დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01 |
დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016557 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/12/2021, 190020020.35.163.016554).
1. დადგენილების მუხლი 1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი შემდეგი რედაქციით:
თავი I. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 3. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 25806.10 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 4. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 22956.0 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 310,0 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 6. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2540,10 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 25308,82 ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5490,90 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7960,90 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2470,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
მუხლი 9. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რეადაქციით: ათასი ლარი
მუხლი 10. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 497,28 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-4993,62) ათასი ლარის ოდენობით. ათასი ლარი
მუხლი 11. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება თელავის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს (-5116,92) ათასი ლარით: ათასი ლარი
მუხლი 12. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-123,3) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: თელავის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გასასტუმრებელი ვალდებულებები შეადგენს 123,3 ათას ლარს. ათასი ლარი
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გასასტუმრებელი ვალის ნაშთი 2021 წლის ბოლოს განისაზღვრება 4141,83 ათასი ლარით. მათ შორის „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში გადმოცემული ქონების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დანართის შესაბამისად 554,742 ათ. ლარი. სასესხო ხელშეკრულება სრულდება 2026 წლის აპრილის თვეში და „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების დანართის შესაბამისად 3587,088 ათ. ლარი. სასესხო ხელშეკრულება სრულდება 2029 წლის აგვისტოს თვეში.
თავი II. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამებს აღწერა მუხლი 13. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მშენებლობა, რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. ათასი ლარი
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა (კოდი 03 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ათასი ლარი
3. განათლება (კოდი 04 00) სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწას, კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას და სხვა.სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას. განხორციელდება მისი გაუმჯობესებისათვის რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები. აგრეთვე, აღსაზრდელებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა, როგორც სპორტული ისე კულტურული ღონისძიებები. ათასი ლარი
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (კოდი 05 00) თელავის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავებას, სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობას, მონაწილეობის მიღებას რესპუბლიკურ ღონისძიებებზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განახლება. ათასი ლარი
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. განხორციელდება მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფა, პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ათასი ლარი
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები) მომსახურება. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზით კახეთის დაფინანსებას. ათასი ლარი
თავი III თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 14. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
დოკუმენტის კომენტარები