დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200230040.22.033.017550 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით (სსმ, №172, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.016103) დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-18 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ მცირე ბიზნესი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ დაეკისრება ჯარიმა, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მცირე ბიზნესის სტატუსს იმ კალენდარული წლის დასაწყისიდან, რომელშიც პირმა დაიწყო აკრძალული საქმიანობა ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დაეკისრა სამი ჯარიმა.“. 2. „მაგალითი 2“-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მაგალითი 3“: „მაგალითი 3: პირობა: გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2021 წელს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლინდა, რომ ფიზიკური პირი 2019 წელს ახორციელებდა მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. კერძოდ, პირი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიას და მოიპოვებდა სასარგებლო წიაღისეულს. პირის მიერ მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებას 2020 და 2021 წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. ანალიზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის გათვალისწინებით, ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. აღნიშნული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება იმ კალენდარული წლის დასაწყისიდან, რომელშიც პირმა დაიწყო აკრძალული საქმიანობა. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი წარმოადგენს პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსულად ჩაითვლება 2019 წლის 1 იანვრიდან. შედეგი: გაუქმდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები და 2019 წლის დასაწყისიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები