„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023212
5
12/01/2022
ვებგვერდი, 13/01/2022
470000000.10.003.023212
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №5

2022 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2015, 470000000.10.003.018554) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ და „ბ1“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო რეაგენტების, ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრი და სჯდ ცენტრები ვალდებულნი არიან, ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვის მიზნით, უზრუნველყონ C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი სტატუსი განესაზღვრათ 3 ან/და მეტი თვის წინ, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არ აქვთ ჩატარებული შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები, მიდევნება და ზედამხედველობა.“;

გ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) პროგრამის მე-4 მუხლის 41 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში საკვლევი მასალის ასაღებად საჭირო სახარჯი მასალების შესყიდვა;“;

გ.ბ) „ა2“ და „ა3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.გ) „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აფთიაქებზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის პროექტებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებზე; აღნიშნული საქონლის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების (შემდგომში – სჯდ) მეშვეობით, გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;

1) C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა საკვლევი მასალის აღება, შენახვა და ცენტრის მიერ დადგენილი ლოჯისტიკური სქემის ფარგლებში ლაბორატორიაში ტრანსპორტირებისათვის მომზადება, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი სტატუსი განესაზღვრათ ამბულატორიული ტესტირებით და/ან ტესტირების დადებითი შედეგიდან გასულია 3 თვეზე მეტი პერიოდი, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არ აქვთ ჩატარებული შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები. კონფირმაციული კვლევებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ბენეფიციარების საკვლევი მასალის აღება, შენახვა და ცენტრის მიერ დადგენილი ლოჯისტიკური სქემის ფარგლებში ლაბორატორიაში ტრანსპორტირებისათვის მომზადება განხორციელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებისა და სჯდ ცენტრების მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ ბიოლოგიური მასალის აღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და ცენტრის მიერ განსაზღვრული წესით რეგისტრირებულნი არიან განმახორციელებელთან;“;

დ) მე-20 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, რომლის ღირებულება შეადგენს 5 ლარს.“;

ე) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სკრინინგული კვლევის კომპონენტი 

2,200.0

2

დიაგნოსტიკის კომპონენტი

3,050.0

3

მკურნალობის კომპონენტი

400.0

4

ლოჯისტიკის კომპონენტი

350.0

 

სულ:

6,000.0.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი