„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017547
19
27/01/2022
ვებგვერდი, 28/01/2022
190040000.22.033.017547
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №19

2022 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №2-დან ამოღებულ იქნეს შემდეგი  ბიუჯეტის განმკარგველი:

 

„370

4005

ა(ა)იპ – საფეხბურთო კლუბი „რაჭა“

 

 

2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №3-ში ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 3011  „შემოსავალი დეპოზიტებზე და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტებიდან“ – შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი:

 

„ფულადი სახსრების მართვის ოპერაციებიდან მიღებული პროცენტები სახელმწიფო ბიუჯეტში

 

3585“.“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი