„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018135
27/ნ
14/02/2022
ვებგვერდი, 14/02/2022
430030000.22.022.018135
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №27/ნ

2022 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02.07.2021; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) დამტკიცებულ „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ წესის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-10 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული რეიტინგული სიების დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომობიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულება უფლებამოსილია მისაღები ადგილები გაზარდოს შესაბამის პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობის ფარგლებში.“;

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპლიკანტთა შერჩევა მოიცავს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასების პროცესს.“;

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეულ საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე;“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მართვის სისტემა, სარეგისტრაციო სისტემაში, უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.“;

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შერჩევა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ სასწავლო გეგმით, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს (შემდგომ – ინტეგრირებული პროგრამა), აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეულ ინტეგრირებულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მართვის სისტემა, სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.“;

5. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის იმ სასწავლო გეგმით, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს (შემდგომ  საშუალო პროფესიული პროგრამა) აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს, მათ შორის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ ორგანიზებულ ტესტირებასაც, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეულ საშუალო პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მართვის სისტემა, სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-14-მე-15 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ გასაზღვრულ დოკუმენტებს.

15. თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისთვის შერჩევა დაწესებულების შეფასებასთან ერთად ითვალისწინებს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებასაც, საბოლოო შედეგის გაანგარიშების მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების შედეგების განთავსებას ერთიან სკალაზე, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მეთოდით. თითოეული შეფასების შედეგის ხვედრითი წილი საბოლოო შედეგის გაანგარიშებისას არის 50%.“;

6. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე, რომლის ჩატარების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების გარდა, დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს შერჩევის დამატებითი მექანიზმები, რომელიც არეგულირებს:“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თითოეულ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“;

დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მართვის სისტემა, სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

ე) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-18 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.“;

7. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (შემდგომ – რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებული პროგრამა) აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს შემდეგ საკითხებს:“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მართვის სისტემა, სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს 101 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.“;

8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

ტესტირებაში მონაწილეობს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტი, რომლისთვისაც, შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება.“;

9. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საშუალო პროფესიულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, შესაძლებელია დაწესებულების მიერ მოთხოვნილი იყოს ტესტირების გავლა აკადემიურ უნარებში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჩასაბარებელი ტესტების საგამოცდო პროგრამას, ცენტრის წარდგინებით, ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.";

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ჩასაბარებელი ტესტების შესაბამისობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან, ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგინებით, ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ აპლიკანტზე, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და იმ საშუალო პროფესიულ პროგრამაზე, რომელზეც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება, სარეგისტრაციო სისტემაში გენერირდება საგამოცდო ბარათი.“;

11. 22-ე მუხლს დაემატოს:

ა) 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„51. პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, გარდა იმ პროგრამებისა, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას.“;

ბ) 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.“;

12. 28-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

13. 28-ე მუხლს დაემატოს მე-17-31-ე პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. 2022 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა გახანგრძლივდეს 25 მარტის ჩათვლით;

ბ) შერჩევა შესაძლებელია განახორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე. დაწესებულება ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ბ.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით კანონდებლობით დადგენილი წესით;

ბ.გ) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ბ.დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

18. 2022 წლის ტესტირებიდან გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს და/ან იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც შერჩევის ძირითად მეთოდს, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

გ) საკარანტინო ზონაში;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

21. 2022 წელს, ამ მუხლით გათვალისწინებული პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე, შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

23. 2022 წელს, ამ მუხლით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირები არ აისახებიან ამ წესით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში. მათი ჩარიცხვა მოხდება რეიტინგულ სიაზე დამატებით.

24. 2022 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხოციელდეს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დაცვით, აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე, როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.

25. 2022 წელს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პრაქტიკული მოსინჯვის ვადების განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც, იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება პრაქტიკული მოსინჯვის გავლის შესაძლებლობა.

26. 2022 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდი, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსით რეგისტრირებული აპლიკანტის შეფასებას, ამ აპლიკანტის შეფასების დასკვნის მომზადებას და სარეგისტრაციო სისტემაში დასკვნის განთავსებას, რომლითაც დასტურდება აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა ასევე მიეწოდება შეფასებულ პირს/მის კანონიერ წარმომადგენელს.

27. ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგი (სტატუსის მინიჭება ან მინიჭებაზე უარი) აისახება სარეგისტრაციო სისტემაში.

28. 2022 წელს, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით შეფასება არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა, რომლის მომზადებიდან არ გასულა 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას ან მულტიდისციპლინური გუნდი საჭიროდ მიიჩნევს განმეორებით შეფასებას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებითი შეფასება, გამოყენებულ უნდა იქნას მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისთვის განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა.

29. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, 2022 წელს გამოცხადებული მიღების ფარგლებში რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ გასაზღვრულ დოკუმენტებს.

30. 2022 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, თავისუფალი ადგილების გამოცხადება ხორციელდება ამ წესის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკანტთა შერჩევა პრაქტიკული მოსინჯვის გზით, თუ მითითებულ პროგრამაზე/პროგრამებზე აპლიკანტს შერჩევის ეტაპი არ გაუვლია. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, შედეგების აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ გასაზღვრულ დოკუმენტებს. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.

31. იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც დაწყებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება და პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, უფლება აქვთ, მინისტრის ინდივიდუალური ადმისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ ახალ პროგრამებზე მიღების გამოცხადება ელექტრონულ ანკეტა-კითხვარში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი