„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017207
18
18/02/2022
ვებგვერდი, 18/02/2022
140130000.22.034.017207
„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №18

2022 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2014, 140130000.22.034.016390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის, შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი (დანართი №11);“.

4. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №11:

დანართი №11

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი

 

მუხლი 1

1. პირი ვალდებულია, პნევმატური იარაღი და მისთვის განკუთვნილი ჭურვ(ებ)ი შეინახოს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლისა და მათთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. პნევმატური იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ჭურვ(ებ)ის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.

2. ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ვალდებულია, დაიცვას საქართველოს მთავრობის მიერ ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე იარაღისა და ჭურვ(ებ)ის შენახვისთვის დადგენილი უსაფრთხოების დამატებითი წესები.

3. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სპორტული პნევმატური იარაღი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, საამისოდ მოწყობილ სათავსოებში.

4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 2

1. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.

2. პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვ(ებ)ისგან განცალკევებულ მდგომარეობაში.

3. რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისათვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია).

5. დასაშვებია პნევმატური იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილამდე რეგისტრაციის გარეშე გადატანა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაცვით.

6. ამ მუხლით დადგენილი ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური