დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017544 |
3
12/01/2022
ვებგვერდი, 13/01/2022
190040000.22.033.017544
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/11/2020, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017394) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) XVI კარის 85-ე ჯგუფის (ელექტრული მანქანები და მოწყობილობები, მათი ნაწილები; ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა, სატელევიზიო გამოსახულებისა და ბგერის ჩამწერი და აღმწარმოებელი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოები) „დამატებით შენიშვნებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში არ კლასიფიცირდება ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია (დაკომპლექტებულია, წარმოადგენს მისი კონსტრუქციის განუყოფელ ნაწილს) ერთჯერადი ან/და მრავალჯერადი გამოყენების შევსებული/დამუხტული სათავსით (კონტეინერი, კაფსულა, ავზი, კარტრიჯი და ა.შ.). ასეთი მოწყობილობა კლასიფიცირდება მასში განთავსებული ნივთიერების სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები