დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023289
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
81
17/02/2022
ვებგვერდი, 21/02/2022
190020010.10.003.023289
დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/02/2022 - 14/06/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2022 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი ქვეპროგრამების სახით:

1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“ (დანართი №1).

2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“ (დანართი №2).

3. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ (დანართი №3).

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების  ქვეპროგრამა

 


მუხლი 1. ქვეპროგრამის  მიზანი

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2022 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები

 ქვეპროგრამით  გათვალისწინებული ღონისძიებებია:

ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის  განვითარება (დანართი №1.1);

ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2);

გ) საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება (დანართი №1.3);

დ) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დანართი №1.4);

ე) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.5);

ვ) ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ  (დანართი №1.6);

ზ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება  (დანართი №1.7);

თ) სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა (დანართი №1.8).

მუხლი 3. ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო და მექანიზმები

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  770 000  (შვიდას სამოცდაათი  ათასი) ლარით.

2. ქვეპროგრამის (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი – 27 05) „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება“ (პროგრამული კოდი: 27 05 01) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნება.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით.

4. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის  №2  დადგენილების (შემდგომში №2 დადგენილება) ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2022 წლის „დასაქმების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №2 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2021 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის  სამიზნე ჯგუფი

1. სამუშაოს მაძიებლები.

2. დამსაქმებლები.

3. სოციალური პარტნიორები.

4. მასმედიის წარმომადგენლები.

5. სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები.

მუხლი 5. ქვეპროგრამის  განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამის  განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს ქვეპროგრამის  ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, სოციალური და  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.  

3. სააგენტომ ქვეპროგრამის  ეფექტურად განხორციელებისა და მონიტორინგის საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ  შემოსავლების სამსახურთან.  

4. სააგენტომ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა.

5. დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს  შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის.      

6. დასაქმებული – ქვეპროგრამის  ფარგლებში დამსაქმებლის მიერ სიტყვიერი და წერილობითი მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შრომის ბაზარზე დასაქმებული პირი.

7სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად.

მუხლის 6სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები

სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, 16 წლიდან ზემოთ საქართველოში  სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები,  რომლებიც  მიმართავენ  სააგენტოს.

მუხლი 7. ზედამხედველობა

სამინისტროს დაევალოს,  ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელების  მიზნით, ზედამხედველობა.

დანართი №1.1

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აღრიცხვისთვის, ასევე მათი საკვალიფიკაციო მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ელექტრონული სისტემების შექმნა/განახლება, ასევე ვაკანსიების აღრიცხვა, დამუშავება და ანალიზი და აღრიცხვის შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზების (შემდგომში – მონაცემთა ბაზების) განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის   დამუშავების  მექანიზმის დახვეწა-განვითარება.

 მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1.  შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემის)  განახლებისთვის შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

2. სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და შესაბამისი ანგარიშების წარმოება. ადმინისტრირების სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-ლევითი  შედეგების ამოიკვეთა, რომ 58 შტატგარეშე თანამშრომლებიდანისით ამ შემთხვევაში შესაზლებელია ორჯერ ჩატარება თუმცა ამოცხადდეს დამუშავების ფუნქციის გამართვა.

მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია მომზადებულია და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები.

 

დანართი №1.2

შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ჯგუფური კონსულტირება – ჯგუფური კონსულტირება არის კონსულტირების პროცესის სახეობა, რომელიც კონცენტრირებულია სამუშაოს მაძიებლის დასაქმებასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრაზე ჯგუფური დინამიკის გამოყენებით. ჯგუფური კონსულტირების ტექნიკა და მეთოდი გამოიყენება გამოცდილების, პიროვნული განვითარების შესაძლებლობების გასაზიარებლად და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ზრდისთვის.

2. ინდივიდუალური კონსულტირება – პროცესი, რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს მაძიებლის პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას.

მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება სააგენტოს ტერიტორიულ  და მის ფარგლებს გარეთ, კვარტალში ერთხელ და ინდივიდუალური კონსულტირება უწყვეტ რეჟიმში.

2. დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები) თანამშრომლობით, ახალგაზრდების (პროფესიული/უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების) და მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება.

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს  სააგენტოში  რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.

მუხლი 5. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება. კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.

 

დანართი №1.3

საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია თავისუფალი  სამუშაო ადგილების მოძიებისა და  სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და  ეფექტიანი  დაკავშირება და/ან ასეთი  დაკავშირების  ხელშეწყობა.

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ.

2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტიანად უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის განვითარება ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან, მუნიციპალურ დონეზე.

3. არსებულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მასობრივი გასაუბრების ორგანიზება.

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფები

1. სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.

2. დამსაქმებლები.

3. დასაქმების კერძო სააგენტოები.

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოში რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა, დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა და ამ მომსახურების ფარგლებში  დასაქმებულთა რაოდენობა.

 

დანართი №1.4

 

მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების  ხელშეწყობის სერვისების  დანერგვა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ ღონისძიების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება – არის ისეთი დასაქმება, როდესაც დამსაქმებელი იღებს მატერიალურ სარგებელს – შრომის ანაზღაურების სუბსიდიას  სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით;

ბ)  ბენეფიციარი (სააგენტოში რეგისტრირებული):

ბ.ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით;

ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

ბ.გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით;

ბ.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ბ.ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი.

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში – შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში – სსსმ პირი) –  პირი, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც დადასტურებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნით;

ე) დამსაქმებელი – კერძო სამართლის სუბიექტები, რომლებსაც  შეუძლიათ განსაზღვრული ბენეფიციარების დასაქმების მიზნით  შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე  მიმართონ სააგენტოს, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს შრომითი ხელშეკრულების არანაკლებ 9 თვის ვადით დადებას სთავაზობს;

ვ)  შრომის ანაზღაურების სუბსიდია (შემდგომში – სუბსიდირება) –  შრომის ანაზღაურების სუბსიდირება არის 1 კალენდარული თვის განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 50 პროცენტით დაფინანსება, არაუმეტეს 560 ლარისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის  მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

ზ) შრომითი ხელშეკრულება – არის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არანაკლებ 3 თვის ვადით;

თ) ვაუჩერი  – სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისთვის გადაცემული, დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

ი) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (ქოუჩი) – პირი, რომელიც არის  შუალედური  რგოლი და  ახორციელებს, ერთის  მხრივ, სამუშაოს  მაძიებელ შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საშუამავლო მომსახურების  გაწევას,  ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებისა და მისი შენარჩუნების მიზნით, მეორეს მხრივ, პოტენციური  დამსაქმებლებისთვის აღნიშნული  სამუშაოს  მაძიებლების  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მათი ცოდნის, უნარებისა და ინტერესების  შესაბამისად. კონსულტანტი ასევე მუშაობს დანარჩენი ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით;

კ) დაცული სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული.

მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების  ხელშეწყობის  მიზნით მიწოდებული  მომსახურება, რაც მოიცავს  სამუშაოს მაძიებელი ბენეფიციარების, უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, მხარდაჭერის საჭიროების უზრუნველყოფის და მოტივაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე  შესაბამისი სამუშაოს მოძიება/შეთავაზებას.  

2. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების  ხელშეწყობის  მიზნით  დამსაქმებელთან  აქტიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს დამსაქმებლებისთვის  შეზღუდული  შესაძლებლობის  ან  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.     

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები

ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში რეგისტრირებული დანართი №1.4-ის, მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები.

მუხლი 5. შესრულების ინდიკატორები

1. ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.

2.  ქვეპროგრამის  ფარგლებში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა.

 

დანართი №1.4.1

სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით,  ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების,  სამუშაო ადგილ(ებ)ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და უზრუნველყოფენ მათ შესახებ შესაბამის მონაცემთა შეგროვებას.

2. სააგენტომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ-ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

3. საბოლოო გადაწყვეტილებას  ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის  მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით.

მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელების და დაფინანსების პირობები

1. ერთ ბენეფიციარზე  ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს   560 (ხუთას სამოცი  ლარი)  ლარს ერთ თვეში.

2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რის შემდეგაც  სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს.

3. ბენეფიციარებისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/პირობებს:

ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს;

ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას;

გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას;

დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს;

ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას.

4. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით,  მაგრამ არაუმეტეს  560  (ხუთას სამოცი) ლარისა.

5. ქვეპროგრამის  ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არანაკლებ 3 თვის ვადით.

6. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმა, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც, თავის მხრივ,  ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის, ამასთან, ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.

8. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6- დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება.

9. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი.

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი  

ღონისძიების სამიზნე ჯგუფს  წარმოადგენენ  სააგენტოში რეგისტრირებული დანართი №1.4-ის, მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები.

მუხლი 5. მონიტორინგი

ამავე კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს განახორციელებს სააგენტოში შექმნილი  მონიტორინგის  ჯგუფი.

მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი

ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და  განთავსდნენ შრომის ბაზარზე. 

 

დანართი №1.4.2

დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის  მიზანი

კომპონენტის მიზანია დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. დაცულ სამუშაო ადგილს ქმნის დამსაქმებელი სააგენტოსთან შეთანხმებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

2. სააგენტო უფლებამოსილია, დაცული სამუშაო ადგილის სამუშაო გარემოს ადაპტირებისთვის ან შექმნისთვის განახორციელოს  დამსაქმებლის სუბსიდირება იმ პირობით, რომ ეს სამუშაო გარემო სულ მცირე 3 წელს იფუნქციონირებს.

3. დაცული სამუშაო ადგილი, შეიძლება, აგრეთვე იყოს  სპეციალური ვაკანსია, რომელსაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დაიკავებს. დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირება დამსაქმებელსა და სააგენტოს შორის წინასწარ წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული.

4. დაცული სამუშაო ადგილის სახეობებს, მათ შექმნას და მათი სამუშაო გარემოს ადაპტირებას, დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირების მოცულობას, თანხის ნაწილობრივ გადახდასა და თანამონაწილეობას განსაზღვრავს სამინისტრო, სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.

მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელების და დაფინანსების პირობები

1. დამსაქმებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ და სააგენტოს მიერ წინასწარ მოთხოვნილ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

2. დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირების მიზნით, ქვეპროგრამის  ფარგლებში შექმნილი   კომისია განიხილავს დამსაქმებლის მიერ  წარმოდგენილ დოკუმენტაციას. 

3. სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლის სუბსიდირებას კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე,  არაუმეტეს  50%-ისა.

4. დამსაქმებელი ვალდებულია,  სააგენტოს  სუბსიდირებით შექმნილი ადაპტირებული სამუშაო გარემო შეინარჩუნოს 3 წლის ვადით.

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში  რეგისტრირებული  შშმ და სსსმ პირები და  დამსაქმებლები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, შექმნან ადაპტირებული სამუშაო გარემო. 

მუხლი 5. მონიტორინგი

ამავე კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს განახორციელებს სააგენტოში შექმნილი  მონიტორინგის  ჯგუფი.

მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი

ა) შექმნილია დაცული სამუშაო ადგილები;

ბ) შშმ/სსსმ პირი დასაქმებულია დაცულ სამუშაო ადგილზე.        

   დანართი №1.5

დასაქმების ფორუმების მოწყობა

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლის მხარდაჭერა.

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ფორუმის ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

2. ფორუმის ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.

3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.

4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და პარტნიორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის განვითარება.

5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების აღრიცხვა, მათი დასაქმების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და  სამუშაოს მაძიებლები.

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

ჩატარებულია წელიწადში მინიმუმ  ორი  ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა.

 

დანართი №1.6

 

ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების მონიტორინგი, სულ მცირე, რაოდენობის, რეგიონების, სახელფასო განაკვეთისა და ეკონომიკის სფეროების მიხედვით.

2. კონკრეტული მოთხოვნადი ან/და დეფიციტური პროფესიების ჭრილში საკვალიფიკაციო მოთხოვნების და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირება სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით.

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მონიტორინგი.

2. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარმოება, დამუშავება და ანალიზი.

3. მოთხოვნადი ან/და დეფიციტური პროფესიებისა და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირებისთვის ეფექტიანი კომუნიკაცია შესაბამის სახელწიფო უწყებებთან, დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

4. სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების მიხედვით.

5. კვლევის მეთოდოლოგიის  დახვეწა/განვითარება.     

მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი

ვაკანსიების მონიტორინგისა და თვისებრივი კვლევის ანგარიში.

 

დანართი №1.7

 

 სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია  მედიის,  საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები), ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების  შესახებ.

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. მედიისთვის საინფორმაციო სემინარების ორგანიზება და ჩატარება მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

2. დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და სხვ.)  საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება ქვეყნის მასშტაბით.

3. სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი, წლიური კონფერენციების ჩატარება.

4. დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება ქართულ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ენაზე, დაბეჭდვა და გავრცელება.

5. სოციალური კლიპების  მომზადება და გავრცელება.

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები, სოციალური პარტნიორები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები.

 მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

1. ღონისძიებებში მონაწილე პირების რაოდენობა.

2. დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო მასალები.

 

დანართი №1.8

სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებული მხარეების  მაქსიმალური ჩართულობა და სოციალური დიალოგის განვითარება.

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით სოციალურ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა,  კონფერენციების დროის, ხანგრძლივობის და ადგილის განსაზღვრა.

2. დაინტერესებული მხარეებისა და სოციალური პარტნიორებისთვის შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის  ქვეპროგრამის  შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე მათგან შესაბამისი უკუკავშირის მიღება.

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები.    

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების რაოდენობა.

 


დანართი N2

 

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა

 


მუხლის 1. ქვეპროგრამის მიზანი

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამის“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით, სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა.

მუხლი 2.  სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები

1. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო):   

ა) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების  კოორდინაცია; 

ბ) განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი მიმდინარეობის მიზნით ზედამხედველობის განხორციელება.

2. დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო):

ა) დანართის №2.3-ის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ „გ“ „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

ბ) დანართი №2.3-ში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით;

გ) დანართი №2.3-ის შესაბამისად, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებით, პროფესიული გადამზადებით და კვალიფიკაციის ამაღლებით“ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და მონიტორინგი;

დ) დანართის №2.3-ის მოთხოვნების შესაბამისად, თანამშრომლობის განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მის მმართველობის სფეროში მოქმედ, შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და სხვა  დაინტერესებულ მხარეებთან;

ე) საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტომ, ამ ქვეპროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა;

ვ) ღონისძიებების განხორციელების შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების  სამინისტროსთვის წარდგენა;

ზ) მომართვიანობის შემთხვევაში უზრუნველყოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებით მომსახურება სპეციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მოქალაქეები, 16 წლიდან ზევით საქართველოში  სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მიმართავენ სააგენტოს.

3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დანართი №2.3-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალისა და განაცხადის ფორმების შესახებ მიმწოდებლების ინფორმირება, მათ მიერ ადმინისტრირებადი ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით.

4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირს – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს, შეთანხმებულ ფორმატში უზრუნველყონ დანართ №2.3-ის ღონისძიებაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება.

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს სამუშაოს მაძიებლის ქვეპროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციის მსურველი პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით.

6. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დანართ №2.3-ის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოსათვის დროულად მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით.

მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:

ა) პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება რეგიონულ დონეზე (დანართი №2.1);

ბ) საკვანძო კომპეტენციების განვითარება (დანართი №2.2);

გ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება (დანართი №2.3).

მუხლი 4.  ქვეპროგრამის  სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სამუშაოს მაძიებელი პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში და აკმაყოფილებენ „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს. ასევე, სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები.

მუხლი 5. ტერმინთა განმარტება

ამ ქვეპროგრამაში  გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სააგენტო;

) მოსარგებლე – სამუშაოს მაძიებელი, რომელიც თანახმაა ჩაერთოს აღნიშნული ქვეპროგრამის პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების, სტაჟირებისა და საკვანძო კომპეტენციების სასწავლო კურსების კომპონენტებში და ამ მიზნით ხელმოწერილია სპეციალური შეთანხმების ფორმა;

) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

) პროფესიული მომზადების პროგრამა – პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;

) პროფესიული გადამზადების პროგრამა – პროფესიული გადამზადების  პროგრამა არის პროგრამა, რომლის მიზანია მოსარგებლის მიერ კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად;

მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელსაც „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება;       

) პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა – ღონისძიებათა ფართო სპექტრი, რომელიც პირს ეხმარება  განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები, კომპეტენცია და ინტერესი განათლებასთან და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა;

) სტაჟირება – დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით;

) მომსახურება – მიმწოდებლის მიერ  პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების, საკვანძო კომპეტენციების განვითარების კომპონენტების განხორციელება;

) ვაუჩერი – პროფესიული მომზადებისა და პროფესიული  გადამზადების   პროგრამის დაფინანსების საშუალება, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით, მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს/მიმწოდებლებს;

) საგზური – ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა;

) სახელმწიფო სტიპენდია – ქვეპროგრამის  ფარგლებში სტაჟირების განმავლობაში მოსარგებლისთვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია;

) პროფესიული მომზადების პროგრამის მინიმალური ხანგრძლივობა – არანაკლებ ერთთვიანი ხანგრძლივობის პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ;

დამატებითი სერვისი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი (სურდოთარჯიმანი)  და სხვა) პროფესიული მომზადების, პროფესიული-გადამზადების და/ან  სტაჟირების პროცესში, გონივრული მისადაგებით განსაზღვრული ანაზღაურების შესაბამისად;

) მოთხოვნადი პროფესიები – შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევისა და საჯარო/კერძო სამართლის სუბიექტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სწავლის სფეროების შესაბამისად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების (არარეგულირებადი) ნუსხა; 

 პერსპექტიული სამუშაო ადგილი – არის რეალური/პროგნოზირებადი ვაკანტური პოზიცია,  რომელიც დამსაქმებლის მიერ არის წარმოდგენილი და მიზნად ისახავს სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) გზით სამუშაოს  მაძიებელთა დასაქმებას;

) საკვანძო კომპეტენცია – საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას, პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისთვის, სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის;

) ახალგაზრდები – სააგენტოში რეგისტრირებული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირები (შემდგომში – ახალგაზრდები);

) სსიპ – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები – პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები, რომლებსაც არ აქვთ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრაციისთვის მისვლის ვალდებულება;

სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მოქალაქეები, 16 წლიდან ზევით საქართველოში  სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები,  რომლებიც მიმართავენ სააგენტოს.

მუხლი 6.  ქვეპროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 100 000 (ორი მილიონ ასი ათასი) ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამის (პროგრამული კოდი – 27 05)„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების  (პროგრამული კოდი – 27 05 03) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა, სულ 15 ერთეული.

3. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021  წლის 18 იანვრის №16 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2022 წლის „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“  ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №16 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

4. 2021 წლის განმავლობაში წარმოქმნილი  ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობით:

კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2021 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად.

მუხლი 7.   ქვეპროგრამის  შესრულების ინდიკატორები

1. სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები. პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.

2. საკვანძო კომპეტენციების განვითარების ღონისძიებაში, სამუშაოს მაძიებელთა მონაწილეობის მაჩვენებელი.

3. ქვეპროგრამის  ფარგლებში, შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში, პროფესიული მომზადების,  და პროფესიული  გადამზადების კომპონენტებით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან.

4. ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა და კომპონენტით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.

5. პროგრამის კომპონენტებით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მაჩვენებელი, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან.

მუხლი 8პროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სააგენტო.

2. ამ  ქვეპროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის საკვანძო კომპეტენციის ტრენინგ კურსი, ხორციელდება ვაუჩერის/საგზურის გზით და/ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

 

დანართი №2.1.

 

პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება რეგიონულ დონეზე

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება  სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მასშტაბით შერჩეული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის   კონსულტანტების მომზადება.

2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება.

3. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება, 2015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №676 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული  კონსულტირებისა  და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტის“  შესაბამისად.

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფები

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ  სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები. პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.

 

დანართი №2.2.

 

საკვანძო კომპეტენციების განვითარება

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებელთა მომზადების მიზანია მათი  შესაბამისი  უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფა.

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

ა) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა გამოვლენა/რეგისტრაცია;

ბ) „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ სააგენტოს დირექტორის 2020 წლის №05-25/ო ბრძანებით დამტკიცებული საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად. საკვანძო კომპეტენციების  განვითარების მიზნით სწავლების ტრენინგების ორგანიზება/უზრუნველყოფა.

მუხლი 3.  შესრულების ინდიკატორი

სამუშაოს მაძიებელთა მონაწილეობის მაჩვენებელი.

 

 დანართი №2.3

 

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება   და კვალიფიკაციის ამაღლება

მუხლი 1. ღონისძიების  მიზანი და ამოცანები

ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული  მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

მუხლი 2. ღონისძიების  ამოცანებია:

ა) პროფესიული  მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ამოცანებია:

ა.ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების  ღონისძიების  განხორციელების დაგეგმვა;

ა.ბ) განხორციელებისათვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა;

ა.გ) ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის  ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების  საფუძველზე შესაბამისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების განმახორციელებელ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება;

ა.დ) სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა – შერჩევის (ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციის) საფუძველზე, რომლებსაც ესაჭიროებათ პროფესიული მომზადება ან/ და პროფესიული გადამზადება.

ბ) კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების) ამოცანებია:

ბ.ა) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში  რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) ორგანიზება;

ბ.ბ) დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე სტაჟირებაში ჩართული სამუშაოს მაძიებლების სახელმწიფო სტიპენდიით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ღონისძიებაში მოსარგებლეთა დაშვების წინაპირობები

1. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობა არის:

ა) სამუშაოს მაძიებლის მიერ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად უფლებამინიჭებული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილება.

ბ) თანაბარ პირობებში არსებობისას,  ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ:

ბ.ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით;

ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ბ.გ) იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;

ბ.დ) სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

ბ.ე) დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი;

ბ.ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს;

ბ.ზ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტებით მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს“;

ბ.თ) სსიპ – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები;

ბ.ი) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს;

ბ.კ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს;

ბ.ლ) ქალებს;           

ბ.მ)  არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს;    

ბ.ნ)  არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს;

ბ.ო) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს;

ბ.პ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია;

ბ.ჟ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს;

ბ.რ) ეთნიკურ უმცირესობებს;

ბ.ს) ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს;

ბ.ტ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა;

ბ.უ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს;

ბ.ფ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც ღონისძიების განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო  1 წლის განმავლობაში;

ბ.ქ) სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც არიან დაქირავებით დასაქმებულები და მათი შემოსავალი არ აღემატება  საარსებო მინიმუმის გაორმაგებულ ოდენობას;

ბ.ღ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს.

გ) თანაბარ პირობებში არსებობისას,  კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების) ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ ახალგაზრდებს.

2. განსაზღვრული მომსახურების მისაღებად სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და ღონისძიებაში ჩართვისთვის გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია.

3.  სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ღონისძიებით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც უნდა ჩაერთონ  პროფესიული მომზადების ან/და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში, დამატებითი სერვისის მომსახურებისთვის თან უნდა იქონიონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ პირის შემთხვევაში – სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი)), ხოლო სსსმ პირის შემთხვევაში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა.

მუხლი 4.   ადმინისტრირება

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:

ა) მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალის დამტკიცება (რეგიონების შესაბამისად), რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება ან/და პროფესიული გადამზადება დადგენილების ამოქმედებიდან – 15 სამუშაო დღეში და დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთვის წარდგენა;

ბ) ღონისძიების დაფინანსების წესით განსაზღვრული ვაუჩერებისა და საგზურის ფორმების დამტკიცება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;

გ) ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებლის განაცხადისა და  მომსახურების მიღების პირობებზე შეთანხმების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;

დ) ღონისძიების მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის დადასტურებისა და სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლის რეგისტრირების დროს წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის შესახებ განაცხადის ფორმის შემუშავება და დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში და მისი დამტკიცებიდან  5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთვის  მიწოდება;

ე) მომსახურების მიწოდებაზე, მიმწოდებლად რეგისტრირებულ პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;

ვ)  ღონისძიების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის პროცედურებისა და ამ პროცედურების განხორციელებისათვის სპეციალური ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში;

ზ) ღონისძიების ეფექტური განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნა  დადგენილების ამოქმედებიდან  15 სამუშაო დღის ვადაში.

2. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრა:

ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა;

ბ)  სააგენტოს მიერ მოძიებულ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების უზრუნველსაყოფად შესაბამის დამსაქმებლებთან  მოლაპარაკებების წარმოება;

გ) მიზნობრივი ჯგუფების ღონისძიებაში ჩართვის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის განვითარება;

დ) ღონისძიების  შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი  აქტივობების გატარება.

3. სააგენტო აცნობს სამუშაოს მაძიებელს ღონისძიებების პირობებს, ამ ღონისძიებით სარგებლობის წესებსა და პროცედურებს, ასევე აწვდის მას ზოგად ინფორმაციას სააგენტოს სხვა ღონისძიებების შესახებ.

4. სააგენტო განიხილავს სამუშაოს მაძიებლის ღონისძიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რისი დადგენის მიზნით, შესაძლებელია გამოიყენოს სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემები და მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს მაძიებლის ღონისძიების  მოსარგებლედ რეგისტრაციის თაობაზე.

5. მოსარგებლეს ეძლევა საშუალება, შეარჩიოს მიმწოდებელი და იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიმწოდებელთან მიღების რაოდენობის შეზღუდვა ან/და მინიმალური ჯგუფის შევსების პრობლემა, სააგენტო ეხმარება მოსარგებლეს ალტერნატიული მიმწოდებლის შერჩევაში.

6. შერჩეულ სამუშაოს მაძიებელთან  ფორმდება  შეთანხმება, რის შემდეგაც სააგენტო გადასცემს მას ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ვაუჩერს, რომელშიც მითითებული იქნება მოსარგებლისა და მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მომსახურების ღირებულება, სასწავლო პროგრამის დასახელება და ხანგრძლივობა, ვაუჩერის გაცემის თარიღი და მისი მიმწოდებლისთვის წარდგენის ვადა.

7. მოსარგებლეებს აქვთ საშუალება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში ჩაერთონ სააგენტოს მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფში.

8. მოსარგებლეთა ჯგუფის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ახორციელებს უშუალოდ მიმწოდებელი, სააგენტოს მხრიდან მიწოდებული ღონისძიებაში ჩართვის მსურველთა სიის საფუძველზე. აღნიშნული სიის ფორმირება ხდება სააგენტოს მიერ, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტირების საფუძველზე.

9. სტაჟირების შემთხვევაში მოსარგებლესთან ფორმდება შეთანხმება და მას გადაეცემა საგზური.

10. მომსახურების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს ვაუჩერს მიმწოდებელს, არა უგვიანეს ვაუჩერზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება – ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ.

11. სააგენტო აწარმოებს მოსარგებლესთან გაფორმებული შეთანხმებების, გაცემული, ან/და გამოყენებული ვაუჩერების (საგზურების), მიმწოდებლებისა და ღონისძიებით გათვალისწინებულ ცალკეულ პროფესიაში ნაწილობრივ ან/და სრულად მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების) შესახებ მონაცემთა აღრიცხვას.

12. ღონისძიების შედეგების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს მინიმუმ თვეში ერთხელ დამსაქმებლისა და მოსარგებლის გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, სისტემატიზაციასა და სამინისტროსთვის მიწოდებას. 

13. სტაჟირების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს საგზურს მიმწოდებელს, არა უგვიანეს საგზურზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საგზური ძალადაკარგულად ჩაითვლება – ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ.

14. მოსარგებლე, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით ჩაირიცხება კონკრეტულ მიმწოდებელთან, მათ შორის სტაჟირებაზე, შესაბამის მომსახურებას (სტაჟირებას) იღებს მხოლოდ ამ მიმწოდებლისაგან.

15. მოსარგებლეს უფლება აქვს, მომსახურება (სტაჟირება) მიიღოს დამსაქმებლის მიერ მოწოდებულ ერთ  ვაკანსიაზე.

16. ღონისძიების მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები აისახება სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში.

მუხლი 5.  ღონისძიება არ ითვალისწინებს:

1. მომსახურების მიღების პროცესში მიმწოდებლის შეცვლას ან/და ერთ მიმწოდებელთან წარდგენილი ვაუჩერის (საგზურის) მეორე მიმწოდებელთან გადატანას.

2. ერთ მიმწოდებელთან ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების არასაპატიო მიზეზით შეწყვეტისას მომსახურების მიღების გაგრძელებას ღონისძიების ამ ან სხვა მიმწოდებელთან.

3. სწავლის პროცესში ჯგუფში მოსარგებლეთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში, ერთ მოსარგებლეზე სწავლის ღირებულების ცვლილებას.

4. წლის განმავლობაში, ერთი მოსარგებლისთვის, ერთ სასწავლო კურსზე მეტის მიწოდებას.  

მუხლი 6. მიმწოდებლად რეგისტრირებისა და რეგისტრაციის შეწყვეტის პროცედურების განსაზღვრა

1. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების აქტივობის ფარგლებში, მიმწოდებელი განსაზღვრულია დანართი №2-ის მე-5 მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, ხოლო სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირება შეუძლია დამსაქმებელს, რომელსაც გააჩნია რეალური და/ან პოტენციური  ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი.

2. სტაჟირების შემთხვევაში, მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს გააჩნია ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი/ადგილები, ან/და მზადაა, მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები დასაქმების მიზნით, სტაჟირების დასრულების შემდგომ, კონკურენციის საფუძველზე, დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორ(ებ)ი  ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ ადგილებზე.

3. ღონისძიებით გათვალისწინებულ, რომელიმე პროფესიაში  მიმწოდებელი  წარუდგენს სააგენტოს მოთხოვნილ დოკუმენტებს და ავსებს  მიმწოდებლად დადასტურების განცხადებას.

4. მიმწოდებლად დადასტურების განცხადება გულისხმობს მიმწოდებლის თანხმობას, დაექვემდებაროს მიწოდებულ მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს, რომელთაც განსაზღვრავს  სააგენტო.

5. პირი ითვლება მიმწოდებლად სააგენტოსა და მიმწოდებლებთან  ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. სააგენტოსა და  მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ვალდებულება უნდა განესაზღვროს მიმწოდებელს, რომ ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

6. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს, თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ამასთან, მიმართვის მომენტისათვის მიმწოდებელს სრული მოცულობით აქვს მიწოდებული მომსახურება (სტაჟირება) ჩარიცხული მოსარგებლეებისათვის და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურები  დასრულებულია.

7. სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან ღონისძიების განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თუ:

ა) მიმწოდებელი არ ასრულებს  ხელშეკრულების პირობებს ან/და უარს ამბობს, დაექვემდებაროს მიწოდებული მომსახურების მეთვალყურეობისა და  მონიტორინგის  წესებსა და პროცედურებს; 

ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა:

ბ.ა) პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შესახებ;

ბ.ბ) მიმწოდებლის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე;      

ბ.გ) მიწოდებული არადამაკმაყოფილებელი მომსახურების ან სხვა დარღვევების თაობაზე, რაც დასტურდება მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

8. სააგენტო ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს სამინისტროს მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.

მუხლი 7.  მომსახურების მიწოდების ძირითადი პირობების განსაზღვრა:

1. ღონისძიების დაფინანსებისთვის მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, კომისია,  განიხილავს თითოეულ მიმწოდებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ხარჯთაღრიცხვას გონივრული მისადაგების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მიმწოდებლის მიერ ხდება სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და ამავე ხელშეკრულებით დარეგულირებული პირობებით.           

3. სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, ამასთან, სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 ლარით ერთ მოსარგებლეზე, დისტანციურის სტაჟირების  შემთხვევაში თვეში 100 ლარით ერთ მოსარგებლეზე:                       

ა) ღონისძიებით ანაზღაურდება ერთი მოსარგებლისთვის მომსახურებისა და/ან სტაჟირების მხოლოდ ერთი კურსი;

ბ)  ვაუჩერის ანაზღაურების პირობები:

ბ.ა)  ღონისძიების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ვადის დაცვით წარდგენილი ვაუჩერი. ძალადაკარგული ვაუჩერის საფუძველზე მომსახურების მიწოდების შემთხვევაში – ეს მომსახურება სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება;

ბ.ბ)  მიმწოდებელს, სააგენტოსთან შეუთანხმებლად, უფლება არ აქვს, უარი უთხრას მოსარგებლეს მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით მითითებული ვადის დაცვით წარდგენილი მატერიალიზებული ვაუჩერის მიღებასა და გათვალისწინებულ მომსახურების მიწოდებაზე. სტაჟირების გასავლელად ვადის დაცვით წარდგენილი საგზურის შემთხვევაში, მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების კონკრეტული მოსარგებლისთვის მიწოდების თაობაზე.

გ) დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული მომსახურების და/ან სტაჟირების მიღებასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულების დაწესება, რომლის შესრულება პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსარგებლეს;

დ) თუ მოსარგებლე ვერ დაასრულებს სტაჟირებას მისგან დამოუკიდებელი, ან საპატიო მიზეზით, მაშინ, სააგენტო, მიმწოდებელთან შეთანხმებით, უფლებას აძლევს მოსარგებლეს, დაასრულოს სტაჟირება, თუ მოსარგებლე განცხადებით მიმართავს სააგენტოს;

ე) ღონისძიების ფარგლებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ სააგენტოში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, მათ შორის გასულ წლებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების  პროგრამის  კურსდამთავრებულებს;

ვ) სტაჟირების გასავლელად სამუშაოს მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, გასულ წლებში, არსებობის შემთხვევაში, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის  დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);

ზ) სტაჟიორი, რომლის საკვალიფიკაციო მონაცემები მისაღებია დამსაქმებლისათვის,  კვალიფიკაციას აიმაღლებს შესაბამის კერძო დაწესებულების ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ  პოზიციაზე;

თ) სტაჟირების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, ამასთან, სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე, სააგენტოსთან შეთანხმებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი მოსარგებლის გაგზავნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში;

ი) ერთ პოზიციაზე მიმწოდებელს შეუძლია აიყვანოს არაუმეტეს სამი სტაჟიორი; 

კ) სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას მინიმუმ ერთ სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) ამ ღონისძიების მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;

მ) სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 6 (ექვს) კალენდარულ თვეს;

ნ)  სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს;

ო) სტაჟიორი ვალდებულია შეინახოს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია მისი მოვალეობები და რომელიც შეიცავს დამსაქმებლის შეფასებას.  ეს შეფასება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებული შეფასების კრიტერიუმით და ეხება სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 პ) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და  მონიტორინგის  შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების, სტაჟიორისა და დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში, ასევე დამსაქმებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტო  უფლებამოსილია შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა.

მუხლი 8. მომსახურების ანაზღაურების წესი და პირობები

1. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიების ფარგლებში:

ა) დაფინანსდება მხოლოდ ისეთი დანახარჯები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროგრამის ხარისხიანი და სრულფასოვანი მიწოდებისთვის, ამასთან პირდაპირი დანახარჯები ფინანსდება სრულად, ხოლო არაპირდაპირი დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს საერთო ღირებულების 20%-ს;

ბ) ღონისძიების მიწოდებისთვის აუცილებელ პირდაპირ დანახარჯად შესაძლებელია ჩაითვალოს ხარჯები თეორიული მასალისთვის, პედაგოგ-მასწავლებელთა ანაზღაურება ყველა გადასახადის ჩათვლით, პრაქტიკული სავარჯიშო მასალის ხარჯები, ხარჯები დამატებითი სერვისისთვის და ტრანსპორტირების ხარჯები. ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯები დასაბუთებული უნდა იყოს მიმწოდებელი ორგანიზაციის გეოგრაფიული მდებარეობის, მსმენელთა საცხოვრებელი ადგილის და მსმენელთა სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე;

გ) ღონისძიების მიწოდებისთვის აუცილებელ არაპირდაპირ დანახარჯებში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ხარჯები ადმინისტრირებისთვის, აღჭურვილობის ცვეთისთვის და იჯარისთვის;

დ) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი წარმოადგენს სხვა დამატებით ხარჯებს, აღნიშნული ხარჯი წარმოდგენილი უნდა იყოს  არაპირდაპირი დანახარჯების ფარგლებში, შესაბამისი დასაბუთებით;

ე) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხარჯები უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო ღირებულებას მოცემულ დროში. არაპირდაპირი დანახარჯების ოდენობები კი დადასტურებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ, მის ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაციით;

ვ) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და ხარჯთაღრიცხვის სრულ დოკუმენტაციას განიხილავს სააგენტოს სპეციალური კომისია, რომელიც იქმნება და უფლებამოსილებას ახორციელებს წინამდებარე პროგრამის საფუძველზე;

ზ) მიმწოდებლების მიერ ერთნაირი ან მსგავსი შინაარსისა და  ხანგრძლივობის სასწავლო კურსის განსხვავებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია იმსჯელოს ხარჯთა სხვაობაზე და გადაწყვეტილება მიიღოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: მოთხოვნა აღნიშნული კურსის მიმართ, კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო შედეგები, კურსის ღირებულება; 

თ) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა;

ი) მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული უნდა იყოს ინფორმაცია მიმწოდებლის, მიწოდებული მომსახურების, მოსარგებლეთა რაოდენობის, სწავლის ხანგრძლივობისა და უკვე განხორციელებული შუალედური ან წინასწარი ანაზღაურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე. მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხა გაწეული მომსახურების პროპორციული უნდა იყოს პირდაპირი დანახარჯების შემთხვევაში;

კ) წინამდებარე პუნქტში აღნიშნული მომსახურების მიწოდების წინასწარი ან/და შუალედური ანაზღაურების განხორციელება შესაძლებელია, თუკი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიმწოდებელი წინასწარ განსაზღვრავს წინასწარი/შუალედური ანაზღაურების მოთხოვნას;

ლ) შუალედური ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე, სრული მომსახურების ღირებულების 30%-20%-50% პროცენტული განაკვეთით.  ამასთან, შუალედური ანაზღაურებისათვის მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე;  

მ) წინასწარი ანაზღაურების მოთხოვნისას აუცილებელია შესაბამისი ოდენობის თანხის საბანკო გარანტიის წარმოდგენა და წინასწარი ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 30%-ით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების შემდეგ;

ნ) მომსახურების ღირებულების შუალედური ან სრული ოდენობით ანაზღაურება არ ხორციელდება, თუ ადგილი აქვს მომსახურების მიწოდების პირობების დარღვევას, მათ შორის, მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდების შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ანგარიშების წარდგენის ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობას ან/და ვადების დაუცველობას, ასევე მეთვალყურეობის შედეგებისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით;

ო) ღონისძიებით გათვალისწინებული დამატებითი სერვისის ანაზღაურების წესი და პირობები უნდა დამტკიცდეს სააგენტოს მიერ, დირექტორის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.

2. სტაჟირების ღონისძიების ფარგლებში გაცემული სტიპენდიის ანაზღაურება:

ა) მოსარგებლეებისათვის სტიპენდიის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით მის პირად საბანკო ანგარიშზე;

ბ) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ 10 კალენდარული დღისა;

გ) სახელმწიფო სტიპენდიის შუალედური ანაზღაურება ღონისძიებით გათვალისწინებული არ არის;

დ) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების, მოსარგებლისა და მიმწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში, ასევე მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა.

მუხლი 9. ღონისძიების შესრულების ინდიკატორები

1. შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში, პროფესიული მომზადებით,  პროფესიული  გადამზადებითა და ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლებით (სტაჟირებით) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან.

2. ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა.

3. პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან.

 


დანართი 3

 

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის  მიზანი

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია სოციალურად დაუცველი  შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით.

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

1. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) სააგენტო – ქვეპროგრამის განმახორციელებელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;

მოსარგებლე – „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესისა“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის შრომისუნარიანი წევრი, რომელიც არ არის დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით;

შრომისუნარიანი წევრი -  პირი,  რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას:

გ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი;

გ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს;

გ.გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი);

გ.დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი);

გ.ე) ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი;

გ.ვ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი);

გ.ზ) 18 წლამდე ასაკის პირი;

გ.თ)  მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ(ებ)ს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ს და/ან ხანდაზმულ(ებ)ს.

მიმწოდებელი – სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ქმნის/შექმნის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას.

) საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსია – მიმწოდებლის მიერ დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) ატვირთული განცხადება თავისუფალი/დაუკავებელი სამუშაო ადგილის თაობაზე, შესასრულებელი საზოგადოებრივი სამუშაოს აღწერილობით;

პროფილირება – სააგენტოს მიერ მოსარგებლის სამუშაო უნარების განსაზღვრა და საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან მისადაგება;

სოციალური  ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სააგენტოს, მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების მიზნით. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

სოციალური გასაცემელი  (შემდგომშიგასაცემელი) – საზოგადოებრივი სამუშაოების  ანაზღაურება გაიცემა სოციალური გასაცემელის სახით და შეადგენს თვეში 300 (სამას) ლარს ან პროპორციულად განსაზღვრულ დღიურ გასაცემელს, რომელიც გაიცემა სახელმწიფო გასაცემლების გაცემა/დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში;

საზოგადოებრივი სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში  საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოს შესრულება;

საზოგადოებრივი სამუშაოების სახეობები – საზოგადოებრივი სამუშაოს სახეობები და ჩამონათვალი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა – საზოგადოებრივ სამუშაოზე მოსარგებლეთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური წერილობითი და/ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  მონაცემებს მოსარგებლეთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ. ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის თავის არიდება -  თუ მოსარგებლე ერთი თვის განმავლობაში არ გამოცხადდება საზოგადოებრივ სამუშაოზე, შეწყდება სოციალური ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმოადგენს გაცდენილი პერიოდის საპატიოდ ჩათვლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

) თვითდასაქმებული – ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი, რომელიც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით არის აქტიური სტატუსის მქონე  რეგისტრირებული  ინდივიდუალური მეწარმე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირი;

) დასაქმებული – ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი, რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად) უფიქსირდება ხელფასი.

2. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ წესშია მითითებული.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც  ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული შრომისუნარიანი წევრის პროფილირებას, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვას, მოსარგებლეთა გასაცემელით უზრუნველყოფას და ქვეპროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

მუხლი 4. ქვეპროგრამის განხორციელებაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობები

1. სააგენტო:

ა) უზრუნველყოფს მოსარგებლის პროფილირებას;

ბ) უზრუნველყოფს  მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის, შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობის ანალიზს; 

გ) უზრუნველყოფს არსებულ  საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიებზე მოსარგებლის შერჩევას, მიმწოდებელთან დაკავშირებას და საზოგადოებრივ სამუშაოში ჩართვას;

დ) უზრუნველყოფს ყველა მოსარგებლისთვის საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ეკიპირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სამუშაო იარაღების შესყიდვას;

ე)  უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას პოტენციური მოსარგებლეებისა და მიმწოდებლებისთვის;

ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის მოსარგებლეებზე გასაცემელის გაცემის ადმინისტრირებას;

ზ) უზრუნველყოფს  კომპეტენციის ფარგლებში ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს;

თ) უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე – მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები; 

ი) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს ისეთი შრომისუნარიანი წევრის იდენტიფიცირებას, რომელიც მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ(ებ)ს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ს და/ან ხანდაზმულ(ებ)ს;

კ) უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი;

ლ) სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად;

მ) პროგრამის ადმინისტრირების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სოციალური სააგენტო):

ა) უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებში მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას და ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას, რაც მოიცავს:

ა.ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შრომისუნარიანი წევრების იდენტიფიცირების მიზნით  მონაცემების  შედარებას კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოებულ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა ბაზასთან;

ა.ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შრომისუნარიანი წევრების მონაცემების შედარებას სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან (მათ შორის ე.წ. თვითდასაქმებულთა ბაზასთან) და დაუსაქმებელ და შემოსავლის არმქონე მოსარგებლეთა შესახებ  ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას;

ბ) სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსარგებლეებზე უკვე არსებული საბანკო ანგარიშების იდენტიფიცირებას ან ახალი ანგარიშების გახსნას სახელმწიფო გასაცემლების გაცემა/დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში;

გ) სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსარგებლეზე სოციალური გასაცემლის გადარიცხვას შესაბამის მომსახურე საბანკო დაწესებულებაში;

დ) სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა საკითხების დარეგულირებას.

3. სოციალური სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სააგენტოს  მიერ მიწოდებული მონაცემების/ინფორმაციის სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

4.  მიმწოდებელი

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს შექმნას;

ბ) არეგისტრირებს საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიას დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე);

გ) სააგენტოდან შესაბამის საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიაზე წარდგენილ მოსარგებლეს უფორმებს სოციალურ ხელშეკრულებას;

დ) აწარმოებს ყოველდღიურ სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელს (შემდგომში – ტაბელი) და უზრუნველყოფს სააგენტოსთვის მიწოდებას ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, რომლის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოს გასაცემელის გადახდას იმავე თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელზე მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია  მიმწოდებელი ;

ე) ორგანიზებას უწევს შეთავაზებულ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე მოსარგებლის ჩართვის, მისი ეკიპირების, საჭიროების შემთხვევაში კი, სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფას;

ვ) ახორციელებს მოსარგებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების მონიტორინგს;

ზ) მოსარგებლის მიერ სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოფს სააგენტოს ინფორმირებას.

მუხლი 5. ქვეპროგრამის ადმინისტრირება

1. დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) მიმწოდებლის  მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის ატვირთვის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებული შრომისუნარიანი პირების შესაბამისობის დადგენას.  

2. სააგენტო შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ უზრუნველყოფს:

ა)  მოსარგებლესთან შეხვედრას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური;

ბ) ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებრივი სამუშაოს პირობების, სარგებლობის წესებისა და პროცედურების შესახებ, საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე. ასევე აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას სააგენტოს სხვა ღონისძიებების შესახებ;

გ) მოსარგებლის პროფილირებას და პროფილირების საფუძველზე შესთავაზებს:

გ.ა) საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას;

გ.ბ) მისი უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამის შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიას;

გ.გ) იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზებას;

გ.დ) პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამებში ჩართვას.

3. თუ შრომისუნარიანი პირი თანახმაა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შეთავაზებაზე, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ;

4. თუ  მოსარგებლემ  მიიღო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ,“გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთ შეთავაზება, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ექვემდებარება ხელშეკრულების შეწყვეტას და  მომდევნო თვიდან ერთი წლის შემდეგ  ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას;

5. შრომისუნარიანი პირის ქვეპროგრამაში მონაწილეობა შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში:

ა) პირადი განცხადებით;

ბ)  მოსარგებლის გარდაცვალებისას;

გ) მოსარგებლის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;

დ) მოსარგებლის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;

ე) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებაზე თავის არიდების/არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტისას;

ვ) შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმების და მოსარგებლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას;

ზ) დასაქმების ფორმალიზების შემდეგ ფორმალიზების შეწყვეტისას;

თ) სხვა საფუძვლით თუ ის გამომდინარეობს ქვეპროგრამიდან.

6. თუ შრომისუნარიანი პირი არ არის თანახმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებებზე, უარის თქმის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების წარმოშობის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით თვითდასაქმებულს ეძლევა შეთავაზებიდან ერთი თვის ვადა, დაქირავებით დასაქმებულს –  შეთავაზებიდან სამი თვის ვადა.

9.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრულ სხვა შეთავაზებებზე თანხმობის/უარის თქმის ვალდებულება შეჩერდება პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის განხორციელების ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსარგებლის მიმართ გავრცელდება  ამ მუხლით დადგენილი პირობები.

10. მოსარგებლე:

ა) უფლებამოსილია აირჩიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთავაზებებიდან ერთ-ერთი;

ბ) უფლებამოსილია შეთავაზებაზე უარის თქმის მიუხედავად, შეცვალოს გადაწყვეტილება და მიიღოს შეთავაზებიდან ერთ-ერთი. ასეთ შემთხვევაში მისი ოჯახის მიმართ გავრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია დასაქმების სააგენტოს ან სოციალური სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

გ) უფლებამოსილია მიმართოს დასაქმების სააგენტოს ან სოციალურ სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე.

11. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში რამდენიმე შრომისუნარიანი წევრია და მათგან მინიმუმ ერთმა პირმა განაცხადა თანხმობა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე,  ოჯახის მიმართ გავრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.

12. ქვეპროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის სააგენტო, სოციალური სააგენტო და სსიპ შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ მონაცემების მიმოცვლას ურთიერთშეთანხმებული ფორმატითა და კანონმდებლობის შესაბამისად.

13. ამ წესით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმების გარდა, საარსებო შემწეობის  ადმინისტრირების საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით.

მუხლი 6. ქვეპროგრამის ბიუჯეტიდაფინანსების წყარო

1. ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის  „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამით“ (პროგრამული კოდი: 27 05) გათვალისწინებულ ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის” (პროგრამული კოდი: 27 05 04) ქვეპროგრამისათვის გამოყოფილი   ასიგნებების ფარგლებში.

2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის, განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა სულ 310 ერთეულით.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.