია);

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატმა მეექვსედ დაუშვა ამ პუნქტის „ა.ა“ ან/და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა.

8. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაკვირვებასთან და მეთვალყურეობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი არ ახორციელებს ან არასათანდოდ ახორციელებს საგზაო ვითარების  დაკვირვებას, მეთვალყურეობას და კონტროლს;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატს საჭიროზე მეტი ხნით გადააქვს ყურადღება საგამოცდო ავტომობილის მოძრაობის მიმართულებიდან, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.გ) მძღოლობის კანდიდატი არ სარგებლობს ან არასათანადოდ სარგებლობს ავტომობილის უკუხედვის გარე ან/და შიდა სარკეებით;

ა.დ) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილით უკუსვლის მანევრის დაწყებამდე ან უკუსვლის მანევრის შესრულებისას არ იყურება უკან ან თუ უკუსვლით მოძრაობის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატი უკან იყურება მხოლოდ უკუხედვის სარკეებით;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატი არსებული სიტუაციისათვის შეუსაბამოდ დიდხანს იყურება უკუხედვის გარე ან/და შიდა სარკეში;

ა.ვ) ამის საჭიროების არსებობისას მძღოლობის კანდიდატი შესაბამისი მიმართულებით არ ატრიალებს თავს ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებით უხილავი გზის მონაკვეთის (ე.წ. „მკვდარი უბნების“) შესამოწმებლად;

ა.ზ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი რკინიგზის გადასასვლელზე, გზაჯვარედინის გავლისას ან გზის მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას არ ახორციელებს საგზაო ვითარების ყოველმხრივ დაკვირვებას;

ბ.ბ) საგზაო მოძრაობის ზოლის შეცვლამდე, მოხვევამდე ან სხვა სიტუაციაში, როდესაც საგამოცდო ავტომობილი საკუთარი სიგანით ან მეტით ინაცვლებს გვერდზე მძღოლობის კანდიდატი არ ახორციელებს საგზაო ვითარების ყოველმხრივ დაკვირვებას არც უკუხედვის სარკის და არც თავის შესაბამისი მიმართულებით მიტრიალებით (ე.წ. მხარზე გახედვა);

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატს გადააქვს მზერა საგამოცდო ავტომობილის მოძრაობის მიმართულებიდან, რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის უკუსვლით მოძრაობისას გვერდზე და უკან ვითარების გასარკვევად არ ახორციელებს საგზაო ვითარების დაკვირვებას არც უკუხედვის სარკის და არც თავის შესაბამისი მიმართულებით მიტრიალებით;

ბ.ე) მძღოლობის კანდიდატმა მეექვსედ დაუშვა ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი შეცდომა.

9. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფრთხის  გამოვლენასთან და რეაგირებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი არასაკმარისად დროულად რეაგირებს გზაზე შექმნილ საფრთხის შემცველ სიტუაციაზე, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ: მძღოლობის კანდიდატი არასათანადოდ ან არასაკმარისად დროულად რეაგირებს გზაზე შექმნილ საფრთხის შემცველ სიტუაციაზე, რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას.

10. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უპირატესობასთან (პრიორიტეტი)/გზის დათმობასთან (დაბრკოლების არშექმნა) და გადაწყვეტილებების მიღებასათან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) სატრანსპორტო ნაკადში მოძრაობისთვის უსაფრთხო დისტანციის არსებობის მიუხედავად მძღოლობის კანდიდატი ვერ ბედავს მოძრაობის განახლებას;

ა.ბ) გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი გარემობების არარსებობის მიუხედავად, მძღოლობის კანდიდატი უმიზეზოდ აჩერებს საგამოცდო ავტომობილს (ყოვნდება);

ა.გ) მოძრაობის გავლის უპირატესობის (პრიორიტეტის) უფლების ქონის მიუხედავად მძღოლობის კანდიდატი გზას უთმობს სხვა მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გზის დათმობას საფუძვლად დაედო სხვა მძღოლთან თანამშრომლობა (დახმარება);

ა.დ) მძღოლობის კანდიდატი გზის დათმობის თაობაზე თავის განზრახვას არ გამოხატავს ნათლად ან/და თავისი მოქმედებით შეცდომაში შეყავს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატი სათანადოდ ვერ აფასებს სხვა სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარეს და მათთან მიმართებით დისტანციას/მანძილს მოძრაობის დაწყებისას, გზაჯვარედინის გავლისას, მოძრაობის ზოლის შეცვლისას, გზაზე გასვლისას;

ა.ვ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი შედის და საგამოცდო ავტომობილს აჩერებს ქვეითთა ან რკინიგზის გადასასვლელზე ან სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, რომელზეც ან რომლის მიღმაცარის ხერგილი;

ბ.ბ) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის  ჩართვისას, მძღოლობის კანდიდატი არ გადის იმ გზის სავალი ნაწილების გადაკვეთიდან, რომელზეც შესულია მარცხნივ მოხვევის მიზნით (ეს მოქმედება შეცდომად ფასდება, როდესაც მძღოლობის კანდიდატი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთიდან გასასვლელად არ იყენებს სატრანსპორტო ნაკადში უსაფრთხო შუალედს);

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატი არ უთმობს გზას უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე საგზაო მოძრაობის მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე  საგზაო მოძრაობის მონაწილემ თავისი ქმედებით ნათლად გამოხატა ამ უფლების გამოუყენებლობისა და გზის დათმობის თაობაზე;        

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატი ქვეითთა გადასასვლელზე შევიდა ისე, რომ დარწმუნებული არ იყო, რომ არ მოუხდებოდა მასზე გაჩერება;

ბ.ე) მძღოლობის კანდიდატმა გამომცდელის მითითების შემდეგ 20 წამის განმავლობაში უსაფუძვლოდ არ დაძრა საგამოცდო ავტომობილი;

ბ.ვ) მძღოლობის კანდიდატი გზაზე მოძრაობისას არ ითვალისწინებს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ.მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას;

11. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის გზაზე განლაგებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის არარსებობისას სცდება მოძრაობის ზოლის საზღვარს (თუმცა არ იცვლის მოძრაობის ზოლს);

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატმა ისე შეარჩია საგამოცდო ავტომობილის გზაზე განლაგება, რომ წინ აქვს გზის ცუდი ხილვადობა და შეცდომის აღმოსაფხვრელად არ აკეთებს არჩეული მოძრაობის ტრაექტორიის კორექტირებას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.გ) მძღოლობის კანდიდატი შესაბამისი საფუძვლის არსებობისას არ გადადის დაკავებული მოძრაობის ზოლიდან სხვა მოძრაობის ზოლში ან გადადის დაკავებული მოძრაობის ზოლიდან სხვა მოძრაობის ზოლში ამის საჭიროების გარეშე, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.დ) მიუხედავად იმისა, რომ გარემოება ამის საშუალებას იძლევა მძღოლობის კანდიდატი არ მოძრაობს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს;

ა.ე) თავისუფალი მარჯვენა ზოლის არსებობისას, მძღოლობის კანდიდატი საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე იკავებს მარცხენა მოძრაობის ზოლს;

ა.ვ) მძღოლობის კანდიდატმა დაიკავა განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლი საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე;

ა.ზ) მძღოლობის კანდიდატი შესაბამისი საფუძვლის არსებობისას არ სარგებლობს გაქანების ან აჩქარების ზოლით;

ა.თ) სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ მოხვევის წინ, მძღოლობის კანდიდატი არ მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ან მოხვევის შესრულებისას არ ასრულებს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრს, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ა.ი)მძღოლობის კანდიდატი სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ მოხვევის მანევრს ასრულებს საპირისპირო მოძრაობის გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს, თუმცა არ გადადის საპირისპირო მოძრაობის მხარეს;

 ა.კ) სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარცხნივ მოხვევის წინ, მძღოლობის კანდიდატი მაქსიმალურად არ უახლოვდება გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას; 

ა.ლ) მარცხნივ მოხვევამდე ან მობრუნებამდე საგამოცდო ავტომობილი არ იმყოფება მოძრაობის ზოლში საგზაო მონიშვნის პარალელურად;

ა.მ) მძღოლობის კანდიდატი მარცხნივ მოხვევის მოლოდინში, გაჩერებული საგამოცდო ავტომობილის წინა თვლებს მანევრის დაწყებამდე წინასწარ აბრუნებს მარცხნივ;

ა.ნ) სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარცხნივ მოხვევის მანევრის დასრულებისას საგამოცდო ავტომობილი უმნიშვნელოდ გადადის საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველი სიტუაციას;

ა.ო) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მარცხნივ მოხვევის ან მარჯვნის მოხვევის მანევრის შესრულებასთან დაკავშირებულ გზაზე განლაგების სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი ირჩევს ავტომობილის მოძრაობის არასწორ ტრაექტორიას ან ახორციელებს მოძრაობის ზოლის შეცვლას სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი გასწრებას ახორციელებს მარჯვენა მხრიდან, გარდა საგზაო მოძრაობის წესებით ნებადართული შემთხვევისა;

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილს აჩერებს გაჩერებისათვის აკრძალულ ადგილზე (ეს შეცდომა არ გამოიყენება გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში გაჩერების შემთხვევაში);

ბ.დ) საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული ნებადართული შემთხვევის გარდა მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის მესამედით ან მეტით გადადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლზე;

ბ.ე) მძღოლობის კანდიდატმა მეექვსედ დაუშვა გზაზე განლაგების წესის ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა;

ბ.ვ) მძღოლობის კანდიდატი მარჯვნივ უხვევს არასათანადო მოძრაობის ზოლიდან;

ბ.ზ) სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ მოხვევის წინ, მძღოლობის კანდიდატი არ მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ან არ ასრულებს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრს, რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.თ) მძღოლობის კანდიდატი სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ მოხვევის მანევრის დასრულებისას გადადის საპირისპირო მოძრაობის მხარეს;

ბ.ი) სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარცხნივ მოხვევის წინ, მძღოლობის კანდიდატი მაქსიმალურად არ უახლოვდება გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.კ) სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარცხნივ მოხვევის მანევრის დასრულებისას საგამოცდო ავტომობილი უმნიშვნელოდ გადადის საპირისპირო მოძრაობის მხარეს, რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას ან საგამოცდო ავტომობილი მესამედით ან  მეტით გადადის საპირისპირო მოძრაობის მხარეს.

12. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისტანციისა და გვერდითი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს საგამოცდო ავტომობილსა და წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან  სათანდო დისტანციას, თუმცა მალევე ასწორებს შეცდომას;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს სათანადო გვერდით ინტერვალს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ ან სავალი ნაწილების კიდესთან არსებულ დაბრკოლებასთან მიმართებით უკავია ძალიან მცირე სივრცე, თუმცა მალევე ასწორებს შეცდომას;

ა.გ) მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო ნაკადში საგამოცდო ავტომობილი ისე გააჩერა, რომ შეუძლებელია უკუსვლით მოძრაობის გარეშე წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გვერდის ავლა;

ა.დ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს საგამოცდო ავტომობილსა და წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან  სათანდო დისტანციას და მალევე არ ასწორებს შეცდომას;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს სათანადო გვერდით ინტერვალს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ ან სავალი ნაწილების კიდესთან არსებულ დაბრკოლებასთან მიმართებით უკავია ძალიან მცირე სივრცე და მალევე არ ასწორებს შეცდომას.

13. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიჩქარის შერჩევასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის აჩქარებას ახორციელებს ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა მოძრაობის პირობების მხედველობაში მიღების გარეშე;

ა.ბ) მძღოლობის კანდიდატი მოძრაობს უფრო ჩქარა, ვიდრე ეს შეესაბამება გზაზე არსებულ სიტუაციას, მაგრამ არ აჭარბებს გზის მოცემულ მონაკვეთზე დაშვებულ სიჩქარეს, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას; 

ა.გ) მძღოლობის კანდიდატმა მოხვევის ან მობრუნების მანევრი შეასრულა 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი მანევრის შესრულებისას შერჩეული სიჩქარე მძღოლობის კანდიდატს საშუალებას აძლევს აკონტროლოს საგამოცდო ავტომობილი ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება;

ა.დ) მძღოლობის კანდიდატმა გადააჭარბა გზის მოცემულ მონაკვეთზე ნებადართულ (დადგენილ) სიჩქარეს, მაგრამ არაუმეტეს 15 კმ/სთ-სა, რაც გაგრძელდა 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე;

ა.ე) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატმა გადააჭარბა საგამოცდო მარშრუტის გზის მონაკვეთზე ნებადართულ (დადგენილ) სიჩქარეს 15 კმ/სთ-ზე მეტით, რაც გაგრძელდა 100 მეტრზე მეტ მანძილზე;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი კონკრეტულ სიტუაციისთვის მოძრაობს ძალიან ნელა, ე.ი. გზის მოცემულ მონაკვეთზე დაშვებულ მაქსიმალურ სიჩქარეზე 15 კმ/სთ მეტით ნაკლები სიჩქარით, როდესაც მოძრაობის პირობები ამას არ მოითხოვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულს აქვს ხანმოკლე ხასიათი და მძღოლობის კანდიდატის მიერ სწრაფად ხდება გამოსწორება ან მძღოლობის კანდიდატი უსაფრთხოდ და თანაბარი სიჩქარით შეერევა სატრანსპორტო ნაკადს;

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატი ზრდის საგამოცდო ავტომობილის სიჩქარეს, როდესაც მას უსწრებს სხვა სატრანსპორტო საშუალება;

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატი მოძრაობს უფრო ჩქარა, ვიდრე ეს შეესაბამება გზაზე არსებულ სიტუაციას, მაგრამ არ აჭარბებს გზის მოცემულ მონაკვეთზე დაშვებულ სიჩქარეს, რითიც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას ან არასათანადო სიჩქარის შერჩევა ხდება უკუსვლით მოძრაობისას.

14. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მარეგულირებელისა და შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, ასევე  საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას თუ:

ა.ა) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილს აჩერებს ისე, რომ საგამოცდო ავტომობილის არაუმეტეს  ნახევრით სცდება „სდექ“ ხაზს ან/და 7.16 საგზაო ნიშანს;

ა.ბ) არასაკმარისი ხარისხით აღიქვამს მოძრაობის მარეგულირებელ სიგნალებს, ე.ი. ზედმეტად აყოვნებს მოძრაობას, თუმცა შეუძლია იმოძრაოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის ხელშეშლის გარეშე;

ა.გ) მძღოლობის კანდიდატი არ იცავს ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნას, მაგრამ არ ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი არ ასრულებს ან არასათანდოდ ასრულებს მარეგულირებელის, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა ან საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილს გაჩერებისას საგამოცდო ავტომობილის ნახევარზე მეტით გასცდა  „სდექ“ ხაზს ან/და 7.16 საგზაო ნიშანს ან გააჩერა სავალი ნაწილების გადაკვეთის ნაპირებიდან ისეთ მანძილზე, რამაც შექმნა პოტენციურად საფრთხის შემცველი სიტუაცია;

ბ.გ) მძღოლობის კანდიდატმა მოხვევის ან მობრუნების მანევრი შეასრულა აკრძალულ ადგილზე;

ბ.დ) მძღოლობის კანდიდატმა შეასრულა უკუსვლით მოძრაობის მანევრი, უკუსვლით მოძრაობისათვის აკრძალულ ადგილას.

15. ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოხვევის შუქ-მაჩვენებელის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს:

ა) მსუბუქ შეცდომას, თუ: მძღოლობის კანდიდატი არასათანდოდ იყენებს მოხვევის შუქ-მაჩვენებელს (საჭიროების არსებობისას არ რთავს/დროულად არ რთავს ან რთავს მიმართულების შეუსაბამაბო მოხვევის შუქ-მაჩვენებელს ან მოხვევის შუქ-მაჩვენებელი გამორთო მანევრის (მოქმედების) დაწყებამდე ან მის დასრულებამდე ან მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ავტომატურად გამორთვის შემთხვევაში არ რთავს (მიუხედავად საჭიროებისა) მას ხელახლა ან მოხვევის შუქ-მაჩვენებლს რთავს საჭიროების გარეშე ან მოხვევის შუქ-მაჩვენებლი არ გამორთო მანევრის დასრულებისთანავე);

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედება შეცდომად არ შეფასდება, თუ უახლეს გადამკვეთ გზამდე ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელამდე, იმ ადგილამდე, სადაც განსაზღვრულია მოხვევა და ა.შ. მცირე მანძილის გამო ან/და გზაზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შესაბამისი მოქმედების შესრულება შეცდომაში შეიყვანს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს.

ბ) მძიმე შეცდომას, თუ:

ბ.ა) მძღოლობის კანდიდატი რთავს მიმართულების შეუსაბამაბო მოხვევის შუქ-მაჩვენებელს, რითაც ქმნის პოტენციურად საფრთხის შემცველ სიტუაციას;

ბ.ბ) მძღოლობის კანდიდატმა მეექვსედ დაუშვა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის გამოყენების მოთხოვნის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი და იგივე ან სხვადასხვა მსუბუქი შეცდომა.“.

 

19. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების (დისკვალიფიკაციის) პირობები

1. მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა უარყოფითად შეფასდება (დისკვალიფიკაცია), თუ:

ა) ამ წესის 241 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მძღოლობის კანდიდატი გაძევებულ იქნა მართვის უფლების მისაღები თეორიული  გამოცდიდან;

ბ) მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრუ­ლი დროის განმავლობაში ვერ უზრუნველყო თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების დაგროვება;

გ) არსებობს ამ წესით განსაზღვრული მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდიდან დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.

2. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი უარყოფითად შეფასდება (დისკვალიფიკაცია), თუ:

ა) ამ წესის 241 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მძღოლობის კანდიდატი გაძევებულ იქნა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი  ეტაპიდან;

ბ) მძღოლობის კანდიდატმა დააგროვა 39-ზე მეტი საჯარიმო ქულა;

გ) მძღოლობის კანდიდატი ქმნის საავარიო სიტუაციას, ვერ უზრუნველყოფს საგამოცდო ავტომობილის დროულ გაჩერებას ან/და დაკარგა საგამოცდო ავტომობი­ლის მართვაზე კონტროლი, რის გამოც გამომცდელი იძულებული ხდება ჩაერიოს საგამოცდო ავტომობილის მართვაში ან/და შეწყვიტოს გამოცდა;

დ) მძღოლობის კანდიდატმა ვერ უზრუნველყო საგამოცდო ელემენტის დადგენილი წესით დასრულება;

ე) მძღოლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო ელემენტის შეუსრულებლობის ან გამოცდის მიმდინარეობის გაჭიანურების გამო, ფერხდება საგამოცდო პროცესი ან/და ხელი ეშლება სხვა მძღოლობის კანდიდატებს;

ვ) მძღოლობის კანდიდატმა დაარღვია საგამოცდო ელემენტების შესრულების თანმიმდევრობა ან/და გამოტოვა რომელიმე საგამოცდო ელემენტი ან/და არ დაემორჩილა გამომცდელის კანონიერ მოთხოვნას;

ზ) მძღოლობის კანდიდანტმა ვერ უზრუნველყო ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ვ“ ან „გ.ზ“ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე მოთხოვნის შესრულება;

თ) საგამოცდო ელემენტის „აღმართის“ შესრულებისას, ავტომობილი „სდექ“ ხაზთან შეჩერების გარეშე გასცდა მას 1 მეტრზე მეტი მანძილით;

ი) საგამოცდო ელემენტის „აღმართის“ შესრულებისას, ავტომობილის 20 სმ-ზე მეტად დაგორების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა დაუყოვნებლივ არ ჩართო სადგომი მუხრუჭი;

კ) მძღოლობის კანდიდანტმა ვერ უზრუნველყო ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულება;

ლ) გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატის მიერ ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა დარღვეულ იქნა მესამედ;

მ) გამოცდის მსვლელობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მძღოლობის კანდიდატმა გამოავლინა ამ წესის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების დაბალი დონე;

ნ) მძღოლობის კანდიდატი უარს აცხადებს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლაზე ან მოითხოვს მის შეწყვეტას;

ო) არსებობს ამ წესით განსაზღვრული მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპიდან დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.

3. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი არადამაკმაყოფილებლად შეფასდება (დისკვალიფიკაცია), თუ:

ა) გამომცდელი ამ წესით განსაზღვრული მიზნით ფიზიკურად ჩაერია საგამოცდო ავტომობილის მართვაში;

ბ) მძღოლობის კანდიდატის ბრალეულობით დადგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია);

გ) მძღოლობის კანდიდატის მოქმედება მოძრაობის სხვა მონაწილეს იძულებულს ხდის უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე (საფრთხის შემცველი სიტუაცია) და არ წარმოადგენს ამ წესით განსაზღვრულ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებულ მსუბუქ ან მძიმე შედომას ან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არადამაკმაყოფილებლად შეფასების (დისკვალიფიკაციის) სხვა საფუძველს;

დ) მძღოლობის კანდიდატმა არ შეასრულა (არ დაემორჩილა)  გამომცდელის კანონიერ მითითებას/მოთხოვნას, გარდა მოძრაობის დაწყების შესახებ მითითებისა;

ე) საგამოცდო ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მძღოლობის კანდიდატის  მოქმედება/უმოქმედობა წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა­თვის ან/და საგამოცდო ავტომობილისათვის, მიუხედავად იმისა, წარმოიშვა თუ არა საგამოცდო ავტომობილის მართვაში გამომცდელის ჩარევის საჭიროება და არ წარმოადგენს ამ წესით განსაზღვრულ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ დაშვებულ მძიმე შედომას ან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არადამაკმაყოფილებლად შეფასების (დისკვალიფიკაცია) სხვა საფუძველს;

ვ) მძღოლობის კანდიდატმა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას გამოიყენა მობილური ტელეფონი ან სხვა ელექტრონული აპარატურა;

ზ) მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილი დაძრა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე გამომცდელის შესაბამისი მითითების გარეშე;

თ) მძღოლობის კანდიდატი უარს აცხადებს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლაზე ან მოითხოვს მის შეწყვეტას;

ი) მძღოლობის კანდიდატი არ გამოცხადდა ან ამ წესით განსაზღვრული დროის დარღვევით გამოცხადდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე;

კ) მძღოლობის კანდიდატი გაძევებულ იქნა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპიდან ამ  წესის 241 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

ლ) არსებობს ამ წესით განსაზღვრული მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპიდან დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.

4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გარემოების დადგომისთანავე მართვის უფლების მისაღები შესაბამისი გამოცდა შეწყდება, ხოლო გამოცდა ჩაუბარებლად ჩაითვლება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და ამ წესის 241 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მისი დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 90 კალენდარული დღისა.“.

20. 45-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა, გარდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვის უფლების აღდგენამდე, პირი, რომელსაც მართვის უფლება შეჩერებული აქვს, მართვის უფლების არმქონედ მიიჩნევა, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

21. 54-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„8. ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება არ ვრცელდება „B“ კატეგორიის მართვის უფლების არმქონე პირებზე, რომლებმაც „CE“ ან „DE“ კატეგორიის ან „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიპოვეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე.“;

ბ) 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე, 28-ე და 29-ე პუნქტები:

„27. მძღოლობის კანდიდატი, რომელიც „B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებულ იქნა 2022 წლის 25 აპრილამდე და რომელიც, ამ წესის 242 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 2022 წლის 25 აპრილამდე არსებული წესით.

28. პირს, რომელსაც „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მინიჭებული აქვს 2021 წლის 6 დეკემბრამდე, მისთვის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისას გამოიყენება ამ კატეგორიის მოპოვებისათვის „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირისათვის 2021 წლის 6 დეკემბრამდე გათვალისწინებული მინიმალური ასაკი და დადგენილი ვადა (სტაჟი).

29. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის 26-ე პუნქტისა) გათვალისწინებული „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი დებულებები ასევე ვრცელდება „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების შემთხვევაზე.“.

 

მუხლი 2
საგამოცდო ავტომობილები, რომლებიც არ შეესაბამება ამ წესის 243 მუხლის მოთხოვნებს და რომლებიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღისათვის სააგენტოს მიერ გამოიყენება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩასატარებლად, ამავე მიზნით ექსპლუატაციაში დატოვებულ იქნეს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული 383 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 387 მუხლის პირველი პუნქტის და 388 პირველის პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 25 აპრილიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული 383 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი, 38მუხლის პირველი პუნქტი და 388  მუხლის პირველის პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური